
დაინიშნოს მუნიციპალური ტრანსპორტი გარდაბნის რაიონ სოფელ ნორიოში
გარდაბნის რაიონ სოფელ ნორიოში წლებია დგას საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა, რაც გულისხმობს:
გაუმართავ სამარშრუტო ტაქსებს - მოსახლეობა გადაადგილდება მოძველებული ტრანსპორტით, უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფით,
მოუწესრიგებელ გრაფიკს, - ხანგრძლივ ინტერვალს, ბოლო მანქანის თბილისიდან ადრე გამოსვლას... (გადატვირთულ ტრანსპორტში ხშირად ასვლა შეუძლებელია, ხოლო ფეხზე მდგომი მოქალაქეების უსაფრთხოება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.)
მძღოლების არაეთიკურ დამოკიდებულებას მგზავრების მიმართ, რაც ხშირად სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოიხატება.
ამას ემატება შეუსაბამო, არასტაბილური ტარიფი, რომლის ცვლილებაც ხდება მძღოლების ინიციატივით, თვითნებურად.
2022 წლის 9 მაისიდან მგზავრობის საფასური თბილისი - ნორიოს მარშრუტზე 2 ლარის ნაცვლად გახდა 2,50 - მოსახლეობასთან კომუნიკაციისა და მსყიდველთუნარიანობის დათვლის გარეშე.
მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, პრობლემა კვლავ დღის წესრიგში დგას. აღნიშნული ფაქტი მიუღებელია, რადგან მგზავრებს ყოველდღიურად მინიმუმ 5 ლარის გადახდა უწევთ სამსახურში მისასვლელად და უკან დასაბრუნებლად. საშუალოდ, მათი დღიური ხარჯი კი მათსავე ხელფასს უტოლდება.
შესაბამისად, მოსახლეობის დიდ ნაწილს სამსახურის დატოვება მოუწევს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსახლეობა თხოვნით მიმართავს გარდაბნის მერიასა და საკრებულოს, რომ დაინიშნოს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელსაც გააჩნია რიგი უპირატესობები: მოწესრიგებულ განრიგი, შესაბამისი ტარიფი და მოსახლეობის უმეტესობისთვის მოქნილ გრაფიკი.

დაწესდეს ღირსეული საათობრივი სექტორალური მინიმალური ხელფასი!
საქართველოში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია 1999 წლის პრეზიდენტის ბრძანებულებით და შეადგენს თვეში 20 ლარს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიხედვით, მინიმალური ხელფასის მთავარი მიზანი მშრომელის დაცვაა დაბალი და არასამართლიანი ანაზღაურებისგან. იგი უზრუნველყოფს საარსებო მინიმუმს დასაქმებულთათვის. მოგეხსენებათ, არსებული მინიმალური ხელფასით აღნიშნული მიზნის უზრუნველყოფა შეუძლებელია.
შესაბამისად, მოვითხოვთ დაწესდეს ღირსეული საათობრივი მინიმალური ხელფასი სექტორების მიხედვით.
პატივისცემით,
პროგრესის ცენტრი

გაუქმდეს საწვავის აქციზის გადასახადი
მიმართვა საქართველოს პარლამენტს- გაუქმდეს აქციზი საწვავზე.
ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლებიდან გამომდინარე საწვავის ფასების ზრდის დინამიკა მკვეთრად უარყოფითია მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის მაჩვენებლებთან შედარებით. აღნიშნული ინფლაციური პროცესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ზოგადად ინფლაციაზე და არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას შეუქცევად პროცესად აქცევს. არსებული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია საწვავზე აქციზის სრულად გაუქმებით.
აქედან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსიდან ამოღებული უნდა იქნეს 185-ე მუხლის დ) ვ) ვ¹) პუნქტები. ამავდროულად, ამავე კოდექსის 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ცხრილის მე-6 ქვეპუნქტი.

