add one
gallery images

არა 2 მაისს აუდიტორიებში

 მოგეხსენებათ სასწავლო პროცესის განახლება იგეგმება 2 მაისს,სააუდიტორიო სივრცეში. ქვეყანაში და არა მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე გართულებული პროცესების ფონზე,ეკონომიკური მდგომარეობა გართულებულია. სტუდენტთა 70%-ს მაინც,აქვს ბინის ქირაობის,სამსახურებრივი ხელშეკრულებებით გამოწვეული სირთულეები,რადგანაც მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს,მანამდე არსებული ონლაინ სწავლების გამო,არ დასჭირვებია ბინის ქირაობა,2 მაისამდე მოცემული დრო უნივერსიტეტისაგან კი სრულიად არ არის საკმარისი ბინის ქირაობისა და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად,რომელიც წარმოქმნილია ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო და ამ გადაწყვეტილების არ შეცვლის შემთხვევაში,ბევრი სტუდენტი,განსაკუთრებით რეგიონებიდან რჩებიან განათლების მიღების გარეშე. ჩვენი მოთხოვნაა,გადაიხედოს ეს გადაწყვეტილება და სემესტრი დასრულდეს ონლაინ ფორმატით ან სტუდენტებს მიეცეთ არჩევანის თავისუფლება,რათა სემესტრის დასარულამდე დარჩენილია მხოლოდ 2 თვე და ვფიქრობთ,რომ არ უნდა წარმოადგენდეს სასწავლო პროცესის სააუდიტორიო რეჟიმით განახლება ახალი სემესტრიდან,სექტემბრიდან ისეთ პრობლემას,როგორ პრობლემურადაც ეს ყოველივე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ წარმოგვიჩინა. პატივისცემით სტუდენტები.
gallery images

რუსთაველი სტუდენტებისთვის დაწესდეს სამარშრუტო ტაქსებზე სამგზავრო ტარიფი

იდეის მხარდაჭერისთვის იხილეთ ჯგუფი: https://www.facebook.com/groups/324330283100783 რუსთავ-თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად 30 ათასამდე ადამიანი მგზავრობს, მათი დიდი ნაწილი სტუდენტები არიან. სამგზავრო ტარიფი გახდა 2,50 ლარი, რაც დიდი ზეწოლაა თითოეული რუსთაველისთვის და განსაკუთრებით, სტუდენტებისთვის. დანიშნული ავტობუსები, რომლებიც მხოლოდ ქალაქის შესასვლელიდან მოემსახურებიან რუსთაველებს მხოლოდ ისნამდე ივლის ვერ უზრუნველყოფენ ყველას დროულად გადაადგილებას. რუსთავ-თბილისის სამარშრუტო ტაქსი ყველაზე სწრაფი და ერთადერთი გადაადგილების საშუალებაა რუსთაველი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტამდე დროულად მისასვლელად. ამიტომ საჭიროა დაწესდეს სტუდენტური ტარიფი სამარშრუტო ტაქსებზე.   სალომე წერეთელი
gallery images

არა აუდიტორიაში სწავლებას!

    ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და უძრავი ქონების ქირავნობის ფასების გაზრდის გამო, რეგიონში მცხოვრები სტუდენტები მოვითხოვთ არ განახლდეს სწავლა აუდიტორიაში.   პატივისცემით
gallery images

დაიწყოს ქალაქ ჩხოროწყუს პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები!

