add one
gallery images

შეიქმნას

გამარჯობათჩვენ გვაქვს ასეთი მნიშვნელოვანი კულტური დანატოვარი, მე თავს ვალდებულად ვთვლი შევახსენო ყველას რომ შესაბამისად უნდა დავაფასოთ ჩვენი ქართული პოემა "ვეფხისტყაოსანი". ვთხოვ შესაბამის სამსახურს შემქნას ოფიციალური ვებ გვერდი, გაფორმებული ქართულადაც და უცხოელებისთვისაც მის შესახებ შესაბამისად. არ მესმის აქამდე რატომ არ შემქნეს ასეთი გვერდი. როდესაც შედიხართ ინტერნეტში და გსურთ სხვა ქვეყნის უდიდეს პოემას გაეცნოთ, ადვილად პოულობთ მის გვერდს ყველანაირი აღწერილობით კარგად გაკეთებულს. ნუთუ არ შეიძლებოდა ასეთი მცირე ძალისხმევის გამოჩენა ვეფხისტყაოსნისთვის ? 
gallery images
gallery images

დაიდგას ქ. თბილისში რევაზ ლაღიძის ძეგლი

ამ ბოლო დროს ქ. თბილისში გახშირდა ცნობილი ადამიანების საპატივცემულოდ ძეგლების დადგმა, რაც ძალიან მისასალმებელია, მაგრამ სამწუხაროდ ცნობილი კომპოზიტორის, თბილისის ჰიმნის ავტორის ძეგლის დადგმა დღემდე "ვერ" მოხერხდა..მოვითხოვოთ ქ. თბილისში, ამ დიდი ადამიანის და მოქალაქის, კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ძეგლის დადგმა მისთვის შესაფერის ადგილზე! 
gallery images

თელავში დაიდგას კახეთის მეფის ავგიორგის (გიორგი II) ძეგლი

ჩვენ, ხელის მომწერნი, მოვითხოვთ კახეთის მეფის ავგიორგის ძეგლის დადგმას. ავგიორგი ანუ გიორგი II კახეთის მეფე 1511-1513 წლებში იყო. ის ერთ-ერთი გამორჩეული, კოლორიტული და ტრაგიკული ფიგურაა გვიანი შუა საუკუნეების ისტორიაში. საქართველოში ბევრი მეფე ყოფილა, რომელთაც ზედმეტი სახელები ჰქონიათ, მაგრამ ერთადერთი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ზედმეტი სახელი უარყოფითი სახის არის და მეფემ გაუგონარი სისასტიკისათვის მიიღო. ავგიორგის პიროვნება შესანიშნავად გამოხატავს სამეფო-სამთავროებად დაშლილი საქართველოს ისტორიას და სიმბოლოა ოთხ საუკუნოვანი ქაოსისა. ვფიქრობთ, მისი სიმბოლური ძეგლი აუცილებლად უნდა იდგეს კახეთში, თელავში.
gallery images

მე მხარს ვუჭერ გენერალ მაზნიაშვილის ბიუსტის შეცვლას, ეს ერის შეურაცყოფააა

ჩვენ მხარს ვუჭერთ გენერალ მაზნიაშვილის ბიუსტის შეცვლას და მოვითხოვთ რომ ღირსეული პატივი მიეგოს მის ღვაწლს სამშობლოს წინაშე.. ის გახლდათ თანამედროვეობის გამორჩეული ქართველი გენერალი რომელმაც უარი თქვა რუსულ ჩინ მედლებზე და ბოლომდე ქართველ გენერლად დარჩა 
gallery images

აღადგინეთ სვეტიცხოვლის დახვრეტილი კედლები!

მიმართვა საქართველოს საპატრიარქოს და საქართველოს კულტურისა და ძგლთა დაცვის სამინისტროს:უმორჩილესად გთხოვთ, ყურად იღოთ თხოვნა, ჩამოხსნათ სვეტიცხოვლის გალავნის კედლებიდან გამათბობლები. მოიფიქრეთ შენობის გათბობის სხვა მეთოდი, რომელიც ნამდვილად არსებობს.უმორჩილესად გთხოვთ, აღადგინეთ სვეტიცხოვლის დახვრეტილი კედლები!
gallery images

twenty one pilot-ის live თბილისში

ეს არის ამერიკული ჯგუფი რომელსაც ძალიან ბევრი ფანი ყავს საქართველოში და ძალიან ბევრს სურს მათ live-ზე წასვლა მაგრამ ხელმოკლეობის გამო ბევრი ვერ მიდის მათ შორის მეც ამიტომაც გთხოვთ რომ ჩამოიყვანოთ twenty one pilot-სი
gallery images

კინოთეატრი რუსთავში!

