gallery images

მეგრული და სვანური ენების ნებაყოფლობითი სწავლება საქართველოს სკოლებში

მე ვარ გიორგი კვარაცხელია ბლოგერი. Youtube არხის Kvara-ს წამყვანი. ჩემი გადაცემის სტუმრებთან ერთად ვეხები ისეთ თემებს როგორიცაა კინო, ფული, გართობა, სექსი, მარიხუანას ლეგალიზება, ბორდელის ოფიციალურად გახსნა, განათლების დონე, სექსუალური უმცირესობები, პოლიტიკა, საბრძოლო ხელოვნება და ა.შ. ის რაც  საინტერესო და სახასალისო. აგრეთვე ჩემი გადაცემის ერთ-ერთი თემაა ქვეყანაში ორი ენის მეგრულისა და სვანური ენების პოპულარიზაცია, გადაშენების ეპირას მყოფ ენების, რომელიც ჩვენი საგანძურია და უნდა დავიცვათ ჩვენი ენები ქართულთან ერთად ქმნიან იმ სულს რომელმაც ათასწლეულებს გაუძლო და მომავალშიც მუდამ უნდა იარსებოს
gallery images
gallery images

სოციალურ სამუშაოში დაინერგოს ხარისხიანი სერვისები, რომელიც უზრუნველყოფს, პოსტ-მშობიარობის დეპრესიაში მყოფი ქალების მხარდაჭერას, ინფორმირებულობასა და მათ გაძლიერებას

პოსტ-მშობიარობის შემდგომ, ქალებს ემართებათ დეპრესია, რაც იწვევს მათი სასიცოცხლო ენერგების დასუსტებას. დეპრესიის გამო, ქალებს უყალიბდებათ არაჯანსაღი დამოკიდებულება როგორც საკუთარი თავის, ასევე, ბვშვებისა და ოჯახის წევრების მიმართ. სამწუხაროდ, აღნიშნულ თემაზე, საზოგადოებაში ცნობიერების დონე საკმაოდ დაბალია, რის გამოც, ეს საკითხი ყურადღების მიღმა რჩება. რეალურად, პრობლემა გაცილებით კომპლექსურია, რადგან პირდაპირ კავშირშია ბავშის კეთილდღეობასთან. პეტიციის მიზანია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წარვადგინოთ ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს, სოციალური მუშაკების ინტერვენციას, აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში დაყენებას და ამასთანავე, ისეთი სერვისების დანერგვასა და განხორციელებას, რომელიც იქნება ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ბენეფიციართათვის. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ამ პროცესების დაძვრა, ხელს შეუწყობს, ჯანმრთელობის სფეროში სოციალური მუშაკების ჩართვასა და გააქტიურებას, რაც მეტად მნიშვნელოვანია საკითხია.
gallery images

2021 წლის ისტორიის გამოცდებში უსამართლობის აღმოფხვრა

მოგესალმებით. ქვეყანა დგას განათლებულ და ინტელიგენტ ადამიანებზე, უკეთესი მომავლის იმედი მაშინ ესახება საზოგადოებას, როდესაც ხედავს როგორ უწვდის დახმარების ხელს სახელმწიფო ახალგაზრდებს. განათლება- გზა თავისუფლებისკენ. როგორ მოვახდინოთ თვითრეალიზაცია და ცოდნის გაღრმავება, როდესაც უსამართლოდ იჩაგრებიან აბიტურიენტები? რა პრინციპით ირჩევა ჯგუფი რომელს გაუმარტივდება ეროვნული გამოცდების ჩაბარება, და რომელს დაუტვირთავენ არაპროგრამული საკითხებით ტესტს? სტატისტიკური შეჯამებით, ვერც კი შეედრება წლევანდელი გამოცდების სირთულე შარშანდელს. არის თუ არა ეს უსამართლობა? გიპასუხებთ აქვე- არის. არ გამოვარჩევთ ვარიანტების მიხედვით სირთულეს, ვერთიანდებით ყველა რათა მივაწვდინოთ ხმა გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და განათლების სამინისტროს. მოვითხოვთ, ნაკლები სიმკაცრით შესწორდეს ტესტები და ამავდროულად, თითოეულ აპლიკანტს მოემატოს თითო-თითო ქულა მაინც, (რომელიმე ვარიანტის რთულად გამოცხადების მიუხედავად) რადგან ორაზროვან კითხვებთან და გაუგებარ მოთხოვნებთან გამკლავება შეძლეს. NAEC-ის რეალური მიზანი იკვეთება ამ მოქმედებებში, მათ სურთ ნაკლები განათლებული და მონდომებული ადამიანი საქართველოში. ქვეყნის მომავალი თქვენს ხელში კი არა, ჩვენს- ახალგაზრდობის ხელშია. უსამართლობას წინ აღვუდგებით.  იმედი გვაქვს გაითვალისწინებთ გლობალური პანდემიით გამოწვეულ შეფერხებებსა და პროგრამულ გარღვევებს, 6 თვის განმავლობაში არასრულფასოვანი ტრანსპორტირების შედეგად, აბიტურიენტები ვერ მოემზადნენ სიღრმისეულად, - სკოლა კი არ გვაძლევს საფუძველს ამ გამოცდების ჩაბარებისა. განათლების სისტემა უდავოდ საჭიროებს რადიკალურ ცვლილებებს, თუმცა მანამდე, ჩამოიხსენით ვარდისფერი სათვალეები და მიხვდით, რომ ყველა ოჯახს არ აქვს ფინანსური უზრუნველყოფა მოამზადონ ბავშვები ცალკეულ რეპეტიტორებთან. შესაბამისად, არათანასწორი გარემო იქმნება.  გმადლობთ, თქვენი გათვითცნობიერების იმედი გვაქვს. ნუ მოგვიკლავთ სწავლის წყურვილს და ამბიციებს.  
gallery images

