add one
gallery images

ქართული კინო

ეროვნული ფილმების წარმოებისთვის სახელმწიფოს მიერ წელიწადში გათვალისწინებულია დაახლოებით იმდენიმე თანხა, რამდენიც ერთი მცირებიუჯეტიანი ევროპული სურათის დამზადება ჯდება. არსებული მდგომარეობა ვერ იძლევა დარგის სრულფასოვნად განვითარების საშუალებას.ჩვენ გვინდა, გაიზარდოს ეროვნული კინოს სახელმწიფო ფინანასური მხარდაჭერა.
gallery images

ლაშა მაზანაშვილის ლექსების დაბეჭვდა

მივმართავ თბილისის მერიას - იქნებ გამოყოთ თანხა, რადგან დაიბეჭდოს ჩემი ლექსები. ეს იქნება დიდი ნაბიჯი არა მარტო ჩემთვის არამედ მთელი საქართველოსთვის . წინასწარ დიდი მადლობა ! პატვისცემით ლაშა მაზანაშვილი
gallery images

Slipknot საქართველოში

Slipknot-ი ერთ-ერთი საუკეთესო და ცნობილი ჯგუფია,რომელიც უამრავი წლის მანძილზე ინარჩუნებს საპატიო ადგილს საუკეთესო მეტალ ბენდების სიაში.Slipknot-ის მსმენელთა რაოდენობა საქართველოში ძალიან დიდია,სწორედ ამიტომაც ამ ბენდის ჩამოყვანა გამოიწვევს უამრავ პოზიტიურ ცვლილებას: ეკონომიკაზე პოზიტიური გავლენა(მსმენელთა სიუხვის შესაბამისად),კულტურული განვითარება და საქართველოს მოსახლეთა მუსიკალური თვითშეგნებისა და განათლების დონის ამაღლება,მსოფლიო ბაზარზე სახელის გამყარება,რაც პირდაპირპროპორციულად გამოიწვევს ტურიზმის ზრდას,საბოლოოდ კი უამრავი ფანის ოცნების ასრულებასა და დიდი რაოდენობით სიხარულს.ამ პეტიციის საშუალებით და სრულყოფით იმედია უამრავი ადამიანის სურვილი და ოცნება ახდება.გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა ხმის მიცემასა და პეტიციის გავრცელებაში. 
gallery images

შესრულდეს მრავალწლიანი დაპირება - ქ. ფოთში კინოთეატრის აშენება/მოწყობა.

პეტიცია დაკავშირებული ქ. ფოთში კინოთეატრის მოწყობა/აშენების მოთხოვნასთან.ისტორიულად, პირველი კინოთეატრი ქ. ფოთში აშენდა 1911-1912 წლებში, რომელიც იყო 500 (ხუთასი) ადგილიანი და რომელიც დაიხურა 1997 წელს. მას შემდეგ, 20 (ოცი) წლის მანძილზე, ფოთის ახალგაზრდობასა და მოსახლეობას (დაახლოებით 50 000 ადამიანს) არ აქვს საშუალება შეეხონ და ეზიარონ კინოხელოვნებას კინოთეატრის საშუალებით.გთხოვთ მოაწეროთ ხელი პეტიციას, რათა შევახსენოთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე ქ. ფოთის თვითმმართველ ერთეულს რომ ჩვენ გვჭირდება კინოთეატრი.მოგიწოდებთ შეასრულოთ მრავალწლიანი დაპირება - კინოთეატრის აშენება/მოწყობა. 
gallery images

RAMMSTEIN-ი საქართველოში

Rammstein-ი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ბენდია, ჯგუფმა ადრეულ წლებშივე შეძლო გამხდარიყო ერთ-ერთი საუკეთესო მეტალ ბენდი მსოფლიოში და გაეჩინა მილიონობით მსმენელი.Rammstein-ს საქართველოში უამრავი მსმენელი ჰყავს, ბენდის საქართველოში ჩამოყვანა აასრულებს უამრავი ქართველის და არამარტო ქართველის ოცნებას. ბენდის სტუმრობა ფანების სიუხვიდან გამომდინარე დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, დიდი ნაბიჯი იქნება გადადგმული კულტურის განვითარებაში, ხელს შეუწყობს ტურიზმს და საქართველოს წარმოჩენას მსოფლიოში.ჩვენ ამ პეტიციის საშუალებით შეგვიძლია ოცნება რეალობად ვაქციოთ.გთხოვთ მონაწილეობა მიიღოთ, როგორც ხმის მიცემაში ხელმოწერის სახით, ასევე პეტიციის გავრცელებაში. ერთმანეთის გვერდში დგომით ყველაფერია შესაძლებელი.Rammstein-ის ქართული ფან გვერდი facebook-ზე: https://www.facebook.com/RammsteinFansGeorgia/
gallery images

ვითხოვთ IMAGINE DRAGONS-ის ჩამოყვანას საქართველოში!