მცირე ფერმერების და გლეხების დახმარება
ვითხოვთ,მცირე ფერმერების და გლეხების დახმარებას.
ჩვენის შრომას აზრი აღარ ააქვს,რადგან ხარჯი ასწრებს მოგებას,სათანადო ფასად ვერ ვყიდით ჩვენი შრომით,მოყვანილ პროდუქტს.
რადგან იმპორტირებული პროდუქტი დაბალ ფასში იყიდება.
მაგალითისთვის..პირუტყვის საკვები ძალიან ძვირია და ყველს გლეხი იძულებულია გაყიდოს 6 და 8 ლარში,რადგან ეშინია არ გაუფუჭდეს.ასევე ხორცი 7 ლარი როდესაც თივის პრესი 20 და 30 ლარამდეა.იგივეა ფრინველებზეც და ა.შ.
გამომდინარე აქედან ვითხოვთ მცირე ფერმერების და გლეხების დახმარებას ძალიან გაგვიჭირდა სოფლებიდან გარბის მშრომელი ხალხი საზღვარგარეთ სამუშაოდ, რადგან შრომობს კაცი და არაფერი გამოსდის...თქვენი პროგრამები და გრანტები,მორგებულია ისევ მსხვილ და მონოპოლისტ მსხვილ ფერმერებზე,რაც მისასალმებელია,მაგრამ მოგვხედეთ ჩვენც....თქვენი კაბინეტებიდან ამ პრობლემებს ვერ დაინახავთ გამოდით და კომუნიკაცია იქონით მშრომელ ხალხთან თუ მართლა გაინტერესებთ საქართველოს წინსვლა და არადამოკიდებულება იმპორტირებულ პროდუქტებზე ან მარცვლეულზე.
#მოგვხედეთმცირეფერმერებსდაგლეხებსსასწრაფოდ.

საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შესახებ
წინამდებარე პეტიციით მივმართავთ საქართველოს პრემიერს და პარლამენტს და მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ აკრძალონ რუსული და ბელორუსული საჰაერო ხომალდებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შესაძლებლობა.

შეიცვალოს დასაბეგრი შემოსავლის 20% დაბალშემოსავლიანი ფიზიკური პირებისათვის
მოგესალმებით, საქართველოში ფიზიკური პირის შემოსავლის დაბეგვრა ხდება 20%-ით. აღნიშნული სისტემა არ ითვალისწინებს მოქალაქეების წლიურ შემოსავალს და მოქმედებს ერტნაირად, როგორც მაღალშემოსავლიან ასევე დაბალშემოსავლიან ფიზიკურ პირებზე.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს უსამართლოა დაბალშემოსავლიან ფიზიკური პირებთან მიმართებაში.
ჩვენი მოკრძალებული აზრით ვთვლით, რომ ფიზიკური პირები, რომელთა წლიური შემოსავალიც არის 18 000 ლარამდე, უნდა იბეგრებოდნენ ბევრად უფრო ნაკლებად ვიდრე სტანდარტული 20%-ით, შესაძლებელია გადავხედოთ განვითარებული ერების პრაქტიკას, სადაც სწორედ აღნიშნული პრინციპი მოქმედებს და ვნახავთ რომ დაბეგვრის საკითხი კავშირშია ფიზიკური პირების წლიურ შემოსავალთან.

შემცირდეს ფასები ელექტროენერგიის სასმელი წლის და ბუნებრივი აირის მიწოდებაზე
შემცირდეს ელექტროენერგიის
წლის მომარაგების ბუნებრივი აირის მიწოდების სააბონენტო გადასახადი

არა ტრანსპორტის გაძვირებას
გამარჯობა. მოგმართავთ სამგზავრო ტარიფის შეცვლასთან დაკავშირებით.ჩვენთვის ბევრად გაძვირებულია სამგზავრო ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ.არანაირი შეღავათი არ არის. განვიხილოთ თუნდაც ერთი კონკრეტული ადამიანის წლიური მგზავრობა: გადავხედე მგზავრობის ამონაწერს. თვეში სავარაუდოდ ვხარჯავ 9-10 ლარამდე. თუ ძალიან გავიგიჟე თავი და შემოვატყავე თბილისი სიარულით, მაგ თვეში ვხარჯავ 20- 22 ლარამდე.ანუ წელიწადში ძალიან ბევრად ნაკლები მეხარჯება ვიდრე 250 ლარი. თუ ერთი თვის აბონემენტს ვიყიდი,40 ლარიანს,ძალიან ძვირი გამომდის. დღეში თუ 3 ლარიანს ვიყიდი ,თვეში გამომივა 90 ლარი.რაც აფსურდული დანახარჯია.ტაქსებითაც კი არ დამეხარჯება მსგავსი რაოდენობა. ესეიგი 90 ლარს გამოვაკლოთ ჩემი რეალური 20 ლარიანი დანახარჯი (ისიც ყოველ თვე არა) = 70 ლარის ზარალში ვარ. გარდა ამისა საქართველოში ვიცით რომ დავალი შემოსავალია და ერთიანად 250 ლარის გადახდა აბონემენტში გამოიწვევს იმ თვეში კვების გარეშე დარჩენას. ოჯახები გვაყვს შესანახი. და თუ არაფერი იცვლება და როგორც ამბობთ არ გაძვირებულა,მაშინ დატოვეთ ისე როგორც არის ახლა. 1 ლარი 0.50 თეთრზე ბევრია ნამდვილად.

