add one
gallery images

გადაარჩინე მიშა - ოჯახის სახელით

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა, რომელიც პროფესიონალი ექიმების მიერ არის დაკომპლექტებული გამოაქვეყნა დასკვნა სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას რათა მოხდეს მისი სიცოცხლის გადარჩენა. იმის გათვალისწინებით, რომ როგორც პენიტენციურ სამსახურში ასევე საქართველოში შეუძლებელია პაციენტის მკურნალობა ოჯახი ვითხოვთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი დაუყონებლივ გადაყვანას საზღვარგარეთ შესაბამის კლინიკაში. ჩვენი, როგორც ოჯახის უპირველესი მიზანია გადავარჩინოთ მიშა და სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, რომელსაც წარვუდგენთ საქართველოს პრეზიდენტს.
gallery images

აშშ-მ საქართველოს ეროვნული ელჩით შეცვალოს საკუთარი ელჩი კელი დეგნანი, რომელიც ოლიგარქ ივანიშვილის ადვოკატია.

აშშ-ს ელჩი საქართველოში არ გამოხატავს ქართველი ხალხის და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, იგი უფრო არის პუტინის მარჯვენა ხელის ოლიგარქ ბორენკა ივანიშვილის/ოჯახის პირადი ადვოკატი და ლობისტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, რომლის მეშვეობითაც ივანიშვილი საქართველოში ინარჩუნებს ჩრდილოვან მმართველობას პუტინის სასარგებლოდ და სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება პუტინის რეჟიმს, ამიტომ დროულად მოხდეს მისი შეცვლა ახალი ელჩით, რომელიც იქნება ქართულ-ამერიკული ინტერესების უპირობოდ დამცველი და არ ითანამშრომლებს რუსეთის ემისარ ივანიშვილთან.
gallery images

ჩაიკეტოს სივრცე რუსული თვითმფრინავებისა და გემებისათვის - საქართველოს მოქალაქეების მიმართვა საქართველოს მთავრობას.

მოგესალმებით, როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსული არმია ანადგურებს ქალაქებს, სოფლებს და ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას. სამხედრო მოქმედებების შედეგად უკრაინაში დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის ორასამდე ბავშვი, საკუთარი სახლი იძულებით დატოვა 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა. დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო უკრაინის გვერდით დგას. უკრაინაში მიმდინარე ომი არის თავისუფლების ბრძოლა ტირანიასთან, ერის ბრძოლა დამპყრობელთან. თავისუფლების მოყვარე ყველა ხალხის მოვალეობაა გვერდში დაუდგეს უკრაინელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო ბევრი რამით ეხმარება უკრაინას. ჩვენ შევუერთდით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ მრავალ გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ; ქართული საპარლამენტო დელეგაცია ახლახანს იმყოფებოდა უკრაინაში მხარდაჭერის გამოსახატავად, საქართველოდამ გაიგზავნა დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული ტვირთი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასეულობით ქართველი საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს უკრაინას და უკრაინელთა მხარდამხარ იბრძვის ამ უთანასწორო ბრძოლაში. რუსეთის იმპერიის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ საერთაშოროსო საზოგადოების კონსოლიდაციით. დღეს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა დგას არჩევანის წინაშე აირჩიოს თავისუფლებასა და კეთილდღეობას ან რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას შორის. თანამედროვე მსოფლიო ირჩევს თავისუფლებას. რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების წრე თანდათანობით ფართოვდება. მათ შორის ერთ ერთია რუსული გემებისა და თვითმფრინავებისთვის საზღვაო და საჰაერო სივრცის ჩაკეტვა. ქართველ ხალხს თავისი მცირერიცხოვნების მიუხედავად არასდროს ქონია შიში იმპერიების მიმართ. ჯერ კიდევ იმ ეპოქაში როდესაც არ არსებობდა ინტერნეტი, გაერო, ნატო ან საერთაშორისო თანამეგობრობა ქართველი ხალხი მარტო უმკლავდებოდა მსოფლიოს უდიდესი იმპერიებს და მან შეინარჩუნა თავისი ეროვნული ღირსება. უკრაინის ომი არის ჩვენი ომი. ჩვენ კარგად გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი თავისი გამანადგურებელი შედეგებით, ჩვენ კარგად გვახსოვს აფხაზეთი. საქართველო ვალდებულია უკრაინას დაეხმაროს ყველა შესაძლო საშუალებებით მათ შორის ისეთი ლეგიტიმური საშუალებებით რომელთა გამოყენების უფლება აქვს ყველა სუვერენულ ქვეყანას. აღნიშნულიდან გამომდინარე მივმართავთ საქართველოს მთავრობას გადადგას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველოს საზღვაო-საჰაერო სივრცე ჩაუკეტოს რუსულ გემებს და თვითმფრინავებს.
gallery images