მრავალი პოპულარული ჯგუფის თუ მუსიკოსის ჩამოყვანის შემდეგ , კულტურის სამინისტროს ვთხოვთ Black Sea Arena-ზე ჩამოიყვანოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საყვარელი ჯგუფი IMAGINE DRAGONS.
gallery images

დაემატოს ინგლისურენოვანი სეანსები კინოთეატრებში

დღეს 21-ე საუკუნეში ძალიან ბევრ ადამიანს არ გვაქვს საშუალება ფილმები ვნახოთ კინოთეატრში თარგმანის გარეშე, ორიგინალ ენაზე. ფილმების უმეტესობა ან საერთოდ არ გადის ინგლისურ ენაზე ან გადის ძალიან შეზღუდოლი დროით. მოვითხოვთ ინგლისურენოვანი სეანსებისთვის დროის გაზრდას ქართულ კინოთეატრებშე. არაფერი გვაქვს არც რუსული ენის საწინააღმდეგო და არც სხვა ენის მაგრამ არის ძალიან ბევრი ადამიანი ვისაც თარგმანის გარეშე ურჩევნია ფილმის ყურება. გთხოვთ გაითვალისწინოთ მათი ინტერესები.(სურათი https://prnt.sc/ft4b3a)
gallery images

დაუყოვებლივ გადადგეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო და აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო

საქართველოში ანტი ეროვნული, ლიბერასტული მრწამსის გავრცელების ბრალდებით დაუყოვნებლივ გადაგდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო და აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო,
gallery images

ჩამოიყვანეთ ემინემი საქართველოში

ჩვენ გვინდა, რომ ჩამოიყვანოთ ემინემი საქართველოში და ადამიანებს, რომელთაც აქვთ სოციალურად დაუცველის,მრავალშვილიანის ან რაიმე სხვა მსგავსი სტატუსი უფასოდ დაუშვათ კონცერტზე...გმადლობთ წინასწარ...
gallery images

დაუბრუნეთ საგარეჯოს სამხატვრო სკოლა ბავშვებს! აღუდგეს ხელშეკრულება ხატვის მასწავლებელს, ფერეიდნელ ქართველს - ალი ასლანიშვილს

იმის გამო რომ (თანხების დაზოგვის მიზნით) საგარეჯოს სამხატვრო სკოლის მასწავლებელებს  შეუწყვიტეს ხელშეკრულებები, სკოლამ დაასრულა ფუნქციონირება
gallery images

პოლ მაკარტნი თბილისში!!!

ვთხოვთ კულტურის სამინისტროს ჩამოიყვანოს პოლ მაკარტნი თბილისში!
gallery images

ქ-ნი მზია ჯინჭარაძე - ამბროლაურის კულტურის ცეტრის ხელმძღვანელად!

