add one
gallery images

დააბრუნეთ STYLISH DUDES!

გლობალიზაციის ეპოქაში ჩვენ უნდა გავიაზროთ კულტურათა გაცვლის მნიშვნელობა და ინტერნეტის როლი ამ საქმეში! Stylish Dudes არის ერთადერთი ქართული არხი Youtube-ზე, რომელიც ორიენტირებულია ქართული კულტურის, კერძოდ მწერლობის, ფერწერის, მეცნიერების, მუსიკისა და ცხოვრების სტილის პოპულარიზაციაზე. მიუხედავად ამისა, არხი უკვე 1 წელი არ განახლებულა, რამაც განაპირობა ჩემი, მზეჭაბუკ ფაცაციას, ანი დათაშვილის, გიორგი კარტოზიასა და ჩვენი სამეზობლოების ღელვა. ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც მოგვცა ბატონმა Shotz-მა და მისმა გუნდმა. სწორედ ამ არხის გაცოცხლება არის ქართული კულტურის აღმავლობის ერთადერთი შესაძლებლობა. ასე ის შეიძენს გლობალურ ხასიათს, განვითარდება ტურიზმი, გაძლიერდება ეკონომიკა, წარსულს ჩაბარდება ეკოლოგიური პრობლემები, ცრუ-ურბანიზაცია, განათლების დაბალი ხარისხი, ბაგების ლტოლვილთა კორპუსების ავარიული მდგომარეობა, ბაუჰაუს შოტი არაყის ფასი და ყალბი დემოკრატიული რეჟიმი.თითოეული ვიდეო დაგვაახლოვებს თამროს ოქროს ეპოქას, სანამ საბოლოოდ არ დააბრუნებს გაბრწყინებულ საქართველოს.ერთად ჩვენ შევძლებთ! ერთად ხელოვნებისთვის, ერთად განვითარებისთვის, ერთად შთამომავლობისთვის! 
gallery images

გამოცხადდეს 28 დეკემბერი მსოფლიოს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად

28 დეკემბერი არის წლის, საუკუნის და ასობით ბავშვის ცხოვრების მთავარი მოვლენა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს იუნესკოს მიერ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებას.
gallery images

მუნიციპალური კინოთეატრი სასტუმროს ნაცვლად

<!--[if gte mso 9]><xml> </xml><![endif]--><!--[if gte mso 9]><xml> Normal 0 false false false EN-US JA X-NONE </xml><![endif]--><!--[if gte mso 9]><xml> </xml><![endif]--><!--[if gte mso 10]> <style> /* Style Definitions */ table.MsoNormalTable {mso-style-name:"Table Normal"; mso-tstyle-rowband-size:0; mso-tstyle-colband-size:0; mso-style-noshow:yes; mso-style-priority:99; mso-style-parent:""; mso-padding-alt:0cm 5.4pt 0cm 5.4pt; mso-para-margin:0cm; mso-para-margin-bottom:.0001pt; mso-pagination:widow-orphan; font-size:12.0pt; font-family:Cambria; mso-ascii-font-family:Cambria; mso-ascii-theme-font:minor-latin; mso-hansi-font-family:Cambria; mso-hansi-theme-font:minor-latin;} </style>
gallery images

გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი

გადადგეს  დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი
gallery images

Lindemann-ი საქართველოში

2015 წელს რამშტაინის მთავარმა ფრონტმენმა, თილ ლინდემანმა შემოგვთავაზა სოლო ალბომი, რომელიც ჩაწერა ცნობილ შვედ მუსკოსათან პიტერ ტეგტრენ-თან ერთად, ალბომი გამოვიდა სახელწოდებით  "Skills In Pills", რომელმაც საკმაოდ დიდი პოპულარობა მოუტანა ავტორებს, ხოლო  რიგით მეორე ალბომის გამოსვლა 2019 წლის დასაწყისში იგეგმება.  პროექტი ცნობილი გახდა მსოფლიო მაშტაბით, განსაკუთრებული დაინეტერესება გამოიწვია  რუსეთში სადაც არაერთხელ გაიმართა ალბომის პრეზენტაცია და უკვე წელს პირველად ვიხილეთ ლაივ პერფორმანსი:  მოსკოვში,  სანკ-პეტერბურგსა და კიევის სცენებზე.ამ პეტიციის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ხმა მივაწვდინოთ  საქართველოში და მის გარეთ მყოფ კომპეტენტურ ორგანოებს.გთხოვთ მონაწილეობა მიიღოთ, როგორც ხმის მიცემაში ხელმოწერის სახით, ასევე პეტიციის გავრცელებაში. Rammstein-ის ქართული ფან გვერდი facebook-ზე: https://www.facebook.com/RammsteinFansGeorgia/
gallery images
gallery images