ფაშიზმზე გამარჯვება აღვნიშნოთ 8 მაისს ევროპასთან ერთად

    ფაშიზმზე გამარჯვება დასავლეთის ქვეყნების  უმეტეს ნაწილში 8 მაისს აღინიშნება (ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და ა.შ.). ქვეყანათა დანარჩენი ნაწილი კი ამ დღეს 9 მაისს აღნიშნავს (რუსეთი, მონღოლეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ბელორუსი და ა.შ.). რადგან რუსეთი ისტორიას და თარიღებს იყენებს „რუსული მსოფლიოს“ მობილიზების იდეოლოგიურ ინსტრუმენტად, მნიშვნელოვანია მკაცრად განვსაზღვროთ ამ საკითხთან დაკავშირებით რა პოზიციაზეა საქართველო, რომელ ცივილიზაციას მივაკუთვნებთ თავს. ვინაიდან საქართველომ უკვე გააკეთა მტკიცე არჩევანი იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვების დღის აღნიშვნა მოხდეს ევროპის ქვეყნებთან ერთად 8 მაისს. პარტიის მიერ ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად შემუშავებული პროექტით არათუ არ უარვყოფთ, არამედ პირიქით ხაზს ვუსვამთ ქართველი ხალხის ფაშიზმზე გამარჯვებაში შეტანილ წვლილს. ასევე აღვნიშნავთ, რომ ომის მონაწილეები წლების მანძილზე გამარჯვებას ზეიმობდნენ საბჭოთა იმპერიის მიერ თავს მოხვეულ 9 მაისის. უფრო მეტიც, ამ ინიციატივის მიზანია ქართველი ვეტერანებისა და ქართული სახელმწიფოს როლის გამოკვეთა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა ის არ ჩაიკარგოს და არ გახდეს ე.წ. უკვდავი პოლკის რუსული ნაციონალისტური იდეის ნაწილი, რომლის პროპაგანდირებასაც დღემდე დაჟინებით ცდილობს პუტინის რუსეთი. ამ ინიციატივით ჩვენ უარს ვამბობთ საბჭოთა წარსულზე და არა იმ დამსახურებაზე, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა შეიტანეს ფაშიზმზე გამარჯვებაში. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტის დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმით. აქედან გამომდინარე, ჩვენი სახელმწიფო არა 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ შექმნილი საბჭოთა საქართველოს, არამედ საქართველოს პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური და იდეოლოგიური მემკვიდრეა.   აღნიშნული ინიციატივით გვინდა კიდევ ერთხელ ვუთხრათ არა,  რუსულ გავლენებს საქართველოში და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ. გთხოვთ მოაწეროთ ხელი პეტიციას, რათა გამარჯვების დღე საქართველომ აღნიშნოს ევროპული ოჯახის წევრ სხვა სახელმწიფოებთან ერთად 8 მაისს.   8 მაისი   აშშ დიდი ბრიტანეთი საფრანგეთი ლიეტუვა ლატვია ესტონეთი კანადა ჩეხეთი სლოვაკეთი     9 მაისი   რუსეთი ბელორუსია მონღოლეთი ტაჯიკეთი ყაზახეთი ყირგიზეთი აზერბაიჯანი სომხეთი მოლდოვა
gallery images