სსიპ- რამინ დიხამინჯიას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლა  მიმდინარე წლის 28 თებერვლიდან სკოლის კრიტიკულად მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო გადასულია სწავლების სრულად სინქრონულ ფორმაზე; ჩვენთვის, მშობლებისთვის დღემდე გაურკვეველია, როდის შეძლებენ ჩვენი შვილები სრულფასოვან სასწავლო პროცესზე დასწრებას. „ონლაინ“ სწავლების პროცესი კი მეტად პრობლემატური გამოდგა რეგიონში მკვიდრი ოჯახებისთვის. სკოლაში სწავლობს ათეულობით ოჯახიდან ერთი ოჯახის რამდენიმე ბავშვი. მოგახსენებთ, რომ თითოეულ მათგანს სჭირდება ცალკე კომპიუტერი, ცალკე თბილი ოთახი, რათა შეძლონ ონლაინ რეჟიმზე დასწრება, რისი პირობებიც , ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, პრაქტიკულად არც ერთ ოჯახს არ გააჩნია.  ამასთანავე, რეგიონში არსებული ინტერნეტ ოპერატორები ვერ უზრუნველყოფენ სწრაფი ინტერნატის სრულფასოვან მიწოდებას. როგორც თავად ხედავთ,  შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ზარალდება ჩვენი შვილების  კანონიერი უფლება, მიიღონ არსებული ფორმატით განათლება. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები გვაიძულებს დავარღვიოთ დუმილი და საკუთარი შვილების მომავალი ბრძოლის გარეშე არ დავთმოთ. ძვირფასო მეგობრებო, დედებო, მამებო, მოსწავლეებო თუ სტუდენტებო, მოგმართავთ თხოვნით, მარტო არ დაგვტოვოთ საერთო ბრძოლის ველზე და დაგვეხმაროთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებამდე უფრო მკაფიოდ მივიტანოთ ჩვენი პრობლემა. ჩვენ მოვითხოვთ, სახელმწიფომ დაუყონებლივ უზრუნველყოს ალტერნატიული ფართი სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში გასაახებლად და პარალელურად, დაიწყოს სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ვიმედოვნებთ, საზოგადოება წინ დააყენებს ბავშვების კანონიერ ინტერესებს და გვერდში დაგვიდგება ბავშვთა უსაფრთხოების და განათლების დაცვის საქმეში!
gallery images

პეტიცია სასწავლო პროცესის სრულად დისტანციურ რეჟიმში წარმართვასთან დაკავშირებით

2022 წლის 28 მარტიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით პრაქტიკულად, ყველა შეზღუდვა და რეგულაცია, გარდა დახურულ სივრცეში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებისა, უქმდება. ამის გამო, სტუდენტთა ჯგუფმა, ვივარაუდეთ, რომ სასწავლო პროცესი წარიმართება არადისტანციურ რეჟიმში. ბუნებრივია, ვარაუდებმა  სტუდენტთა გარკვეულ რიცხვში გამოიწვია ხელახლა დაინფიცირების შიში, ამასთანავე, სტუდენტთა უმეტესობა საფრთხეს წარმოადგენს  მათი ოჯახის წევრების მიმართ (ხანდაზმულნი, მცირეწლოვანი ბავშვები და ა.შ). გარდა ამისა, გასულ სემესტრში, სასწავლო პროცესის დაწყების ერთი თვის ვადით, მივიღეთ დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, როგორც სტუდენტების, ისე მათი ოჯახის წევრებისგან. ეს გამოიწვია შესვენების დროს სტუდენტთა ჯგუფურად თავშეყრამ, ვფიქრობთ, რომ ამ მდგომარეობას ამ სემესტრშიც ვერ ავუვლით თავს. ასევე გასათვალისწინებელია თითოეული სტუდენტის ფინანსური მდგომარეობა, მათი საცხოვრებლის უზრუნველყოფის საკითხი. სტუდენტთა გარკვეულ ნაწილს ექმნება საფრთხე დასაქმების თვალსაზრისით. იქმნება საშიშროება, უნივერსიტეტში სწავლის არადისტანციურად გაგრძელების გამო, იმ სტუდენტებს, რომლებიც დისტანციურ რეჟიმთან ათავსებენ სწავლას, მოუწიოთ აკადემიური წელის დამატება, რათა არ დაარღვიონ ის შრომითი ხელშუკრლება, რომელიც მათ პასუხისმგებლობის ქვეშაა. ჩვენი მთავარი თხოვნა, ამ სემესტრის დისტანციურ რეჟიმში დასრულებაა. გარდა ამისა, სიტუაცია არასტაბილურია, სრულიად შესაძლებელია ახალი შტამის გავრცელების შემთხვევაში კვლავ დავუბრუნდეთ დისტანციურ რეჟიმს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი ერთობლივი აზრი. პატივისცემით იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები
gallery images