გადავიდეს საქართველო საკუთარი პროდუქციის წარმოებასა და მოხმარებაზე, დამუშავდეს უფუნქციო მიწები.
საქართველო განვითარებადი ქვეყანაა, მიუხედავად ამისა ქვაყანაში ჯერ კიდევ უამრავი პრობლემაა, რომელსაც ყურადღება არ ექცევა. ფაქტი სახეზეა თუ რამდენად მოიმატა პურის ფასმა და რამდენად გაიზარდა უცხოური ხილ-ბოსტნეულის, ხორბლის იმპორტი საქართველოში. საქართველოს შეუძლია ამ პროდუქტების თავისივე ქვეყანაში მოყვანა/წარმოება, რადგან გვაქვს საკმაოდ კარგი მიწა პროდუქტის მოსაყვანად. ამასთან ერთად ქართული პროდუქტი ბევრად უფრო ნატურალური, ჯანსაღი და მოთხოვნადია. ეს პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში. თუ ჩვენ გვინდა, რომ განვითარდეთ აუცილებლად უნდა ავიღოთ მაგალითები სხვა განვითარებული ქვეყნების წარსულიდან. თუ გადავხედავთ ევროპის განვითარებულ და ეკონომიკურად მდგრად ქვეყნებს აღმოვაჩენთ, რომ მათ მიწები მაქსიმალურად აქვთ ათვისებული და ფაქტიურად არცერთი ჰექტარი მიწა არ აქვთ დარჩენილი დაუმუშავებლად. საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ თავისი ქვეყნის მოსახლეობა თავისივე მოყვანილი პროდუქტით მოამარაგოს. საქართველოში უამრავი დაუმუშავებელი მიწაა, რაც ქვეყნისთვის ნამდვილად დიდი პრობლემაა , თუმცა ყურადღება ამ პრობლემას ნაკლებად ექცევა. აუცილებელია, რომ დამუშავდეს მიწები და არ გავფლანგოთ ის, რითაც ბუნებამ დაგვაჯილდოვა . ჩვენივე პროდუქციის წარმოება მომგებიანი იქნება როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, შემცირდება პროდუქციის იმპორტი, რისი შედეგადაც დავზოგავთ იმპორტში გადაყრილ მილიონობით ლარს, ისე გლეხებისა და უბრალო მოქალაქეებისთვის, გლეხები შეძლებენ დაამუშავონ უფუნქციო მიწები განავრცონ თავისი ცოდნა და გამოცდილება სოფლის მეუბნეობაში, რაც თავისთავად გამოიწვევს სამუშაო ადგილების გაზრდას, რადგან ეს სფორო დიდ შრომასთანაა დაკავშირებული, ხოლო მოქალაქეები მიიღებენ სასარგებლო ქართულ პროდუქციას. ასევე დაიწევს და დარეგულირდება პურის ფასი, რადგან იგი ქართული იქნება და სხვა ქვეყნის მიერ არ გაკონტროლდება. ჩვემი მიზანია საქართველომ გამოიყენეს ის რესურსები, რომელიც უკვე გააჩნია და რომელიც საბოლოო ჯამში ყოველწლიურად და/ან სეზონურად მოგვცემ ჯანმრთელობისთვის ჯანსაღ, ვიტამინებით სავსე გემრიელ პროდუქტს, რომელსაც მოიხმარს თავად საქართველოს მოსახლეობა.
პატივისცემით
კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები: გრეტა ბერიძე, ნინო კობახიძე და გიორგი გოგრიაშვილი.

დაუწიონ საწვავის ფასი
ვაპროტესტებთ საწვავის ზრდას ყოველდღიურად.

საშემოსავლო გადასახადის გაუქმება მრავალშვილიანთათვის
საქართველოში დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად, მეტი აქტივობაა საჭირო! პრობლემა უდაოდ დიდია! ოჯახს რომელსაც ჰყავს ბევრი შვილი , ყველაზე სწორი და მართებული ,,დახმარება" გახლავთ- მშრომელ ადამიანს, მითუმეტეს როცა ის სახელმწიფოსაგან არავითარ სოც.დახმარებას არ იღებს,საშემოსავლო გადასახადი გაუნეხევრდეს,ან შვილთა რაოდენობის მიხედვით სრულიად გაუუქმდეს! სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოდ ერის გამრავლებას,ეს გზა კი სულაც არ ქმნის მოქალაქის,მშობლის, გაზარმაცებისა და უქმად სოციალურის მიღების პირობას!