შეაჩერეთ სამეცნიერო, კულტურული და სპორტული ურთიეთობები რუსეთის ფედერაციასთან

 March 30, 2022 საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობასთემა: შეაჩერეთ სამეცნიერო, კულტურული და სპორტული ურთიეთობები რუსეთის ფედერაციასთან.  უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ დაუნდობელი ომით გამოწვეული ტრაგედია დღეს მთელი ცივილიზებული სამყაროს ტკივილია. იბომბება სკოლები, საავადმყოფოები, სამშობიარო თუ საცხოვრებელი სახლები და ატომური სადგურები. იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები. დღეს უკრაინას სჭირდება და ის იმსახურებს ჩვენს სოლიდარობას. აუცილებელია რუსეთზე ზეწოლა ყველა საშუალებით. ამ პროცესში ჩართულია მთელი ცივილიზებული სამყარო. უკვე გადაიდგა მრავალი ნაბიჯი, მათ შორის მეცნიერული თანამშრომლობის შეჩერება რუსეთთან. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია CERN-ის (ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრი, ჟენევა, შვეიცარია) მიერ საერთაშორისო ურთიერთობის, კოოპერაციისა და სხვა შეთანხმებების შეჩერება ОИЯИ-სთან (ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი, დუბნა, რუსეთი), რეზოლუცია #3638 https://council.web.cern.ch/en/content/resolutions ჩვენ შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის შენელებული რეაგირებით რუსეთის აგრესიის მიმართ. მოგიწოდებთ შეაჩეროთ ყველა სამთავრობო დონის სამეცნიერო, კულტურული და სპორტული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან.  To: The Prime Minister and the Government of GeorgiaSubject: Suspend the scientific, arts and sports cooperation with the Russian Federation. Today, the tragedy in Ukraine, caused by the brutal attack of the Russian Federation, is the greatest pain for the entire civilized world. Schools, hospitals, maternity houses, residential areas, and nuclear facilities are under fire. Children, women, the elderly are slaughtered. Ukraine needs and deserves our solidarity. It is necessary to pressure Russia by all means. The entire civilized world is involved in this process. Many steps have been already taken, such as termination or suspension of research collaborations. One striking example is suspension of the International Cooperation Agreements and the related Protocols and Addenda as well as any other agreements with the Joint Institute for Nuclear Research in Russia (JINR, Dubna, Moscow region) by CERN, European Organization for Nuclear Research, resolution #3638  https://council.web.cern.ch/en/content/resolutions We are concerned about the Georgian Government's slow reaction to Russian aggression, and we urge you to suspend all state level cooperation in science, arts, and sports with the Russian Federation.    
gallery images

რიჟვაძემ ეთამაშოს ფეხბურთი თამარ კურატიშვილს

25 მარტს ბათუმის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის "დინამოს" საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თორნიკე რიჟვაძე არ იმსახურებს ამ წოდებას და მოვითხოვთ, ეთამაშოს თამარ კურატიშვილს ფეხბურთი ამ პატივის შესამოწმებლად. 
gallery images

უცხო ქვეყნებიდან აიკრძალოს ქართული მედიისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსება

 ჩვენი მოთხოვნაა, რომ აიკრძალოს უცხო ქვეყნებიდან პოლიტიკური პარტიების და ტელევიზიების დაფინანსება
gallery images

დაუწესდეს ფინანსური სანქციები ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავრობის ყველა წევრს

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასია" მიმართავს ევროკავშირს, რომ ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავრობის ყველა წევრს დაუწესდეთ ფინანსური სანქციები და დაუყადაღდეთ ანგარიშები, მათი პრორუსული პოზიციის გამო. საქართველოს მოქალაქეების უმეტესი ნაწილი არ იზიარებს მთავრობის პოზიციას და გმობს მათ არაჯანსაღ დამოკიდებულებას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას არ აქვს გამოკვეთილი პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე, ისინი არ აღიარებენ რომ რუსეთი ოკუპანტია. ამ საკითხში ერთმანეთს ცდება საქართველოს მთავრობისა და მოსახლეობის შეხედულებები. ვფიქრობთ, რომ ფინანსური სანქციები აიძულებს ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავრობას შეცვალოს ქვეყნის მართვის კურსი. ჩვენ ვირჩევთ პროდასავლურ გზას. 
gallery images

აიკრძალოს პოლიტიკური პარტიების, მედია საშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაცების უცხოეთიდან დაფინანსება

აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიების, მედია საშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაცების უცხოეთიდან დაფინანსება, რომლებიც ატარებენ დამფინანსებელი ქვეყნების პოლიტიკას, ერევიან რა საქართველოს საშინაო საქმეებში, ქმნიან დესტაბილიზაციას, არეულობას ახორციელებენ საზოგადოების დაყოფასა და საზოგადოებაში შუღლისა და სიძულვილის ჩანერგვას.უცხო ქვეყნების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები, არღვევენ დემოკრატიისა და თავისუფლების პრინციპებს, ისინი უხეშად ერევიან ხალხის მიერ არჩევანის გაკეთებაში და თავს ახვევენ ისეთ იდეოლოგიურ მსოფლმხედველობასა და კულტურულ დღის წესრიგს რაც მიუღებელია საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის. სწორედ მათ მიერ ძალით თავსმოხვეული მსოფლმხედველობრივი შეხედულებები იწვევენ, საზოგადოებაში არეულობას, შუღლს და მუდმივ დაპირისპირებაში ამყოფებენ საზოგადოებას, რაც მათ ინტერესებში შედის, რადგან სწორედ ამგვარი დამოკიდებულებები აძლევთ საშუალებებს მიიღონ დაფინანსებები.
gallery images

