add one
gallery images

საქართველოს ქორეოგრაფთა საქველმოქმედო ფონდი

ჩვენ უზომოდ ბედნიერი ვართ, რომ გვაქვს საშუალება ჩვენს ბენეფიციარებს გავუწოდოთ დახმარების ხელი, გავულამაზოთ ცხოვრება, მივცეთ გაქანება მათ ნიჭსა და შემოქმედებას! დიახ, ჩვენი ფონდის დღის ცენტრს საინტერესო პოტენციალის არაერთი ბენეფიციარი სტუმრობს. ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ წარმოვაჩინოთ ისინი, მხარი დავუჭიროთ და შემოქმედებითი სტიმული მივცეთ! „სოციალურად დაუცველი - არ ნიშნავს, რომ არაფერი იცი და ვერაფერს აკეთებ... უბრალოდ, ცხოვრების ამ ეტაპზე ჩვენმა ფორტუნამ უკან დაიხია და მადლობა ღმერთს, რომ უკვე არსებობს საქართველოს ქორეოგრაფთა საქველმოქმედო ფონდი  და გვაძლევს ძალას გავუმკლავდეთ სირთულეებს“ბოლო 3 თვის განმავლობაში მსოფლიოში  არსებული პანდემიური მდგომარეობა არსებითად აისახა  საქართველოში ყველა სამოღვაწეო და სამუშაო სფეროში, განსაკუთრებით  კი მძიმე აღმოჩნდა ეს პერიოდი თვითდასაქმებულ  პირთათვის. ყველა ქორეოგრაფი პრაქტიკულად  საარსებო შემოსავლის გარეშეა, ფინანსური  და პროფესიული სტაგნაცია მერამდენე თვეა მიმდინარეობს.ჩვენი საქმიანობის სფეროსათვის განსაკუთრებულად ხაზგასმულია ის სიძნელეები, რომელიც დაკავშირებულია ქორეოგრაფიული ხელოვნების საშუალებით მოზარდი თაობის აღზრდის ძალიან დიდი წარსულის მქონე და წარმატებულ პროცესთან.თქვენთვის ცნობილია, რომ ქართველმა ქორეოგრაფებმა, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტებმა მთელს მსოფლიოს მოსდეს ქართული საცეკვაო კულტურის სურნელება და თითქმის ყველა ქვეყნის მსმენელ - მაყურებელს გააცნეს ჩვენი ეროვნული საცეკვაო კულტურა. სამწუხაროდ, როგორც ზემოთ აღინიშნა წარმოიქმნა არაორდინალური ვითარება, როდესაც საფრთხის ქვეშ დადგა მომავალ მოცეკვავეთა მომზადების საქმე. აღარ ტარდება ტრადიციული კონცერტები, დაცარიელდა ქორეოგრაფიული დარბაზები და უმუშევრად დარჩა პედაგოგ-ქორეოგრაფები. ეს ისეთი საფრთხეა, რომელიც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდეს. კერძოდ, შეწყდეს ქორეოგრაფთა მომზადების პროცესი და ამით ჩამოქვეითდეს ქართული საცეკვაო კულტურის სახე. ამიტომ,ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა საქველომქედო ფონდი...
gallery images

პეტიცია ზურა დოიჯაშვილის მხარდასაჭერად

ქალაქ თბილისის მერს, ბატონ კახი კალაძეს, ქართველი მუსიკოსის, მომღერლის და კომპოზიტორის - ზურა დოიჯაშვილის მეგობრების წ ე რ ი ლ ი ბ-ნო კახი, მოგახსენებთ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ღირსეული ქართველი მომღერალი, მუსიკოსი, თავის საქმის უდაო პროფესიონალი, გამორჩეული ხმის ტემბრის ქართველი ვარსკვლავი, კოლორიტი თბილისელი - ზურა დოიჯაშვილი, ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ჯანმრთელობის პრობლემების გაუარესების გამო, ის დღემდე აპარატზეა მიერთებული, თუმცა ებრაელი ექიმები ზურა დოიჯაშვილის გამოჯანმრთელების საქმეში ძალ-ღონეს არ იშურებენ და ახლობლებსაც გვაიმედებენ. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ თხოვნას თქვენთან: - ზურა დოიჯაშვილს თბილისში უკვე აღარ აქვს საცხოვრებელი, მათი პირადი პრობლემის გამო ისინი 1 წლის წინ დარჩნენ ამ მდგომარეობაში და ოჯახით მოუწიათ ისრაელში გადასვლა. ზურას ოჯახს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებასთან ერთად, თან დაერთო მსოფლიო პანდემია და გლობალური კრიზისი, - გთხოვთ თბილისში მას და მის ოჯახს გადასცეთ საცხოვრებელი ფართი, სადაც ზურა დაბრუნდება ოჯახთან ერთად და გააგრძელებს თავის საყვარელ ქალაქში ცხოვრებას და მოღვაწეობას, ისევ ისეთი ენერგიული და მოტივირებული, როგორც აქამდე. ხელს ვაწერთ................
gallery images

მეფე, რომელსაც ბრწყინვალე ვუწოდეთ და მისთვის ძეგლიც კი არ დაგვიდგამს

მეფე, რომელსაც ბრწყინვალე ვუწოდეთ და მისთვის ძეგლიც კი არ დაგვიდგამს.საქართველოს ბევრი გამორჩული ადამიანი ჰყოლია, მაგალითად დავით IV, გიორგი სააკაძე, ერეკლე II, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე და სხვები...სამწუხაროდ, ჩამოთვლილთაგან, მხოლოდ გიორგი V-ის ძეგლი არ არსებობს.იქნებ მანიფესტით შევძლოთ და გიორგი V ბრწყინვალის ძეგლი დაიდგას :)
gallery images