მოგეხსენებათ, რომ  30 დეკემბერს  სცენაზე მოულოდნელად გარდაიცვალა არაჩვეულებრივი ხელოვანი და პიროვნება, რაჭისა და მთელი საქართველოს სიამაყე, დავით(დათუნიკა) სხირტლაძე...ის წლების მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდა ამბროლაურის კულტურის ცენტრს;  სამწუხაროდ, დათუნიკა სხირტლაძე ვერ მოესწრო ნანატრი შვილის დაბადებას;  მოხდა სასწაული და  მისი დაკრძალვიდან ერთი საათით ადრე ქვეყნიერებას მოევლინა დავით-თევდორე სხირტლაძე; ფაქტობრივად, ოჯახი დარჩა  ერთადერთი მარჩენალის გარეშე; დათუნიკას მეუღლეს -  ქ-ნი მზია ჯინჭარაძეს გადაწყვეტილი აქვს, არ  მოშალოს გარდაცვლილი მეუღლის  მშობლიური კერა სოფელ ხიმშში და მათი მემკვიდრეც აღზარდოს იმ გარემოში, სადაც დაიბადა და გაიზარდა დათუნიკა სხირტლაძე; ეს ის სახლ-კარია,რასაც  ელოლიავებოდა ცოლ-ქმარი და დათუნიკას სიცოცხლეშივე იქცა ეთნოგრაფიულ მუზეუმად...გამომდინარე იქედან,  რომ ქ-ნ მზიას არა აქვს სტაბილური შემოსავალი, რაც აუცილებელია მათი არსებობისთვის,  ამბროლაურის მოსახლეობამ, ინტელიგენციამ და დათუნიკას მეგობრებმა მოითხოვეს, დაენიშნათ ქ-ნი მზია ჯინჭრაძე  გარდაცვლილი მეუღლის თანამდებობაზე; ვფიქრობთ, ამბროლაურის გუბერნიის, რაიონის, საკრებულოს, მერიის ხელმძღვანელობა მიიღებს  გონივრულ გადაწყვეტილებას და ყოველგვარი კონკურსის გარეშე, ქ-ნ მზიას,  კულტურის ცენტრის დირექტორად დანიშნავს; მას  აქვს სათანადო ცოდნა-განათლება, გამოცდილება, კავშირები, ღირსეულად გააგრძელოს მეუღლის საქმიანობა და ქვეყანას აღუზარდოს დათუნიკა სხირტლაძის ერთადერთი მემკვიდრე; გთხოვთ,საქართველოს კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურის, მეცნიერების და სხვა პროფესიების ყველა თაობის წარმომადგენლებს,  ხელმოწერით დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა! 
gallery images

მე მხარს ვუჭერ - ქეთევან კიკნაძის ვარსკვლავის გახსნას!

თანამემამულენო!მხარი დავუჭიროთ, ჟურნალისტ, ქეთი სესიაშვილის მოწოდებას, გაიხსნას, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის - ქეთევან კიკნაძის სახელობის ვარსკვლავი!ნუ დაიზარებთ, მოაწერეთ ხელი - პეტიციას:მე მხარს ვუჭერ - ქეთევან კიკნაძის ვარსკვლავის გახსნას!პატივისცემით, ჟურნალისტი იამზე კიკნაძე.
gallery images

შეჩერდეს მაკდონალდსის მშენებლობა ქუთაისის ისტორიულ ცენტრში

როგორც ცნობილია ქუთაისის ისტორიულ ცენტრში დაგეგმილია მაკდონალდსის რესტორნის მშენებლობა. ვინაიდან:1) ქუთაისი არის ანტიკური ქალაქი, საქართველოდან UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილია მხოლოდ მცხეთის, სვანეთის და ქუთაისის კულტურული ობიქტები. ამ ქალაქის სახე და სავიზიტო ბარათი უნდა იყოს ისტორიული მუზეუმი და არა მაკდონალდსი, როგორც რომელიმე რიგით, პროვინციულ, სატრანზიტო ქალაქში;2) დღემდე არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლება არ ასაჯაროებს მშენებლობასთან დაკავშირებულ ინფორმაცაის, რაც აჩენს ეჭვებს ამ პროცესში კორუფციული ინტერესების შესახებ;3) მართლაცდა ანტიკური ქანდაკების შესაფერი მედიდურობით სდუმს ქუთაისის 3-ვე მაჟორიტარი დეპუტატი ამ საკითხთან დაკავშირებით;ამიტომ მოგიწოდებთ ქუთაისელებს თქვენი ხელმოწერით დაგვიჭირეთ მხარი და ერთად მოვითხოვოთ მაკდონალდსის მშენებლობის შეჩერება ქუთაისის ისტორიულ ცენტრში.
gallery images

კინო რომელიც გაანათ(ლ)ებს

საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ხელოვნება - მათ შორის, კინემატოგრაფი.ვფიქრობთ, ვთქვათ თბილისის საზოგადოება იმსახურებს, რომ დედაქალაქში გაჩნდეს ღია, საჯარო კინოდარბაზი, სადაც ახალგაზრდა თაობას ექნება შესაძლებლობა, შეიცნოს და გაიგოს კინო, როგორც სააზროვნო სივრცე და ხელოვნება და არა როგორც ბიზნესი.გთხოვთ ხელმოწერის სახით მხარი დაუჭიროთ პეტიციას და გაავრცელოთ სოციალურ ქსელებში.