მოვითხოვთ ბექასა და სალომეს საერთო სურათში მხოლოდ LOVE ემოციებს!

ხალხნო, ერო და ბერო!მოგიწოდებთ გამოფხიზლებისკენ!მოგეხსენებათ ამა წლის 16 სექტემბერს ინტერნეტ სივრცე შეძრა ორი უაღრესად საპატივსაცემო ადამიანის - საზოგადო მოღვაწისა და რეგისტრატორის სალომე მაწკეპლაძისა და ფილანტროპის, რომელიც რაგბსაც მიჰყობს ხელს, ბექა მამუკაშვილის ფოტომ.იმისდა მიუხედავად, რომ ამ ფოტოს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა ფეისბუქ სივრცეში ჩემი თანამოაზრეები თვლიან, რომ ამ ფოტოს მხოლოდ დალაიქება არამიზანმიმართულია და პირდაპირ ამ ორი ჰუმანისტი ადამიანების დისკრედიტირებას ეწევა.მოვთხოვთ ილუმინატ ცუგერბერგს რომ ამ ფოტოზე მხოლოდ სიყვარულისა და ანგარების გამოხატვა შეგვეძლოს.#დაუწერეLOVEბექასდასალოს
gallery images

Imagine Dragons საქართველოში!

მუსიკალურ ჯგუფს "Imagine Dragons" საქართველოში უამრავი მსმენელი და თაყვანისმცემელი ჰყავს. საქართველოს მთავრობას და/ან კულტურის სამინისტროს ვთხოვთ, რომ გაუწიოს ორგანიზება ზემოთხსენებული მუსიკალური ჯგუფის საქართველოში მოწვევას და კონცერტის ჩატარებას.
gallery images

აიკრძალოს "ლეზგინკას" ცეკვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში!

ახალგაზრდებში სისტემატიური ხასიათი მიიღო ე.წ. "ლეზგინკის" ცეკვამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. აღნიშნული ღონისძიებები იმართება ხმის აპარატურის გამოყენებით საკმაოდ დიდი ჯგუფის მიერ, რაც იწვევს სისტემატიურად შემაწუხებელ ხმაურს და მოძრაობის პარალიზებას. გარდა ამისა,უბრალოდ გოიმობაა, ქვეყანა რომელსაც აჭარული ცეკვა გაქვს, იდგე და გაძეგლებული იჭინთებოდე ლეზგინკას მუსიკაზე.გთხოვთ მოაწერეთ ხელი და ერთად აღვგავაოთ ეს ცეკვა პირისაგან მიწისა!
gallery images

დავით აღმაშენებლის ძეგლი

მოვითხოვთ მოხდეს დავით აღმაშენებლის ძეგლის გადმოტანა პირვანდელ ლოკაციაზე და ვარდების მოედნის ნაცვლად ამ მოედანს დაერქვას იბერიის მოედანი.  დავით აღმაშენებლის ძეგლი უნდა იყოს დედაქალაქის ცენტრში, რათა ყოველი მოქალაქისთვის იყოს ხელმისაწვდომი და ადვილი მასთან მისვლა. ეს უნდა იყოს ოჯახებისთვის,ახალგაზრდებისთვის და ტურისტებისთვის სამაგალითოდ საჩვენებელი ადგილი, სადაც მოხდება სასიამოვნო გარემოში დიდებული და წმინდანად შერაცხული მეფის მოგონება ან გაცნობა. ჩვენი კულტურის განოყოფელი ნაწილი და საქართველოს ისტორიული სახელწოდება იბერია იმსახურებს ამ ამპლუით გაცოცხლებას, ამიტომ მოვითხოვთ ვარდების მოედნის ნაცვლად, ეწოდოს იბერიის მოედანი მიმდებარე ტერიტორიას! 
gallery images

მოვითხოვთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობამ თავდაპირველ სტატუსში აღადგინოს დოკუმენტური კინოს მიმართულებით მოღვაწე ავტორ-რეჟისორები

მას  შემდეგ, რაც  2013  წელს აჭარის ტელევიზიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი მიიღო, დოკუმენტური კინო  მის  პრიორიტეტულ მიმართულებად  და შეიძლება თამამად ითქვას, საფირმო  ნიშნად იქცა. თემის მრავალფეროვნება, პროფესიონალთა გუნდის მუშაობა  განაპირობებდა არა მარტო დადებით შეფასებებს კომპეტენტურ ადამიანთა მხრიდან, არამედ საზოგადოების ინტერესსა და მაღალ რეიტინგს.ტელევიზიის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის  2017  წლის  ოქტომბრის გადაწყვეტილებით,   დოკუმენტური ფილმები გავიდა გარეწარმოებაზე, რასაც მოყვა  ავტორ-რეჟისორების სამსახურიდან დათხოვნა. სატენდერო მოთხოვნით,  უნდა  შეიქმნას ერთი ისტორიულ-პოლიტიკური ჟანრის ფილმი (სამ ნაწილიანი)  -   საერთო თემატიკით. მიგვაჩნია, რომ,  დოკუმენტური  კინოს, როგორც  აჭარის ტელევიზიის შიდაპროდუქციის  სეგმენტის  შენარჩუნება,  სასიცოცხლოდ   აუცილებელია;  მისი  განვითარება  უნდა   ხდებოდეს  მაუწყებლის შიდა რესურსების  მოძიებისა და რეალიზების  ხარჯზე. აჭარის მაუწყებელი ფლობს საკმარის ფინანსურ, ტექნიკურ და  შემოქმედებით  რესურსს, რათა გაგრძელდეს ტელეფილმების  შიდაწარმოება და ამგვარად არ დაირღვეს უწყვეტობის პრინციპი, - ამ გზით შეინარჩუნოს  ის  ფართო აუდიტორია, რომელიც წლების განმავლობაში,  თემატურად მრავალფეროვანი,  რეიტინგული პროდუქციის მიწოდების შედეგად ჩამოყალიბდა.  სატენდერო პირობებისგან განსხვავებით, ადგილობრივი  კადრები  უფრო  ახლოს  იცნობენ   აჭარის რეგიონის  კულტურულ-ეკონომიკურ  და  სოციალურ   ცხოვრებას;  დოკუმენტალისტებს   ხელეწიფებათ,  ყოველდღიურ რეჟიმში   ასახონ    მნიშვნელოვანი  მოვლენები,  რეგიონის მასშტაბით   მიმდინარე    საინტერესო დოკუმენტური  რეალიები, იმავდროულად,   უნიკალური  მასალებით,  ფილმებით   შეავსონ  და გაამდიდრონ   არქივის  ფონდი.  ამიტომ  მიგვაჩნია, რომ  სწორედ  ადგილობრივი   კადრები   უნდა  ქმნიდნენ    დოკუმენტურ კინოპროდუქციას.   ამ  სეგმენტის  ამოქმედება  კვლავ და კვლავ   უზრუნველყოფს   აჭარის ტელევიზიის   პროგრამულ პრიორიტეტს - ხელი  შეუწყოს  ქვეყნის  თვითმყოფადობის,  სულიერი ფასეულობებისა  და კულტურული  მრავალფეროვნების   განვითარებას.მოვითხოვთ,   რომ  დოკუმენტური კინოს  მიმართულებით მოღვაწე  კვალიფიციურ  ავტორ-რეჟისორებს:  ოლიკო ჟღენტს,  გია დიასამიძეს და ნერონ აბულაძეს,  რომლებსაც,   2017 წლის დეკემბერში   შეუწყდათ  შრომითი  ხელშეკრულებები, მიეცეთ  საშუალება,  გააგრძელონ  შემოქმედებითი  საქმიანობა  საზოგადოებრივი  მაუწყებლის აჭარის  ტელევიზიაში,   დოკუმენტური კინოს მიმართულებით. 
gallery images

ქორეოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზაცია

 ჩვენი მიზანია, წვლილი შევიტანოთ ქართული ქორეოგრაფიის ხარისხიან და სწრაფ განვითარებაში. „Geodanc.net“ ვებგვერდზე ახალგაზრდა, ენერგიული, უმაღლესი დონის პროფესიონალი მსახიობ-მოცეკვავეები მუშაობენ. ვებგვერდი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის მასალებით. "Georgian Dance News" Geodanc.net  რომ მივაღწიოთ წარმატებას ამისთვის საჭიროა თქვენი თანადგომა და გვერდში ყოფნა დახმარება რომ მეტი პოპულარიზაცია გავუწიოთ დავაფასოთ ყველა ის ხელოვანი ადამიანი რომელიც თავდაუზოგავად შრომობს.ჩვენი ვებსაიტის მეშვეობით კი ნებისმიერ ხელოვან ადამიანს შეუძლია წარმოაჩინოს თავი,შეიძინოს ყველა ის ნივთი თუ აქსესუარი რომელიც ხელოვან ადამიანებს სჭირდებათ მადლობთ,ყურადღებისთვის.... 
gallery images

ევროვიზია 2018

მოვითხოვთ შეიცვალოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ევროვიზია 2018-სთვის ერთპიროვნულად, ყოველგვარი გამოკითხვისა და შესარევი ტურის გარეშე შერჩეული ჯგუფი "ირიაო" და დაინიშნოს კონკურსანტის შესარჩევად შიდა შესარჩევი კონკურსი.
gallery images

ეთანხმებით თუ არა გრიგოლ რობაქიძის ანდერძის აღსრულებას - მისი ნეშტის საქართველოში გადმოსვენებას

გრიგოლ რობაქიძე ყოველდღიურად აღავლენდა ლოცვა-კურთხევას, რათა მისი ძვლები სამშობლოს მიწისთვის მიებარებინათ. მისი ნატვრა-ანდერძი იყო: "როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველწელს მცხეთას, მწიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს ანთებდეს პაწა სალოცავის წინ და ლოცვითახსენებდეს ჩემს სახელს".
gallery images

ქეთი დოლიძის მხარდასაჭერი პეტიცია

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანებით, ამა წლის 17 სექტემბერს უფლებამოსილება შეუწყდება მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო-მსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ქალბატონ ქეთი დოლიძეს. ქალბატონი ქეთი კინო-მსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი გახლავთ და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას ღირსეულად იკავებდა წლების მანძილზე.  აბსურდულად მიგვაჩნია მინისტრის ბრალდება, რომ თითქოს ქეთი დოლიძე ვერ ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში. მიუხედავად ბატონი მინისტრის განცხადებისა, რომ ქალბატონი ქეთის გათავისუფლებას არავითარი ადამიანური დამოკიდებულებები და გრძნობები არ ედო საფუძვლად, ვფიქრობთ, სწორედ ამ უკანასკნელის გამო მოხდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც  მიგვაჩნია უსამართლო გადაწყვეტილებად, რადგან ვფიქრობთ, რომ იგი ღირსეულად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას, რასაც ადასტურებს  ის საზოგადო დამსახურებები და ჯილდოები, რომელიც ქალბატონმა ქეთიმ თავის პროფესიულ გზაზე ღირსეული მოღვაწეობისთვის დაიმსახურა  და  მიიღო. იგი გახლავთ წარმატებული სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი, არის კარგი მენეჯერი , რაზეც მეტყველებს  მისი მოღვაწეობის ბოლო წლები მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო-მსახიობთა თეატრში.მივმართავთ საზოგადოებას, რომ მხარი დაუჭიროს ქეთი დოლიძის თანამდებობაზე აღდგენას .