კულტურის და ხელოვნების მსახურთა ღია წერილი ხელისუფლებას

კულტურის სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების და კერძო პირების საჯარო მიმართვა საქართველოს მთავრობას, ქალაქ თბილისის საკრებულოს კულტურის კომისიას, საქართველოს კულტურისა სამინისტროსმოგმართოთ საჯარო წერილით და გავავრცელოთ ღია მიმართვა, კულტურის სფეროში დასაქმებული, ხელოვნების მსახურებაში მყოფი კერძო პირების, ორგანიზაციების და ჯგუფების სახელით, რომლებიც ხელს აწერენ აღნიშნულ წერილს და მოგახსენოთ ჩვენი აზრი ქვეყანაში მიმდინარე ანტიკრიზისული გეგმის განვითარებასთან, მის ახალ და ჩვენის აზრით აუცილებელ და სასწრაფოდ ასამოქმედებელ პუნქტებთან დაკავშირებითუკვე აქსიომაა, რომ მსოფლიოში მიმდინარე გლობალურმა პანდემიამ, დააზარალა ყველა სფეროს, ყველა მიმართულების და ყველა დარგის მსახურნი, მათ შორის საქართველოშიც. და როგორც ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებიდან გამოჩნდა, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სფერო აღმოჩნდა ქართული კულტურის და ხელოვნების დარგში მომუშავე გაერთიანებები და ადამინები, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას პირდაპირი დარტყმა მიაყენა სამყაროში მიმდინარე პანდემიამ და უფრო კონკრეტულად კი, მისმა თანმდევმა - ეკონომიკურმა კრიზისმა.საქართველოს მთავარობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაში სამწუხაროდ ვერ მოხვდა ხელოვნების მსახურთა გვერდში დგომის ვერცერთი კონკრეტული წინადადება და ვერცერთი კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც ამ დარგში დასაქმებულ ასობით ადამიანს, პირდაპირი წესით და სასიკეთოდ შეეხებოდა.გამომდინარე იქიდან, რომ თავად ხელოვნება და კულტურა მრავლისმომცველი ცნებებია, შესაბამისად ამ დარგში დასაქმებულთა არეალიც დიდია, მასში მოიაზრება - მხატვრები, მომღერლები, მუსიკოსები, კომპოზიტორები, სახელოვნებო დარგის ჟურნალისტები, არანჟირების ოსტატები და მათთან გათანაბრებული ტექნიკური პერსონალი, ქორეოგრაფიული ანსამბლები, მათი მრავალრიცხოვანი აღსაზრდელით და ქორეოგრაფებით, ფესტივალების და კონკურსების საორგანიზაციო ჯგუფები, რომლებიც წლებია ემსახურებიან ქართული კულტურის კონკრეტული მიმდინარეობის პოპულარიზაციას არამხოლოდ ხელოვნების ფორმატში, არამედ მისი პირდაპირი თანმდევი - ტურისტული სფეროს განვითარებისა და წარმატებისთვის, რადგან თუნდაც (!) ნებისმიერი საერთაშორისო, თუ ადგილობრივი მუსიკალური ფესტივალი - ტურისტების მოსაზიდი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო აქამდე...ვინაიდან და რადგანაც კარგად გვესმის და ვითვალისწინებთ ჩვენს წილ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, გვესმის და ვითვალისწინებთ ქართული სახელმწიფოს რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას, მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვემორჩილებით ყველა დადგენილ წესს თუ აკრძალვას, მაგრამ კულტურის სფეროს მრავალათასიანი არმიის უგუველყოფა და მათი „დავიწყება“ მინიმუმ უხერხულია, რადგან ეს სფერო იყო, არის და იქნება ახალ სამყაროშიც, ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი..!იმის გათვალისწინებით, რომ გაუქმდა და გადაიდო უამრავი ფესტივალი, კონცერტი, კონკურსი, გამოფენა და ა.შ. გამომდინარე აქედან ვთხოვთ საქართველოს მთავრობასა) უახლოეს პერიოდში გამოყოს სპეციალური ჯგუფი, კულტურის დარგის მომსახურეთა წინასწარ შემდგარ ჯგუფთან შესახვედრად, რათა არა ღია წერილებით და პეტიციებით, არამედ პირისპირ, ტეტ ე ტეტ, გადაწყდეს და დაიგეგმოს ყველა ნაბიჯი, რომლითაც შევძლებთ ჩვენი სფეროს და მასში მომუშავე ადამიანების - ფიზიკურ (!) გადარჩენას, და რამდენადაც ხმამაღლა არ უნდა ჟღერდეს ეს, სამწუხაროდ ეს რეალობა - სინამდვილეა! ბ) იურიდიულ ორგანიზაციებს, ჯგუფებს (შ.პ.ს. / ი.მ. / ა.ა.ი.პ. და ა.შ.) რომლებსაც ამ საქმიანობისთვის იჯარით ჰქონდათ დაქირავებული არამხოლოდ სახელმწიფო ფართები, არამედ კერძო - გაუწიოს რეკომენდაცია ყველა გამქირავებელთან 6 თვის (დაწყებული აპრილის თვიდან) მანძილზე გაანთავისუფლონ იჯარის გადასახადისგან (მაგალითად ქორეოგრაფიული ანსამბლები, კერძო მუსიკალური სტუდიები, ფესტივალების და კონკურსების საორგანიზაციო ჯგუფები და ა.შ.)გ) სამუშაო ჯგუფთან ერთად შეიმუშაოს გეგმა სახელოვნებო, მუსიკალური და სხვა კულტურული ფესტივალების ჩატარების წესებისთვის ღია და დახურულ სივრცეებში (იქნება ეს დისტანციის დაცვა, პირბადეებით მაყურებლის დასწრება და ა.შ.)დ) პირველ პუნქტში გამოყოფილმა სახელმწიფო სამუშაოს ჯგუფმა, პეტიციის და წერილის საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად, მოახდინოს ხელოვნების სფეროში მომუშავე ადამიანთა და ჯგუფთა ღია და შესაძლებლობის გათვალისწინებით, მაქსიმალურად საჯარო აღრიცხვა, იქნება ეს 1) ქორეოგრაფიული ანსამბლები2) ინდივიდუალური ვოკალისტები (მათ შორის რესტორნებში და კლუბებში დასაქმებულნი)3)  საბავშვო მუსიკალურ-თეატრალურ-ვოკალური სტუდიები4) სფეროსთან ასოცირებული ყველა თანამშრომელი (კომპოზიტორები, მუსიკოსები, არანჟირების ოსტატები, კონცერტების კონფერანსიები, სახელოვნებო მიმართულების ჟურნალისტები და ა.შ.)ე) ეს არის სფერო, რომელსაც პანდემიური და შესაბამისად პოსტ-კორონასეულ პერიოდშიც კი, შეუძლია ადამიანთა დასაქმება, მინიმალური ფინანსური უზრუნველყოფა და რაც ყველაზე მთავარია, მომავალი თაობის, ათიათასობით ბავშვის და ახალგაზრდას მოტივირება, სტიმულის მიცემა და ფსიქოლოგიური ტრამვის გაუვენელყოფა, რომელიც პანდემიის პერიოდში არსებული აკრძალვების დროს დაფიქსირდა და რომელსაც ფსიქოლოგები ძალიან დიდ პრობლემად ხედავენ უახლოეს მომავალში, თუ არ მოხდება მათი ადაპტირება გარემოსთან) საინიციატივო ჯგუფის სახელით საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების „მეგას“ დამფუძნებელი, ტელეკომპანია „ვარსკვლავების“ დირექტორი, კულტურის ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძევეთანხმებით და ხელს ვაწერთ: 
gallery images