პეტიცია სასწავლო პროცესის სრულად დისტანციურ რეჟიმში წარმართვასთან დაკავშირებით

სტუდენტთა უმრავლესობისთვის უფრო მისაღებია ამ ეტაპზე სწავლის ონლაინ რეჟიმი.უპირველესი მიზეზი არსებული ეპიდვითარებაა.ძალიან ბევრი ჩვენგანი ცხოვრობს მცირეწლოვან ბავშვებთან და ასაკოვან ადამიანებთან ერთად,რომლებიც რისკ ჯგუფს წარმოადგენენ.ბუნებრივია,ასეთ რეჟიმში სტუდენტების დაინფიცირებისა და შემდეგ მათზე ვირუსის გადადების რიკსიც უფრო დიდია. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია საცხოვრებელი.სტუდენტთა დიდი ნაწილი ცხოვრობს სოფლებში,საიდანაც უწევთ სემინარებისთვის სისტემატიურად სიარული,რაც დროისა და ფინანსების დანაკარგს მოიცავს.ამ კრიზისის ფონზე კი უმრავლესობას არ აქვს აქ საცხოვრებლის ქირაობის ფინანსური საშუალება. ყურადსაღებია ის საკითხიც,რომ სტუდენტებისთვის,რომლებიც დასაქმებულები არიან,უფრო მოსახერხებელია ონლაინ რეჟიმი,რადგან სამსახურიდან მათი ნაწილი მაინც ახერხებდა ლექციებსა და სემინარებზე ჩართვას,ახლა კი სემინარებზე უნივერსიტეტში მოსვლას ვერ შეძლებენ.რაც შეეხება იმას,რომ სამსახური დატოვონ ამის გამო,ეს არ არის მარტივი,რადგან მოგეხსენებათ,როგორც პანდემიამ აჩვენა,სიტუაცია არასტაბილურია და მალევე შეიძლება ახალი შტამისა ან ვითარების გამწვავების წინაშე აღმოვჩნდეთ და კვლავ გადავიდეთ სრულად დისტანციურ რეჟიმზე.აქედან გამომდინარე,დღევანდელი სიტუაციის გამო თუ სამსახურს დაკარგავენ და შემდეგ კვლავ მოუწევთ ახლის მოძიება დისტანციურ რეჟიმზე გადასვლიდან გამომდინარე,ეს რთული იქნება.დღეს დასაქმება და ახალი სამსახურის შოვნა ნამდვილად არ არის მარტივი. ისიც უნდა აღინიშნოს,რომ სრულყოფილად არც შესაბამისია პირობებია რეგულაციების დაცვისთვის,სამწუხაროდ. საერთო ჯამში ონლაინ სწავლება ნაყოფიერი იყო სტუდენტებისთვის,რომლებიც მონდომებულები არიან,რომ მიიღონ განათლება და მხოლოდ გამოცდების ჩაბარებასა და ბარიერის გადალახვაზე არ იყვნენ ორიენტირებულები.ონლაინ რეჟიმშიც ვესწრებოდით ლექციებსა და სემინარებს ის სტუდენტები,ვისთვისავ მნიშვნელოვანია ახლის შემეცნება და განათლების მიღება,ხოლო ისინი ვინც არ აქტიურობდნენ ონლაინ სწავლების დროს,არც არადისტანციურ რეჟიმში იღებენ სემინარებში მონაწილეობას,ეს აშკარაა.ამგვარად,ონლაინ სწავლება ნაყოფიერი შეიძლება იყოს ყველა იმ ადამიანისთვის,ვისთვისავ პრიორიტეტი განათლების დონის ამაღლება და თვითგანვითარებაა. იმედი გვაქვს,გაითვალისწინებთ ჩვენს არგუმენტირებულ თხოვნას და სწავლება გადავა სრულად დისტანციურ რეჟიმში.
gallery images

გახდეს ყველა სკოლაში რუსული ენა არასავალდებულო საგანი

დღემდე საქართველოს ბევრ სკოლაში რუსული ენის სწავლება სავალდებულოა და სკოლის მოსწავლეებს არ ეძლევათ არჩევანის საშუალება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და რუსული საოკუპაციო ძალები ახლაც განაგრძობენ ჩვენი მიწის მავთულხლართებით შემოსაზღვრას. იმ ქვეყანაში, რომელშიც იყო 25 თებერვალი, 9 აპრილი, 26 მაისის დამხობა, 7-8 აგვისტო და სხვა მრავალი ტრაგედია, რომლის შემოქმედიც ოკუპანტი რუსეთია, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ყველა სასწავლო დაწესებულებაში, სკოლებში, რუსული ენა გახდეს არასავალდებულო! პატივისცემით, მარიამ ზაალიშვილი
gallery images