ვითხოვთ საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტერინარიის შესახებ

კომპანიონ ცხოველთა მეპატრონეები, რომლებიც მათ ოჯახის წევრებისგან ვერ განვარჩევთ, ხშირად ვეჯახებით მეტად არასასურველ და ტრაგიკულ სიტუაციას მათი არასრულყოფილი ვეტერინარული მომსახურების გამო. გარდა ვეტერინარების კომპეტენციის ნაკლებობისა იკვეთება სისტემური პრობლემები, რის შედეგადაც კომპანიონი ცხოველების მეპატრონეები თავს დაუცველად გრძნობენ ხოლო ვეტერინარები დაუსჯელობის გრძნობის გამო რიგ შემთხვევებში დაუდევრად და უპასუხისმგებლოდ ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას. სწორედ ამ სისტემურ პრობლემებზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება:1. არ არსებობს ვეტერინარის საქმიანობის კონტროლზე უფლებამოსილი უწყება; სურსათის უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული კლინიკების კონტროლის დეპარტამენტს მხოლოდ ვეტ კლინიკების სანჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება შეუძლია და არ აქვს უფლება შეამოწმოს სამედიცინო ჩანაწერები, ოქმები და ვიდეო ჩანაწერები.2. არ არსებობს ქვეყნის მასშტაბით მიღებული საერთო სავალდებულო პროტოკოლები, მათ შორის ანესთეზიის პროტოკოლი, რომლითაც იხელმძღვანელებდა როგორც ვეტერინარი ისე სასამართლო, ცხოველის და მეპატრონის დაზიანების შემთხვევაში. ამის შედეგად ხდება მრავალი დარღვევა, მათ შორის სანარკოზე ძილში ცხოველების სახლში გაწერა.3. არაა განსაზღვრული, თუ რომელი ოპერაციის ჩატარება შეიძლება არასადღეღამისო კლინიკაში და კლინიკები ატარებენ ურთულეს ოპერაციებს: ონკოლოგიურ ამპუტაციას, თირკმლის ოპერაციას, გულზე ოპერაციას იმ პირობებში, როცა არ შეუძლიათ პოსტოპერაციული დაკვირვების წარმოება, რადგან არ გააჩნიათ სტაციონარი. ასეთ შემთხვევებში ხდება პაციენტების სახლში არაამბულატორიულ პირობებში გაწერა, რის შედეგადაც რიგ შემთხვევებში დგება სიკვდილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა ადგება ადამიანებს. მკაცრად უნდა განისაზღვროს იმ ქირურგიულ ოპერაციათა ჩამონათვალი, რომლის ჩატარების უფლება შეიძლება გააჩნდეთ სტაციონარის არმქონე კლინიკებს. ამ ჩამონათვალს უნდა ჰქონდეს სავალდებულო კანონის სახე და მისი დარღვევისთვის უნდა ისჯებოდეს კლინიკა.4. ქუჩის ცხოველების პოპულაციის მართვის მიზნით ჩატარებული ოპერაციებიდან პაციენტების გაწერა რიგ შემთხვევებში ხდება სანარკოზე ძილში. რაც ქვეყნის მასშტაბით ანესთეზიის საერთო- სავალდებულო პროტოკოლის არარსებობის შედეგია.5. კლინიკაში ცხოველებს უტარდებათ მანიპულაციები და ადმინისტრირდება მედიკამენტები, რის დასახელებებს და დანიშნულებას არ აცნობენ პატრონს.6. ხშირად მკურნალობა მიმდინარეობს დიაგნოზის დასმის აუცილებელი პროცედურების გვერდის ავლით, რაც ასევე საერთო-სავალდებულო პროტოკოლების არარსებობის შედეგია.7. არ არსებობს ქვეყნის მასშტაბით საერთო-სავალდებულო პროტოკოლი ცხოველის ევთანაზიის გადაწყვეტილების მიღების და გახორციელების შესაზებ, რაც ხშირად ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიზეზი ხდება ცხოველის მოკვდინების სასარგებლოდ.8. არ არსებობს ვეტერინარებისა და ვეტ კლინიკებისთვის ლიცენზიის შეჩერების მექანიზმი.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148 ე მუხლის მიხედვით ცხოველი განიხილება ნივთად, რის გამოც ვეტერინარიის საგანი ანუ ცხოველის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ცხადდება არარსებულ ცნებად. და ვეტერინარის შეცდომის მსხვერპლი ცხადდება ნივთად.