COVID-19 და კულტურის სექტორის კრიზისი

აღნიშნული პეტიცია წარმოადგენს კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანების, ორგანიზაციების და დამოუკიდებელი ინიციატივების პოზიციასCOVID 19-ის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მსოფლიო არნახული გამოწვევების წინაშე დააყენა. ქვეყნები მუშაობენ ანტიკრიზისული გეგმების შემუშავებაზე და პანდემიით გამოწვეული ზარალის რისკების მაქსიმალურად შემცირებაზე. კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, სისტემურად ძალიან მყიფე სფერო, დაზარალების განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგას. შესაბამისად, მრავალმა ქვეყანამ სრულად გაიაზრა არსებული მდგომარეობა და შეიმუშავა უპრეცედენტო მხარდაჭერის პროგრამები. ამის ფონზე, საქართველოს რეალობაში საპირისპირო სურათი იკვეთება - ოფიციალურ პასუხისმგებელ სამთავრობო სტრუქტურებს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენიათ კონკრეტულ ხედვაზე დამყარებული სამოქმედო გეგმა კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულებით კრიზისის დაძლევის თაობაზე.2020 წლის 24 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით: 1) კულტურის სექტორი მოიაზრება გასართობი, სასტუმროების და აზარტული თამაშების ინდუსტრიების გვერდით და 2) საშუალება არ ეძლევა სფეროს წარმომადგენლებს, 2020 წლის ივლისამდე განახორციელონ რაიმე სახის საქმიანობა.არსებული მიდგომა სფეროს პრიორიტეტულობას უკანა პლანზე წევს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მასში მომუშავე ასობით ორგანიზაციასა და ათასობით ინდივიდს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ საჯარო განაცხადის სახით მივმართოთ შესაბამის ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურებს.მას შემდეგ, რაც შეჩერდა ყოველგვარი შემოქმედებითი საქმიანობა, სფეროში მომუშავე პროფესიონალებმა დაკარგეს მინიმალური საარსებო წყარო. ამის ფონზე, კულტურაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების მხრიდან არ გამოთქმულა ინიციატივა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, თუნდაც ონლაინ შეხვედრის ფორმატში გაგვეზიარებინა მათთვის სფეროში კრიზისით განპირობებული გამოწვევები და გვემსჯელა მათი გადაჭრის გზების შესახებ. ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ არ მომხდარა კულტურის სფეროში არსებული დარგების და მასში მომუშავე ადამიანების ინტერესების გააზრება, დაცვა და ადვოკატირება. ქართული თანამედროვე და ტრადიციული კულტურა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს იდენტობას და ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგრადობას, სწორედ შემოქმედებით სექტორებში მომუშავე ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ინიციატივების/ინდივიდების საქმიანობის შედეგად იქმნება.სწორედ ამიტომ, საჭიროდ ვთვლით, რომ გაუქმებული ან შეჩერებული პროგრამების, კონკურსების და დაფინანსების პირობებში, ყოველგვარი შემხვედრი განცხადების გარეშე დარჩენილმა სფეროს წარმომადგენლებმა, როგორებიც ვართ მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები, მსახიობები, პროდიუსერები, კულტურის მენეჯერები, კურატორები, ფოტოგრაფები, რეჟისორები და სხვა მიმართულების წარმომადგენლები, ერთობლივად დავიცვათ სფეროს და ჩვენი ინტერესები.  საერთო პრობლემებიდან გამომდინარე, მოვითხოვთ შემდეგს: მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს კულტურის სფეროსთვის კონკრეტული კრიზისული და პოსტ-კრიზისული ხედვის, სამოქმედო გეგმის შემუშავება და საზოგადოებისთვის წარმოდგენა. მათ შემუშავებაში ჩართული იყვნენ კულტურის შესაბამისი სექტორის წარმომადგენლები;   გახდეს ცნობილი რა ცვლილებები შედის შესაბამისი სტრუქტურების 2020 წლის ბიუჯეტებში საკონკურსო და პირდაპირი გახარჯვის წესით გათვალისწინებულ თანხების რაოდენობასა და მიზნობრიობაზე; მოხდეს კულტურის სფეროს სახელმწიფოს დღის წესრიგში პრიორიტეტიზაცია; გააქტიურდეს საერთაშორისო და ადგილობრივი მასშტაბით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ სექტორთან აქტიური კომუნიკაცია (მათ შორის  - საქართველოს კულტურის ეროვნული ფონდის ჩამოყალიბების მდგომარეობის, კულტურის სტრატეგია 2025 სამოქმედო გეგმების შესრულების, კულტურის დაფინანსების ალტერნატიული წყაროების ამოქმედებისკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის, შესაბამისი საკანონმდებლო და ფისკალური პოლიტიკის გატარების მიმართულებებით. (მაგ: ქველმოქმედების და ფილანთროპიის კანონი და ა.შ.);კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების სპეციფიკა, სათანადო მხარდაჭერის პირობებში, იძლევა საშუალებას, თუნდაც კრიზისის ფონზე შექმნას სამუშაო ადგილები. მიმდინარე გრანტების თუ გამოცხადებული კონკურსების ადაპტირება და არა მათი შეჩერება დადებითად აისახებოდა სექტორის მდგრადობასა და შემოქმედებითი პროცესის წარმოებაზე. სფეროს წარმომადგენლებთან დროული კონსულტაციების შედეგად შესაძლებელი გახდებოდა ადამიანური რესურსების და შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენება, რაც მნიშვნელოვანწილად შეუწყობდა ხელს ეკონომიკური აქტივობების გამოცოცხლებას, კონკრეტული მიმართულებების ფუნქციონირებას.სრული პასუხისმგებლობით, აგრეთვე შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, ვიაზრებთ რა ქვეყანაში არსებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, ვაცნობიერებთ აუცილებლობას იმისა, რომ უნდა მოხდეს სახელმწიფოს და შესაბამისი უწყებების მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და კრიზისის დაძლევისთვის საჭირო მასტიმულირებელი ინიციატივების, ხედვის და სამოქმედო გეგმის წარმოდგენა. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, ჩავერთოთ სათანადო გეგმის შემუშავების პროცესში და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ წერილს ექნება გამოხმაურება და რეაგირება შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან.კულტურის სექტორში მოქმედი საინიციატივო ჯგუფი: ალექსი სოსელია, გიორგი სპანდერაშვილი, მარიკა ჯაბუა, ხატია ჭოხონელიძე.
gallery images

გაიხსნას ღვინის ქარხანა საღამოს 21:00-დან 06:00 მდე

ადგილზე დაცული იქნება დისტანცია და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტები
gallery images

აზერბაიჯანული თეატრის გადასარჩენად! Azərbaycan teatrını xilas etmək naminə!