შეაჩეროს აწსუ-მ VTB ბანკთან თანამშრომლობა

გვსურს უკრაინას გამოვუცხადოთ მხარდაჭერა, სტუდენტებმა და ამით შევიტანოთ, ჩვენი წვლილი ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლაში. 
gallery images

საქართველოს პედაგოგების პროტესტი სტატუსის ასამაღლებელი საგამოცდო პროგრამის შესახებ

მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი - სტატუსის ასამაღლებელი - საგამოცდო პროგრამა, რომელიც დაგეგმილია 2022 წლის ზაფხულში, მიუღებელია პედაგოგებისთვის.  მოგეხსენებათ, ყველა მოქმედ პედაგოგს გააჩნია უფროსი ან წამყვანი ან მენტორი პედაგოგის სტატუსი. აღნიშნული გამოცდა უფროსი/წამყვანი სტატუსის მქონე პედაგოგებს აძლევს საშუალებას, კიდევ ერთხელ აიმაღლონ სტატუსი. შედგენილი საგამოცდო პროგრამა სცდება პედაგოგის ძირითად საქმიანობას - გამომდინარე იქიდან, რომ გამოცდა გათვალისწინებულია საგნის პედაგოგებისთვის, გაუგებარი და მიუღებელია რატომ უნდა მოეთხოვებოდეს კონკრეტული საგნის პედაგოგს იურისტის, სკოლის ხელმძღვანელის, საქმეთამმართველის და ყველა სხვა სასწავლო საგნის/მეცნიერების ცოდნა. შეგახსენებთ, ჩვენ, ყველა პედაგოგს უმაღლესი განათლების ქონის დამადასტურებელი საბუთების და ცოდნის მიუხედავად, თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად, ჩაბარებული გვაქვს გამოცდები როგორც საგანში, ისე პროფესიულ უნარებში. აქედან გამომდინარე, საგნის პედაგოგის კომპეტენცია არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. 2022 წლის ზაფხულში დაგეგმილი სტატუსის ასამაღლებელი გამოცდა განსაზღვრულია კარიერული წინსვლისთვის - მხოლოდ და მხოლოდ სახელფასე დანამატის აწევის მიზნით და ეს გამოცდები არ ემსახურება თანამედროვე განათლების ხარისხის ამაღლებას, რადგან მაშინ, როდესაც საგნის პედაგოგებს საგამოცდოდ უწევთ რამდენიმე პროფესიის მოკლე დროში დაუფლება, მოსწავლე რჩება საკმარისი ყურადღების მიღმა!  იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი ვერ მიიღებს მონაწილეობას 2022 წლის ზაფხულში დაგეგმილ გამოცდაზე, მაშინ რატომ დაიგეგმა გამოცდა 2022 წლის ზაფხულში? ხაზგასმით შეგახსენებთ, პედაგოგის შრომა ფასდაუდებელი და დაუფასებელია. რამდენადაც ძვირფასია პედაგოგიკის არსი -  გარდა ცოდნისა, რამდენ დროს, ენერგიას, ჯანმრთელობას, ემოციებს ახარჯავს პედაგოგი სასწავლო პროცესსა და თითოეულ მოსწავლეს, იმდენად მიუღებელია მსგავსი მოპყრობა პედაგოგებისადმი სახელმწიფოს მხრიდან. მოვითხოვთ, სასწრაფო წესით გადახედოთ საკითხს და შეცვალოთ პროგრამა კონკრეტული საგნების მიხედვით. სამომავლოდ კი, დასახეთ რეალისტური გეგმები, რომელიც მორგებულია პროფესიულ განვითარებაზე და ყველას მოგვცემს საუკეთესო შედეგს.  თუ პედაგოგი ყოველისმცოდნეა, მაშინ დაუთმეთ გზა პედაგოგებს!        
gallery images