რუსთავში უკვე დიდი ხანია არ ფუნქციონირებს, რუსთავში ძალიან ბევრს უნდა ხელახლა აღდგენა, ამიტომ გთხოვთ რომ გაიხსნანს რუსთავში კინოთეატრი.ცოტა სიცოცხლე შესძინეთ ქალაქს.მადლობა
gallery images

თბილისში დაიდგას "საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა მემორიალი"

საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ 25 წელი გავიდა, თუმცა საქართველოში ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გაცნობიერებული საბჭოთა ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანი და რუსეთის იმპერიისაგან მომავალი საფრთხე. იმის გამო, რომ სახელმწიფოში უკეთესად ვაცნობიერებდეთ საბჭოთა კავშირის რეჟიმის მომაკვდინებელ შედეგებს და პატივს ვაგებდეთ ამ შემზარავი მანქანის მსხვერპლთა სახელებს, ვითხოვთ თბილისში "საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა მემორიალი"-ს დადგმას
gallery images

David Gilmour საქართველოში

დევიდ გილმორი არის ყოფილი პინკ ფლოიდის წევრი. მას ყავს მილიონობით ფანი უცხოეთში და საქართველოში მისი ჩამოყვანით ქვეყანა გახდება უფრო ცნობილი და ასევე განავითარეს ტურიზმს
gallery images

ჩვენ გვჭირდება გადაცემა

კულტურულ ცხოვრებაში არსებული პოზიტიური და პრობლემური მხარეები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის სპეციფიკა, მისი არსებობისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობები, კულტურისა და საზოგადოების ურთიერთმიმართების საკითხები - ასეთი იყო 2013 წლიდან გადაცემა  "არტეოგრამას" მთავარი  მიმართულება. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე უკვე მე-4 წელია "არტეოგრამას" მეშვეობით პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს დისკუსია ქართულ ხელოვნებაში მიმდინარე აქტუალური პრობლემების ირგვლივ, მოწვეულ სტუმართა შორის არიან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართული ხელოვნების წარმომადგენლები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადაცემის  ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდა ხელოვანთა მხარდაჭერაა.მივმართავთ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს - არ დახუროთ   ,,არტეოგრამა“, რომელიც დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეთერო სივრცეა ქართულ მედიაგარემოში და ქართველ ხელოვანებს შემოქმედებითი პრობლემების შესახებ ღია საუბრის საშუალებას აძლევს<!--[if gte mso 9]><xml> </xml><![endif]--><!--[if gte mso 9]><xml> Normal 0 false false false RU JA X-NONE </xml><![endif]--><!--[if gte mso 9]><xml> </xml><![endif]--><!--[if gte mso 10]> <style> /* Style Definitions */ table.MsoNormalTable {mso-style-name:"Table Normal"; mso-tstyle-rowband-size:0; mso-tstyle-colband-size:0; mso-style-noshow:yes; mso-style-priority:99; mso-style-parent:""; mso-padding-alt:0cm 5.4pt 0cm 5.4pt; mso-para-margin-top:0cm; mso-para-margin-right:0cm; mso-para-margin-bottom:10.0pt; mso-para-margin-left:0cm; line-height:115%; mso-pagination:widow-orphan; font-size:11.0pt; font-family:Calibri; mso-ascii-font-family:Calibri; mso-ascii-theme-font:minor-latin; mso-hansi-font-family:Calibri; mso-hansi-theme-font:minor-latin; mso-ansi-language:RU;} </style>
gallery images

Coldplay საქართველოში

გთხოვთ, 2017 წლის ზაფხულში საქართველოში ჩამოიყვანოთ ქოლდფლეი. იმედი მაქვს, ამ თხოვნას შეასრულებთ ) 
gallery images

ბონ ჯოვი თბილისში

ჩამოიყვანეთ ბონ ჯოვი თბილისში.
gallery images

იკანოს არარეკლამის საუნდტრეკი

მოვითხოვთ დაიდოს იკანოს არარეკლამაში გამოყენებული სიმღერა 
gallery images

დააბრუნეთ კინოს სახლი.

კინოს სახლი(ძმები კაკაბაძეების 2 ) ერთი წელზე მეტია რაც აღარ ფუნქციონირებს. ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო იგი დაიხურა.ბოლოს რაც გვითხრეს ეს იყო " (<!--StartFragment-->სეანსების განახლებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. მიმდინარეობს დარბაზის რეკონსტრუქცია. სიახლეებს შეგატყობინებთ. დიდი მადლობა ერთგულებისთვის და ასეთი დიდი ინტერესის გამოხატვისთვის! დროებით.<!--EndFragment-->)" კინოს სახლმა ნამდვილი კინო გამიჟღენთა  ტვინში. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და საუკეთესო მეგობარიც მანდ გავიცანი. ძალიან კარგი იქნება, ნამდვილი კინო თუ დაგვიბრუნდება , ყოველ დღე 7 საათზე , სიმბოლურ ფასად,ერთ ლარად . თორე ამოვიდა ყელში დედპულები და იქს და იგრეკ ადამიანები. კვირეულები გვწყურია ხალხს.ჰიჩკოკები და კაურისმაკები. ბელა ტარები და ანდრეის ჯიჯღინები. ვინმემ რამე ქენით. ბოლო-ბოლო ანდრეის მაგივრად მე ჩავრთავ ფილმებს უხელფასოდ )