გაცნობებთ, ჩვენი დასი უკვე მრავალი წელია  კეთილსინდისიერად და ყოველგვარი დისციპლინური გადაცდომის გარეშე მოღვაწეობს აზერბაიჯანული კულტურის განვითარებისათვის.   ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული თეატრი 2004 წელს აღდგა ძველი თბილისის უბანში (გორგასლის ქუჩაზე). თეატრის შექმნა იყო ქართული და აზერბაიჯანული კულტურის დაახლოების სიმბოლო, აზერბაიჯანული თემის კულტურული განვითარება. ავარიული შენობისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის მიუხედავად  თეატრის კოლექტივს, 15 წლის მანძილზე, ერთი დღითაც არ შეუჩერებია მუშაობა.     2019 წლის იანვარში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა თურგაი ველი ზადე. მიუხედავად იმისა, რომ ამ პიროვნების დანიშვნა არავის შეუთანხმებია თატრის დასისთვის, ჩვენ ვეცადეთ გვეთანამშრომლა მასთან, თუმცა მისმა არაპროფესიონალიზმმი,  მფარველების იმედით მსახიობების მიმართ უხეშობამ და მუქარამ, უსამართლობამ და ქედმაღლობამ, კოლექტივის აბსოლუტური უმრავლესობის უკმაყოფილება გამოიწვია. ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე დასმა მიმართა საქართველოს განათლების,  მეცნიერების კულტურისა და სპორტის   სამინისტროს.  ჩვენ შევატყობინეთ ასეთ ხელმძღვანელთან მუშაობის შეუძლობლობისა და მისდამი ბოიკოტის შესახებ წერილობით და სიტყვიერად განვაცხადეთ. თუმცა, სიტუაციის გამოსასწორებლად არავითარი ზომა არ მიღებულა.ამა წლის 10 მარტს, როდესაც ჩვენ ოფიციალურად გამოცხადებული გვქონდა გაფიცვა, თეტრის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ კანონმდებლობის სრული დარღვევით სამსახურიდან განთავისუფლებულა დასის ძირითადი ნაწილი. სულ 11 თანამშრომელი.ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი თეატრი წყვეტს მოღვაწეობას.კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის ასეთ მძიმე ვითარებაში სამსახურებიდან მსახიობების ასეთმა მასობრივმა გათავისუფლებამ თ. ველიზადეს ვერაგ-მზაკვრულ სახესთან ერთად მისი ზნეობრივი დონეც ნათლად წარმოაჩინა. ასეთ ვითარებაში ამგვარი ნაბიჯის გადადგმა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მასთან მუშაობა შეუძლებელია. კვლავ მოგმართავთ თხოვნით, რომ დაინტერესდეთ აღნიშნული საკითხით, გაერკვეთ არსებულ მდგომარეობაში და ხელი შეუწყვეთ აზერბაიჯანული კულტურის განვითარებას. Diqqətinizə çatdırmaq istəyirik ki, bizim aktyor truppası artıq uzun müddətdir ki, məsuliyyətlə və heç bir qanun pozuntusuna yol vermədən Azərbaycan mədəniyyətinin inkişafı yönündə fəaliyyət göstərir.Heydər Əliyev adına Tbilisi Dövlət Peşəkar Azərbaycan Dram Teatrı Tiflisin qədim  məhəllələrindən birində (Qorqasali küç.) 2004-cü ildə bərpa olunmuşdur. Teatrın yaradılması Azərbaycan və gürcü xalqları arasında müqəddəs dostluğun, onların mədəniyyətləri arasında mövcud əlaqələrin daha da möhkəmlənməsinin rəmzi göstəricisi idi. Teatr binasının və infrastrukturunun qəzalı və yararsız vəziyyətdə olmasına baxmayaraq, fəaliyyət göstərdiyimiz 15 il ərzində öz işimizi bir gün də olsun dayandırmayıb, milli mədəniyyətimizin