ტრანსპორტის ტარიფზე შეღავათით ისარგებლონ კერძო სკოლის მასწავლებლებმაც

ქ. თბილისის მერიისგან დადგენილი შეღავათიანი ტარიფით (20 თეთრი) სარგებლობენ დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები. ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე და ასევე ზოგადი განათლების მიზნების თანაბარი კეთილსინდისერებით მსახურების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, სამართლიანი მოთხოვნაა ამ კატეგორიას დაემატოს კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების საშეღავათო ტარიფით სარგებლობის შესაძლებლობა.
gallery images

სამი კოენსა და ანა ვიჩენცინოს მიენიჭოთ საქართველოს მოქალაქის სტატუსი

I attended the seminar conducted by LLC Leo Institute (ID: 402113510) which is founded by Sami Cohen and Anna Vicenzino in Georgia. It was a foundational experience for me, which significantly changed my views and attitudes regarding leadership and relationships. Thanks to the seminar, I feel more optimistic and more in charge of creating my life. I believe that LLC Leo Institute does an incredible job in Georgia by improving and supporting the leadership culture and bringing a positive contribution to the Georgian people. With this signature, I express my endorsement to grant Sami Cohen and Anna Vicenzino Georgian citizenship.   მე დავესწარი შპს "ლეო ინსტიტუტი"-ს (ს.კ.: 402113510) მიერ ორგანიზებულ სემინარს, რომელიც დაარსებულია სამი კოენისა და ანნა ვიჩენცინოს მიერ საქართველოში. ამ გამოცდილებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩემი შეხედულებები და დამოკიდებულება ლიდერობასა და ურთიერთობებზე. სემინარის წყალობით, გავხდი მეტად ოპტიმისტი და პასუხისმგებელი ჩემი ცხოვრების მიმართ. მე მჯერა, რომ შპს ლეო ინსტიტუტი მნიშვენლოვან საქმეს აკეთებს საქართველოში, აუმჯობესებს და მხარს უჭერს ლიდერშიპის კულტურას და დადებითი წვლილი შეაქვს ქართველი ხალხის ცხოვრებაში. ამ ხელმოწერით გამოვხატავ სურვილს სამი კოენსა და ანა ვიჩენცინოს მიენიჭოთ საქართველოს მოქალაქის სტატუსი.
gallery images

პედაგოგებო!!! ვაგროვებთ ხელმოწერებს. 1. 10-10 კრედიტიან უფროს მასწავლებლებს მიანიჭონ წამყვანის სტატუსი. 2. ყველას მიეცეს გამოცდაზე გასვლის უფლება, ვგულისხმობ 1, 4 და 7 კრედიტიან უფროს მასწავლებლებს.

გთხოვთ , ყველა დაგვიდექით მხარში. ვიწტებთ ხელმოწერების შეგროვებას. ვითხოვთ, 10-10 კრედიტიან პედაგოგებს პირდაპირ მოგვენიჭოს წამყვანის სტატუსი. ყველას მიეცეა სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა. ვგულისხმობ 1, 4, 7 კრედიტიან უფროს მასწავლებლებს.
gallery images

ონლაინ გამოცდების მოთხოვნა ევროპის უნივერსიტეტში

 საქართველოში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება არის ყველა ადამიანისთვის რისკის შემცველი. დღითიდღე მატულობს ინფიცირებულთა მაჩვენებელი და იზრდება სიკვდილიანობა, ამის მიუხედავად, ,,ევროპის უნივერსიტეტი'' აუდიტორიულ სივრცეში ატარებს გამოცდებს. სტუდენტები ვითხოვთ, პირველი სემესტრის დასკვნითი გამოცდების ჩატარებას ონლაინ რეჟიმში.
gallery images

ონლაინ გამოცდების მოთხოვნა ევროპის უნივერსიტეტში

 საქართველოში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება არის ყველა ადამიანისთვის რისკის შემცველი. დღითიდღე მატულობს ინფიცირებულთა მაჩვენებელი და იზრდება სიკვდილიანობა, ამის მიუხედავად, ,,ევროპის უნივერსიტეტი'' აუდიტორიულ სივრცეში ატარებს გამოცდებს. სტუდენტები ვითხოვთ, პირველი სემესტრის დასკვნითი გამოცდების ჩატარებას ონლაინ რეჟიმში.
gallery images

ონლაინ გამოცდები ევროპულ უნივერსიტეტში!

ვითხოვთ ონლაინ გამოცდებს. კორონა ვირუსი...