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148-ე მუხლი წინააღმდეგობაშია საქართველოს სისხლის სამართლის 259-ე მუხლთან, რომელიც ცხოველის წამებას სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილავს. შეუძლებელია ნივთი აწამო. ასევე შეუძლებელია ნივთი მოკლა.10. არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვავდა კომპანიონი ცხოველის ცნებას და მის ფუნდამენტალურ უფლებას სიცოცხლეზე და ტანჯვის გარეშე სიცოცხლეზე და სრულყოფილ ვეტერინარულ მომსახურებაზე.11. არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც დაიცავდა კომპანიონი ცხოველის მეპატრონის უფლებებს. ამიტომ კომპანიონი ცხოველის პატრონები მხოლოდ ნივთის მესაკუთრეებად განიხილებიან და მატერიალური ზარალის გარდა სხვა სახის ზიანი კანონს მზედველობიდან ეპარება.ვითხოვთ ვეტერინარიის დარგში განვითარებული ქვეყნების (აშშ, ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფოები, რუსეთის ფედერაცია და მრავალი სხვა) მსგავსი საკანონმდებლო გარემოს შექმნას. ვეტერინარიის დარგის კანონით რეგულირების ეფექტურობის ასამაღლებლად დაევალოს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები:1. განისაზღვროს უწყება, რომელსაც ექნება უფლებამოსილება განახორციელოს ვეტერინარული საქმიანობის კონტროლი ( ოპერაციების ოქმების, დანიშნულებების, ევთანაზიის გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი პროცედურების ჩანაწერების, ვიდეო კამერების ჩანაწერების ამოღება და განხილვა).2. განისაზღვროს უწყება, რომელსაც შეეძლება ვეტერინარებისა და ვეტ კლინიკებისთვის ლიცენზიის მინიჭება ან შეჩერება/ჩამორთმევა. ასევე განისაზღვროს ლიცენზიების მინიჭების და შეჩერება/ჩამორთმევის კრიტერიუმები და წესები.3. შეიქმნას და მიღებულ იქნას საერთო სავალდებულო პროტოკოლები ანესთეზიის, ქირურგიული ოპერაციების, ინფექციური და სხვა სახის დაავადებების მკურნალობის, რომელთა შეუსრულებლობაც კვალიფიცირებული იქნება კანონდარღვევად.4. განისაზღვროს იმ ქირურგიულ ოპერაციათა ნუსხა, რომელთა ჩატარება მხოლოდ სადღეღამისო კლინიკებში იქნება შესაძლებელი, რათა უზრუნველყოფილი იქნას ნაოპერაციებ პაციენტზე სამედიცინო მხარდაჭერის განხორციელება, რაც დაიცავს როგორც ცხოველს ასევე მის მეპატრონეს გარდაუვალი ფსიქოლოგიური ტანჯვისა და სხვა ტრავმებისგან ცხოველის მდგომარეობის დამძიმების ან სიკვდილის შემთხვევაში. ის კლინიკები, რომლებიც ჩაატარებენ მაღალი რისკის შემცველ ოპერაციებს პოსტოპერაციულ პერიოდზე აუცილებელი დაკვირვების ჩატარების შესაძლებლობის არ ქონის პირობებში, რის გამოც არ უზრუნველყოფენ სამედიცინო ზედამხედველობას, უნდა დაისაჯონ ლიცენზიის ჩამორთმევით.5. კანონით განისაზღვროს კომპანიონი ცხოველის ცნება და მიღებულ იქნას კომპანიონ ცხოველთა დამცელი კანონმდებლობა, რაც დაიცავს მათ უფლებას სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და ხარისხიან ვეტერინარულ მომსახურებაზე.6. შესაბამისობაში მოვიდეს სისხლის სამართლის 259-ე მუხლი და სამოქალაქო კოდექსის 148-ე მუხლი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148ე მუხლიდან ამოღებული იქნას ცხოველის, როგორც ნივთის, განსაზღვრება. შედეგად, ვეტერინარიის საგანი ანუ ცხოველის სიცოცხლე და ჯანმრთელობა კანონისთვის ხელშესახებ მოვლენად იქცევა და ვეტერინარები ცოცხალ არსებებს უმკურნალებენ და არა ნივთებს.
gallery images

არმატურის ავტოფარეხების დემონტაჟი

კორპუსების წინ არმატურისგან აშენებული , დაჟანგული ავტოფარეხების გამო ბევრ უბანში ან სკვერია დაპატარავებული ან კორპუსის მცხოვრებლები მანქანებს ვერ აჩერებს უბანში.  გახდეს სავალდებულო ნაგვის ბუდედ ქცეული "გარაჟების" დემონტაჟი