təbliği naminə səylərimizi əsirgəmədik. Ancaq 2019-cu ildən etibarən teatrda vəziyyət mənfiyə doğru surətlə dəyişdi.Turqay Vəlizadənin 2019-cu ilin yanvar ayında teatra bədii rəhbər təyin olunması bu sənət məbədində yaradıcılıq işığını demək olar ki, söndürdü. Bu şəxsin teatra teatrın truppasının rəyi nəzərə alınmadan bədii rəhbər təyin olunmasına baxmayaraq, biz yenə də onunla əməkdaşlıq etməyə çalışdıq. Ancaq onun qeyri-peşəkarlığı, öz himayədarlarına güvənərək aktyorlara qarşı kobudluqları və hədələri, ədalətsizlikləri və yekəxanalığı, ayrı-seçkiliyi və s. kollektivdə mütləq çoxluğun narazılığına səbəb oldu. Hələ ötən ilin payızında bu barədə tərəfimizdən Gürcüstan Mədəniyyət Nazirliyinə yazılı şikayətlər olundu. Bütün bunlarla bağlı biz nazirliyə belə bir rəhbərlə işləməyin mümkün olmadığını və boykot elan etdiyimizi həm yazılı, həm də şifahi şəkildə çatdırdıq. Ancaq buna rəğmən, heç bir tədbir görülmədi.Bizim rəsmi şəkildə boykot elan etdiyimizə baxmayaraq, teatrın hazırkı rəhbərliyi cari ilin mart ayının 11-də Gürcüstan qanunvericiliyinin normalarını sərt şəkildə pozaraq truppanın əsas heyətini, 11 nəfər əməkdaşını (bu təqribən 80 % deməkdir) işdən azad etmişdir. Bu, faktiki olaraq bizim milli teatrımızın bünövrəsinin dağıdılmasına və onun mədəniyyət ocağı kimi fəaliyyətinin dayandırılmasına istiqamətlənmiş  yırtıcı, heç bir hüquqa, məntiqə və mənəviyyata sığmayan bir addımdır.Koronavirus pandemiyası ilə bağlı dünyada, o cümlədən ölkəmizdə yaranmış  belə ağır vəziyyətində aktyorların işdən kütləvi azad olunması fürsətçillik və Turqay Vəlizadənin iş keyfiyyətlərindən əlavə, insani dəyərlərinin də çox aşağı səviyyədə olduğunu bir daha sübut etdi. Onun məhz belə bir zamanda bu addımı atması bir daha təsdiqləyir ki, onunla işləmək qeyri-mümkündür.Bir daha sizdən xahiş edirik ki, qeyd etdiyimiz acınacaqlı məsələ ilə bağlı daha yaxından maraqlanıb, tanış olasınız və Azərbaycan mədəniyyətinin inkişafına əl tutasınız.
gallery images

დააბრუნეთ სკამი ბნელ(უკანა) პარკში

 ისან-სამგორის ერთ-ერთი თბილი უბნის საზოგადოება მივმართავთ გამგეობას და თბილისი მერიას თხოვნით, რომ გამოყონ ერთი ან რამდენიმე სკამი, რათა კვლავ დავუბრუნოთ სიცოცხლე ჩვენი, და არა მარტო ჩვენი, თაობის ფავორიტ ადგილს . ჩვენ უბრალოდ გვსურს კორონა ვირუსის ჩავლის შემდეგ კვლავ შევიკრიბოთ საყვარელ ადამიანებთან ერთად და გავუზიაროთ ერთმანეთს სითბო და სიყვარული, ჩვენთვის ნაცნობ ადგილას <3 !!! 
gallery images

დაიდგას სერგო ბაბურაშვილის ძეგლი

ქართველი საზოგადო მოღვაწის სერგო ბაბურაშვილის ძეგლი ნამდვილად უნდა ამშვენებდეს ქუთაისს
gallery images

გაახმოვანოს GDS-მა ძვლების მეთორმეტე, ფინალური სეზონი

ძვლები პოპულარული ამერიკული კრიმინალური ტელეშოუა, რომლის 11 სეზონიც უკვე რამდენიმე წელია გადის ჯი-დი-ესის ეთერში. ვითხოვთ, ქართულმა არხმა ბოლომდე გაახმოვანოს სერიალი.
gallery images

გავუშვათ ერეკლე ევროვიზიაზე!