BTC ეროვნულ ვალუტად
ამ ინიციატივით, #BTCეროვნულვალუტად ჯგუფის წევრები და გადაცემა "კრიპტო ბაზარი" ვეხმიანებით ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებულ რეგულირებებს. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შედეგად, მარტივია იმის დანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კრიპტო-ვალუტების არსებობა საქართველოს მსგავსი ღარიბი ქვეყნების ლეგალურ იურისდიქციაში. საქართველოსნაირი ღარიბი ქვეყნისთვის.
ინიციატივა #BTCეროვნულვალუტად გულისხმობს - ზოგადად კრიპტო ვალუტების ლეგალურ საგადახდო საშუალებად დაშვებას. თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, თვითონ გადაწყვიტოს გადახდა განახორციელოს ლარში, ბიტკოინში, თუ სხვა ნებისმიერ კრიპტო-ვალუტაში და ასევე, თითოეულ ბიზნესს უნდა ჰქონდეს უფლება გადაწყვიტოს გადახდა მიიღოს ლარში, ბიტკოინში თუ სხვა კრიპტო-ვალუტაში.
მსოფლიოში არსებობს ბევრი მკაცრი მიდგომა კრიპტო-ვალუტების მიმართ, თუმცა თუ ჩვენი სამართლებრივი და ეკონომიკური სისტემა იქნება მარტივი, გახსნილი და მიმზიდველი მსოფლიო ბაზარზე, ჩვენ მარტივად შეგვიძლია მოვიზიდოთ ინვესტიციები სწორედ კრიპტო-ვალუტის კუთხით. შესაბამისად კანონმდებლობა უნდა იყოს რაც შეიძლება ლოიალური კრიპტო-ვალუტაში გადახდების მიმართ.
მოგეხსენებათ ინფლაციის ყოველწლიური მაჩვენებელი იზრდება, რაც თავის მხრივ ართულებს საქართველოს მოქალაქეების ანუ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, ჩვენ ვთვლით, რომ კრიპტო-ვალუტების გამოყენება შეამცირებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ფინანსურ რისკებს. კრიპტო-ვალუტების, მაგ. Ბიტკოინის ემისია, ლარისგან განსხვავებით ლიმიტირებულია. არჩევანის თავისუფლების შემთხვევაში თითოეული მოქალაქე თავად შეძლებს საკუთარი ფინანსური მდგომარეობის რისკების განსაზღვრას. საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ფაქტია, რომ ამ ამოაცანას ვერ უმკლავდებიან.ჩვენი მოქალაქეების ხარჯები ყოველდღიურად იზრდება, ამავდროულად კი არ არსებობს შემოსავლის წყარო. როგორც ფილიპინები გადაარჩინა კრიპტო-ვალუტამ შიმშილობას, შესაძლებელია საქართველოს იგი დაეხმაროს გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა თავისი ეკონომიკური ზრდით და ასევე არჩევანის თავისუფლებით კრიპტო-ვალუტების გამოყენების მიმართულებით..
ამ პეტიციით მივმართავთ პარლამენტს,კრიპტო-ვალუტა აღიაროთ ლეგალურ საგადახდო საშუალებად, ყველა ოპერაცია გაათავისუფლოთ გადასახადებისგან და ამავდროულად შეუქმნათ უცხოელ ინვესტორებს ჰაბი, სადაც ისინი შეძლებენ სხვადასხვა ბლოქჩეინ-პროექტების განხროციელებას ზედმეტი ბიუროკრატიის, ლიცენზიებისა თუ ნებართვების გარეშე.

უარი საწვავის ფასებს
მოაწერეთ ხელი პეტიციას, დაიკლოს საწვავის ფასებმა და მიაღწიოს საშუალო ნიშნულს 2.00-2.20 ლარის გათვალისწინებით.

შემცირდეს საწვავის ფასები
საქართველოს მოსახლეობის რთული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე დღესდღეობით ავტომფლობელებს ოჯახის ბიუჯეტის შემცირების ხარჯზე საწვავის არაადექვატურად გაზრდილი საფასურის გადახდა. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი მოთხოვნა საწვავის ფასების შემცირებაზე.

განახლდეს ლიფტები და სადარბაზოები (0-9)ჩათვლით .
ვინაიდან და რადგან ძველი კონსტუქციით არის განკუთნილი კორპუსები, გამოსაცვლელია ყველა ლიფფტი რადგან ყოველდღიურად გამოდის მწყობრიდან და არის სიცოცხლისთვის საზიანო , იმავდროულად მოგმართავთ თხოვნით გაარემონტოტ ან გაანახლოთ თანამედროვე დიზაინით სადარბაზოები როგორცც შიდა ასევე გარე რათა იყოს კომფორტული უსაფრთო და ევროპული სტილი.