ვითხოვთ პრორუსული პარტიების გაუქმებას

ვითხოვთ საქართველოში არსებული პრორუსული პარტიების გაუქმებას!!! გთავაზობთ პარტიების არასრულ ჩამონათვალს: 1)ნინო ბურჯანაძე პარტია დემოკრატიული მოძრაობა ერთიან საქართველო  2)დავით თარხანმოურავი ირმა ინაშვილი  პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსი  3)ზურა მახარაძე პარტია კონსერვატიული  4)გოჩა ჯოჯუა ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა 
gallery images

გაუქმდეს იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი ქალაქ გორში.

      გაუქმდეს საბჭოთა კავშირის ლიდერის და საოკუპაციო რეჟიმის თვალსაჩინო წარმომადგენლის იოსებ სტალინი (ჯუღაშვილის) სახელმწიფო მუზეუმი ქალაქ გორში.     იქ დაცული  60 000 ექსპონატთაგან 95-% რეალიზაცია მოხდეს ღია აუქციონზე და შემოსული თანხა გადაირიცხოს უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების ფონდში.   ხოლო ექსპონატთა 5% რომლებიც საგულდაგულოდ იქნება შერჩეული განთავსდეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალ ერთ-ერთ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში, ქალაქ თბილისში.     2022 წლის 16 მარტი.    
gallery images

რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით გამოცხადდეს მორატორიუმი

   ბოლო დროს რეგიონში განვითარებულმა საომარმა მდგომარეობამ, საქართველოში 25000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქის შემოდინება გამოიწვია, მიუხედავად იმისა რომ ომის აქტიური კერა უკრაინაშია და არა რუსეთში. საგულისხმოა რუსეთის მოქალაქეების ჭარბი ნაკადის შემოსვლა საქართველოში და მათ მიერ უძრავი ქონების შეძენა, შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას: რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით გამოცხადდეს მორატორიუმი     ანა დოლიძე 
gallery images

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ დაწესდეს 8 მაისი.

        მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ დაწესდეს 8 მაისი, ისევე როგორც ამას ცივილიზებური და დემოკრატიული ქვეყნები აღნიშნავენ.         (რაც შეეხება 9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნას ეს მახინჯი საბჭოთა მემკვიდრეობაა და თავი უნდა დავაღწიოთ ნეგატიურ ინერციას)   2022 წლის 14 მარტი  
gallery images

"მოსკოვის გამზირს" დაერქვას "ქართველი გმირების გამზირი"

თბილისის მერიასა და საკრებულოს მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეები მოთხოვნით, რომ "მოსკოვის გამზირს" შეეცვალოს სახელი და დაერქვას "ქართველი გმირების გამზირი". მაშინ, როდესაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, მიუღებელია, დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამზირს "მოსკოვის გამზირი" ერქვას. კანონმდებლობით გეოგრაფიული ობიექტებისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევა შესაძლებელია, როცა "ისტორიულ ვითარებათა და სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო მიზანშენწონილია სახელის შეცვლა". გთხოვთ მოაწერეთ ხელი, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია
gallery images

გადადგეს თორნიკე რიჟვაძე!

ვინ დაიწყო ომი უკრაინაში ? აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრს ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდა ❗ უფრო მეტიც უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებისას არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთი ,როგორც აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანა ❗ თორნიკე რიჟვაძის განცხადებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს ,ის სრულ თანხვედრაშია მხოლოდ რუსი პროპაგანდისტების განცხადებებთან ❗ ადამიანი ,რომელსაც უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, დღეს კიდევ აქვს კითხვა ვინ დაიწყო ომი 2008 წელს, საქართველომ თუ რუსეთმა, არ შეიძლება იკავებდეს მაღალ თანამდებობას ❗ მიგვაჩნია რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა ❗