თუ ფიქრობ რომ ერეკლე საქართველოს ნათელი მომავალია და იმსახურებს ევროვიზიას მოაწერე ხელი ამ პეტიციას!!!
gallery images

გაიხსნას ნუკა მარგველაშვილის სახელობის ვარსკვლავი

ყველასათვის საყვარელ, ქართველ მომღერალს და მსახიობს, ნუკა მარგველაშვილის გაეხსნას ვარსკვლავი (უკეთესია სადმე რესტორანთან). ნუკას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული სიმღერის განვითარებაში, ასევე ძალიან დიდი როლი აქვს ნათამაშები ახალგაზრდა მსახიობების დასაქმებით. ნუკას ყველანაირად ეკუთვნის ერთი ვარსკვლავი ვარსკვლავივით გოგოს!!პ.ს. ბარემ რომელიმე პანთეონში ადგილსაც თუ გამოუყობთ კიდევ უკეთესი იქნება.
gallery images

გლდანის 1 მიკ/რ-ში გაიხსნას ბ. ნიკიტა მჭედლიშვილის ბიუსტი სახელწოდებით ''ასეთები სადღა იბადებიან"

ჩვენო თანამემამულენო, მოგეხსენებათ ბ. ნიკიტა მჭდლიშვილი რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი გლდანის განვითარებასა და პოპულარიზაციაში გადადის დიდ დიღომში. გთავაზობთ უკანასკელი პატივი მივაგოთ მადლიერმა თბილისელებმა და გავუხსნათ ბიუსტი მისსავე კორპუსთან. (განზრახ არ ვასახელებთ ზუსტ მისამართს რომ მადლიერმა გლდანელებმა არ შეაწუხობ და არ დაურღვიონ კომფორტი ჩვენ სასიქადულო ადამიანს.ისედაც ტკბილი ცხოვრება აქვს.)მოგეხსენებათ, ნიკიტა მჭედლიშვილი წლების განმავლობაში იტანჯებოდა გლდანში. ის 15 წელი ცხოვრობდა პირველ მიკროში, ბაზართან ახლოს. ბოლო წლებში მას გაუხსნეს კორპუსთან სპარის მარკეტი თუმცა ფასების გამო ხშირად ვერ ახეხებდა სარგებლობას ამ შესაძლებლობით. იგი ძირითადად მოიხმარდა ბინგოს ხიდთან არსებულ მარკეტს ''ბინგოს''. მან ამ მარკეტით სარგებლობა მას შემდეგ შეწყვიტა რაც 20 ლარიანი არ დაუშალეს. ახლა ძირითადად იყენებს მარკეტებს ''ორი ნაბიჯი, ''ნიკორა'' და გლდანი მოლში არსებულ ''უნივერსამს''. მის სახლთან და უფრო კერძოდ სპარის მაღაზიასთან მოხდა შემთვევა როცა მას და მის შეყვარებულს თავს დაესხნენ გავეშებული უსახლკარო ძაღლები. მისი შეყვარებული უმალვე მიიმალა და ნიკიტა ბრძოლის ველზე დატოვა. თუმცა, საბიდნიეროდ, მან მოახერხა და უმტკივნეულოდ და დაშავების გარეშე დატოვა ტერიტორია. (მისი შეყვარებული აცხადებს რომ იციდა ნიკიტას სიმამაცის ამბავი და გაეცალა ადგილს რათა ის სიმამაცე რაც მან იმ წუთებში გამოავლინდა შემდეგ სალაპარაკო არ გამხდარიყო, თუმცა იგი ძალიან ნანობს, ხაზგასმით ნანობს ) ალბათ ყველა ხედავთ რა პირობებში უწევდა ამ დიად ადამიანს გლდანში ცხოვრება მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად ის მაინც უწევდა პოპულარიზაციას ამ ადგილს, მოყავდა უამრავი მეგობარი და უცხოელი რომელსაც რა თქმა უნდა მისი აწ უკვე ლეგენდარული შეყვარებული აცნობდა. აჩვენებდა საბჭოთა ბრუტალიზმს და აცნობდა უკვე ლეგენდარული იმპერიის ნარჩენებს.. გეტო, ეს დეფინიცია გლდანს სწორედ ბ. ნიკიტამ მისცა რაც სწრაფადვე აიტაცა მეინსტრიმულმა არტ ჯგუფებმა რომებიც სასტუმრო რუმსისა და სასტუმრო/კაფე სტამბის ტერიტორიაზე ყალიბდებოდა.  ასე რომ, მეგობრებო ერთად გავერთიანდეთ ამ დიდებული საქმის გარშემო. არ დავივიწყოთ ადამიანები რომლებმაც თბილისის იტორიას კვალიი დაამჩნიეს და რაც მტავარია დავაფასოთ ისინი. ბიუსტს თავად ნიკიტა მჭედლიშვილი დაამზადებს რა თქმა უნდა შესაფერის ანაზღაურების სანაცვლოდ და გადასცემს მადლიერ გლდანელებს. თბილისის მერიას,  უშუალოდ ბატონ კახი კალაძეს რომლის ინსტაგრამ სთორიშც რამდენჯერმე გამოჩნდა ბ. ნიკიტა ასევე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რადგანაც ის მუდამ იზიარებდა ევროპულ ტრადიციებს და რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს რომლსი სახელი ამ წამს არ მახსოვს მაგრამ როგორც კი გავიხსნებ აუცილებლად დავაედიტებ, უდიდესი პატივისცემით, ვთხოვთ თბილსელი ინტელიგენცია გამოყოს ხარჯები და წიხვედრობის დღესასწაულის აღნიშვნის პარგლებში გავხსნათ ეს დიადი ბიუსტი.  დიდი პატივისცემით,ნაძალადევის კოლორიტული გაერთიანება ''ჩვენ არ ვცოვრობთ ვაგზალზე'' 
gallery images

გადაეცეს ერმალო მაღრაძეს ღირსების ორდენი

ერმალო მაღრაძე ქართველი რეჟისორი და სცენარისტია.იგი ერთი კამერით ახერხებს და იღებს თრეშის ჟანრის კლასიკებს. აზრი კრეატიულად და საუცხოოდაა გადმოცემული მის ფილმებში.მისი პირველი ფილმი, გენიალური რეჟისურის და სცენარის მატარებელი - ,,შვეციის პრინცი იმერეთიდან’’ ქართული კინემატოგრაფიის ნამდვილი შედევრია, რომელიც 1995 წელს გამოვიდა. მან ბავშვობის და ყმობის წლები უკიდურეს გაჭირვებაში განვლო. იგი ირიცხებოდა მოსკოვის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, თუმცა შემდეგ დედის მარტო დარჩენის შიშის გამო მიატოვა სწავლა და გადაწყვიტა პენსიონერი დედისთვის მოევლო. ამის შემდეგ ბატონმა ერმალომ საკუთარი ინიციატივით და საკუთარი შესაძლებლობებით შეისწავლა კინოხელოვნება და კინორეჟისურა. ზეპირად იცოდა წამყვანი რეჟისორების ხელწერები. ის სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა თეატრში, მათ შორის მექანიკის თანამდებობაზეც კი. ერმალო მაღრაძე არის ძალიან გულწრფელი, კეთილი და ჯიგარი კაცი.სწორედ ამის გამო, ჩვენ მოვითხოვთ გადაეცეს მას ღირსების ორდენი და შესაბამისად მისი სახელის და გვარის გამოცხადებისას ყველამ იხმაროს ფრაზა - ,,ღირსების ორდენის კავალერი, ლეგენდარული, ერმალო მაღრაძე’’მოთხოვნით მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ დააყენოს დღის წესრიგში ეს საკითხი.   მის ფილმოგრაფიაში ასევე შედიან ფილმები:ჟამი მოლოცვისა (2001) სახელმწიფო სახელმწიფოში (2003) საიმედო კავშირი (2004) სიცოცხლის წყარო (2007) სიძე (2008) გზააბნეულნი (2013) აპოკალიფსი არ იქნება (2016) თეა (2018)   ნათამაშები აქვს ფილმებში:იმედის მწვანე კუნძული (1978)უცხო (1988)გზააბნეულნი (2013) ასევე, Facebook event-ი: https://www.facebook.com/events/394827574687594#ერმაLOVE ♥️
gallery images

„სვანეთში ოქროს მოპოვების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი“ იუნესკო-ს არა-მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში

პეტიცია ეხება საქართველოს მიერ იუნესკოში არა-მატერიალური კულტურული მემკვიდრების წარმომადგენლობით სიაში ახალი წინადადების წარდგენას სახელწოდებით:„სვანეთში ოქროს მოპოვების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი“.    სვანეთში ჯერ კიდევ შემონახულია უძველესი წეს-ჩვეულებები, სვანური ენა, ეკლესიები, კოშკები, უნიკალური ფრესკული მხატვრობა, ხელნაწერები და ჯვარ-ხატები, ფოლკლორი, ოქროს მოპოვების ტრადიციული მეთოდები, ძლიერი სამეურნეო ტრადიციები და მატერიალური კულტურა. თავისი მრავალფეროვნებით და უნიკალურობით სვანეთს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.     სვანეთში ოქროს მოპოვების ისტორია უძველეს ხანაში დაიწყო და ამის დამადასტურებელი ფაქტები ცხადად ჩანს დღევანდელ რეალობაში.სვანეთში ოქროს მოპოვების უძველესი მეთოდები აღწერილია ძველ ბერძენ და რომაელ ისტორიკოსთა ჩანაწერებში.  ოქროს ნაკვალევს ძვ.წ. II ათასწლეულამდე მივყავართ, რომელიც ოქროს საწმისისა და არგონავტების ლეგენდასაც კი  უკავშირდება. იშვიათია მსოფლიოში ისეთი კუთხე, სადაც შემონახულია ოქროს მოპოვების მსგავსი მეთოდები. უძველესი კულტურა არ უნდა გაქრეს... შევინარჩუნოთ კულტურა!     საინიციატივო ჯგუფი მიმართავს საზოგადოებას და მოუწოდებს მოქალაქეებს, ხელმოწერით დაადასტურონ პროექტის მხარდაჭერა: „სვანეთში ოქროს მოპოვების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი“ შევიდეს იუნესკო-ს არა-მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში. საინიციატივო ჯგუფი სახელმწიფოს სთხოვს მხარდაჭერას, კომისიის შექმნას, ოქროს მოპოვების უძველესი მეთოდის უნიკალურობის, მსოფლიო მნიშვნელობის და განსაკუთრებული კულტურულ-სოციალური ღირებულების აღიარებას; იუნესკო-სთვის წინადადების მომზადებას და დადასტურებას, რომ წარდგენილი ნომინაცია აკმაყოფილებს არა-მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს.ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ ვინაიდან საქმე ეხება ქვეყნის კულტურას და იმიჯს, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს UNESCO-სთან კულტურის კონვენციების შექმნას, რომლებიც წარმოადგენენ საერთაშორისო თანამშრომლობის მდგრად მმართველობის სისტემას, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა ადამიანის უფლებებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და კულტურულ ფასეულობებს.UNESCO-ს კონვენციების მიზანია მატერიალური და არქეოლოგიური ძეგლების, სამუზეუმო კოლექციების, არა-მატერიალური მემკვიდრეობის და სხვა სახით წარმოდგენილი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.საინიციატივო ჯგუფის წევრები იზიარებენ UNESCO-ს საქმიანობის პრინციპებს, რომ ძლიერი კულტურული კომპონენტისა და ისტორიული მემკვიდრეობის  გარეშე, მდგრადი განვითარება ქვეყნისთვის შეუძლებელია.საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან ხელოვნებათმცოდნეები, მხატვარ-რესტავრატორები, ისტორიკოსები, ეთნოლოგები, არქეოლოგები, კულტურის მკვლევარები, გიდები, ტურ-ოპერატორები, მწერლები, მთარგმნელები,  კინო-რეჟისორები, ტურიზმის ექსპერტები, ბიზნესმენები, ჟურნალისტები, ეკოლოგები, გარემოს დამცველები, არქიტექტორები და საკითხით დაინტერესებული საზოგადოება.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი ხელს შეუწყობს თვითმყოფადობის შენარჩუნებას, მნიშვნელოვანი იქნება ტურისტული მიმზიდველობის, რეგიონის ცნობადობისა და ეკონომიკური აღმავლობის კუთხით, რაც კიდევ უფრო საინტერესოდ წარმოაჩენს საქართველოს მსოფლიო ტურისტული საზოგადოების წინაშე.  საინიციატოვო ჯგუფის სახელით ია თაბაგარი - ტურიზმის სპეციალისტი, ეთნოლოგი, კულტურის მკვლევარისაინიციატივო ჯგუფის წევრები:1.      ია თაბაგარი; 2.  ნიკა თუშაბრამიშვილი; 3.      ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი; 4.      ვანო ვაშაყმაძე; 5.      ზვიად კვიციანი; 6.      ვახტანგ ფილფანი; 7.      მარიამ ხაჭვანი; 8.      ბექა დადეშქელიანი; 9.      მადონა ჩამგელიანი; 10.  ლევან წიქარიშვილი; 11.  ცოტნე ჯაფარიძე12.  დათო ტურაშვილი; 13.  სალომე კვარაცხელია; 14.  ნუცა ცქიმანაური; 15.  თვალთა სიჭინავა; 16.  თამარ ნათენაძე; 17.  მარიამ ყიასაშვილი; 18.  ქეთი ღლონტი; 19.  ელენე ბუხაიძე; 20.  ნატა ბახტაძე; 21.  კობა  ჩოფლიანი; 22.  ირაკლი მაჭარაშვილი; 23.  ნინო გუჯარაიძე; 24.  ია ჯაყელი; 25.  თამუნა გოჩიაშვილი; 26.  ნინო ჩაჩხიანი; 27.  თელარა გელანტია; 28.  ბიძინა გუჯაბიძე; 29.  თორნიკე ბაქრაძე; 30.  ნინო ბაგრატიონი; 31.  გიორგი ბაგრატიონი; 32.  ნატა ლომოური; 33.  ნათია მიქელაძე; 34.  ალექსანდრე გიორგიძე; 35.  ანა მარგველაშვილი; 36.  თინა მოსიაშვილი; 37.  ვიკა ფილფანი; 38.  მარიკა ლაფაური-ბურკი39.  დათა ლაფაური; 40.  ნინო ყვავილაშვილი; 41.  გია ლაფაური; 42.  ლამზირა გურჩიანი; 43.  ლევან ქურდიანი; 44.  სოფო ჩანქსელიანი; 45.  ნათია ნაცარაშვილი; 46.  დავით ქურდიანი; 47.  რეზო ხოჯელანი; 48.  დათო გაგოშიძე; 49.  ლევან მარგიანი; 50.  ლუარსაბ ტოგონიძე; 51.  დათო გულბანი; 52.  ირინა კოშორიძე; 53.  თეა გოგუაძე; 54.  ნანა ავალიანი; 55.  ნინო არაბული; 56.  ლევან ღამბაშიძე; 57.  ლიკა ჭკუასელი; 58.  ელენე რაქვიაშვილი; 59.  თინა თუშიშვილი; 60.  დავით გოცაძე; 61.  ქეთი ქანთარია; 62. ნათია კვიციანი; 63.  ნათია ნაკანი; 64.  თედ ჯონასი; 65.  შალვა ჩუგუნაძე 66. ანა ბუთხუზი; 67. თეა ძინძიბაძე  საზოგადოების მიერ ხელმოწერების შეგროვების პარალელურად, აღნიშნული წინადადება განსახილველად და ნომინაციის მოსამზადებლად გაიგზავნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ საააგენტოში,საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს იუნესკოს საქმეთა კომისიაში და  სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებში.