add one
gallery images
gallery images

ბინა ყველა უსახლკარო ოჯახს ქირის თანხის სანაცვლოდ

უსახლკარო ქვია ოჯახს რომელიც არსად არ ფლობს საცხოვრებელს და ამის გამო წლები უწევთ ქირით ცხოვრება. ჩემი და ჩემი გუნდის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად ქირით  ცხოვრება  ათეულ წლებთანაა დაკავშირებული უშედეგოდ.  ხელმოწერების შეგროვების მიზანია საქართველოში არსებობდეს საბინაო პროგრამა, რომელიც აღნიშნულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს მისცემს საშვალებას ქირის თანხის სანაცვლოდ იცხოვრონ საკუთარ ბინებში.  მსოფლიო დონეზე მსგავსი პროექტი უამრავ ქვეყანაში მიმდინარეობს, ამიტომ მე და ჩემს გუნდს გვსურს საქართველოშიც არსებობდეს დაბინახების ხელშეწყობის პროგრამა რომელიც ჩვენი სახელფასო შემოსავლებისა და საშვალო ფენა მოსახლეობის შესაბამისია.  მოგეხსენებათ საქართველოში ქირით მაცხოვრებელი ოჯახების უმეტესობა არის შრომის უნარიანი, ხელფასზე მომუშავე ოჯახები და ხელფასის არსებობა ეს უკვე სოციალური სტატუსის მოსაპოვებლად დიდ პრობლემას წარმოადგენს. მუდმივი ქირით ცხოვრება და სოციალური კუთხით შექმნილი პრობლემები გვინდა თუ არგვინდა მომავალ თაობაზეც ახდენს გავლენას.  გვქონდეს საცხოვრისი ეს ჩვენი კონტიტუციური უფლებაა და არა ფუფუნება
gallery images

შეწყდეს დისკრიმინაცია და სამართლიანად გადანაწილდეს სახელფასო ბიუკეტი

საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გვინდა გაგაცნოთ ინფორმაცია EMIS-ის IT სახელფასო ბიუჯეტის შესახებ. გამოთხოვილ ინფორმაცის ანალიზის საფუძველზე მოვითხოვთ, ჩატარდეს ფინანსური აუდიტი და დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი არამიზნობრივ ხარჯვას და EMIS-ის თანამშრომლებისთვის სახელფასო ბიუჯეტის დისკრიმინაციულ განაწილებას. წარმოდგენილ დოკუმენტებში ნათლად ჩანს, რომ შტატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება 2012 წლიდან . ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი არა. ვფიქრობთ ბიუჯეტის ასეთი განაწილება არის დისკრიმინაციული და სახალხო დამცველს ვთხოვთ შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი შემდგომი რეაგირებისთვის. ჩვენი მოთხოვნაა დასრულდეს „მონათმფლობელური“ დამოკიდებულება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის და გამოყოფილი რესურსების გადანაწილება განხორციელდეს სამართლიანობისა და კანონის დაცვით.
gallery images

განახლდეს გამოსახლების პროცედურა

ჩვენ ვითხოვთ განახლდეს გამოსახლების პროცედურა რათა შევძლოთ ჩვენი საკუთარი უძრავი ქონებიდან ურჩი არაკანონიერი მაცხოვრებელი ადამიანების გამოსახლება და ჩვენივე საკუთარი უძრავი ქონების გამოყენება. გაუქმდეს  მთავრობის  2020 წლის 23 აპრილის  322-ე დადგენილება. და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უბრძანოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. კერძოდ მის ხელმძღვანელს ერეკლე ღვინიანიძეს განაახლოს იძულებით გამოსახლების პროცედურები. 
gallery images

Save the life of Saakashvili!

საქართველოს  პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს   ჩვენ, ქართველი სტუდენტები გერმანიაში, ძალიან დიდი შფოთვით და შეძრწუნებით ვადევნებთ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.   ჩვენ, უბრალო სტუდენტებს და საქართველოს მოქალაქეებს, ამ წუთას სამწუხაროდ არ შეგვიძლია რაიმე გადავწყვიტოთ, მაგრამ იმედი გვაქვს,  ჩვენი ხმა იმ ადამიანებამდე მიაღწევს, ვისაც დღეს ჩვენზე მეტი შეუძლია. ჩვენ ვართ საქართველოს მომავალი და მოვითხოვთ, რომ საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინოს მომავლის  გზავნილი, რომელიც ერთადერთი და უპირობოა:             დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში და გაუწიეთ მას ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება! მისი ძალადობრივი გადათრევა ერთი ციხიდან მეორეში, ადამიანის უფლებების უხეში  დარღვევებით, მისდამი  არაადამიანური მოპყრობა, რაც პენიტენციური სამსახურის მიერ  გავრცელებული ვიდეოკადრებით დასტურდება, არის მკვეთრი უკანსვლა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. შემაშფოთებელია  ევროპარლამენტარებისთვის ნათქვამი უარი მოინახულონ მოშიმშლე პატიმარი, ასევე ექიმთა კონსილიუმისა და სახალხო დამცველის მოწოდებების მრავალგზის უგულვებელყოფა. ეს ყველაფერი ძალიან გვაშორებს იმ საქართველოსგან, რომელშიც ჩვენ გვინდა ცხოვრება.   ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც საქართველო დროებით, ნებაყოფლობით, სწავლისთვის დატოვა, განსხვავებით ჩვენი წინა თაობებისაგან, რომლებისთვისაც ქვეყნიდან წასვლა თვითგადარჩენას ნიშნავდა. ჩვენ აღარ გვინდა დავუბრუნდეთ იმ რეალობას, როცა სახელმწიფო არ და ვერ უზრუნველჰყოფს საკუთარი მოქალაქეების ფიზიკური და მორალური განადგურებისგან დაცვას, სადაც დღის წესრიგს ძალაუფლება და მისით ნაკარნახევი ანგარიშსწორება განსაზღვრავს.  ქვეყანაში, სადაც ახლა ვცხოვრობთ, წარმოუდგენელია ნებისმიერ პატიმარს, ნებისმიერ ადამიანს, არ გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება და მოექცნენ ისე, როგორც დღეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ექცევიან.   ბატონო ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერ, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ყოველთვის გაქვთ მიმართული მზერა იქ, სადაც ადამიანები იჩაგრებიან, სადაც დემოკრატიის ფასეულობები საფრთხეშია, ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, ახლაც გაუზიაროთ თქვენი აზრი და ხედვა ჩვენს  სახელმწიფო მეთაურებს.   საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწვეული კვალიფიციურ ექიმთა კონსილიუმის დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა მომხდარიყო შესაბამისი პერსონალითა და სამედიცინო აღჭურვილობით დაკომპლექტებულ საავადმყოფოში. საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით კი ნომერი მე-18 დაწესებულება, ე.წ. ციხის საავადმყოფო, სადაც მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის 39-ე დღეს ძალადობრივად გადაიყვანეს, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ამასთანავე, სახალხო დამცველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში მოთავსება, რომელიც ნომერ მე-8 პენიტენციური დაწესებულების გვერდით მდებარეობს, შეიცავს მისი უსაფრთხოების გარკვეულ რისკებს.   ბატონო შტაინმაიერ, ჩვენ არ ვითხოვთ იმას, რაც არ წერია ჩვენს კონსტიტუციაში. ჩვენსავით ათასობით ადამიანს საქართველოში მიაჩნია, რომ სწორედ მესამე პრეზიდენტის უფლებების დაცვაზე გადის გამყოფი ხაზი დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს, ქვეყნის დასავლურ კურსსა და რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას, პასუხისმგებლიან სამოქალაქო და ვერშემდგარ საზოგადოებას შორის.  ამ წუთას, იგივე მოთხოვნით საქართველოს პარლამენტის ათი წევრი შიმშილობს. ერთ-ერთი მათგანი, ელენე ხოშტარია, პარლამენტის შენობაში უკვე მე-14 დღეა შიმშილობს და მისი სიცოცხლეც საფრთხეშია. მთავრობას ქვეყანა კატასტროფული დეჰუმანიზაციისკენ მიჰყავს. ჩვენ არ გვსურს ვუყურებდეთ ადამიანის სიკვდილს საკანში, რომელსაც სახელმწიფო უარს ეუბნება სამედიცინო დახმარებაზე! ყველას, ვინც საქართველოს, ამ პატარა ქვეყანას, მშვიდობას და დემოკრატიულ ღირებულებებს უსურვებს, ვთხოვთ მიმართონ ჩვენს მთავრობას და მოსთხოვონ მას დაიცვას ადამიანის უფლებები!    მივმართავთ ასევე საქართველოში მცხოვრებ ყველა სტუდენტს: ჩვენ თქვენთან ერთად ვართ ამ მშვიდობიანი პროტესტის დროს. ჩვენ გვმართებს ჩვენი წინამორბედი სტუდენტების, რომლებმაც ხმა აიმაღლეს საქართველოსთვის რთულ პერიოდებში. გავიხსენოთ თუნდაც, 1978 წელი, როდესაც ჩვენ დაბადებულებიც არ ვიყავით, როდესაც საქართველოში სტუდენტებმა დიდი პროტესტით შეგვინარჩუნეს ქართული, როგორც სახელმწიფო ენა; ენა, რომელზედაც დღეს ვსაუბრობთ, ვწერთ და გვიყვარს. დღეს აუცილებელია,  ჩვენც დავიცვათ ჩვენი მომავალი, რათა ათწლეულების მერეც ჰქონდეთ სხვებს, უმცროს თაობებს რწმენა იმისა, რომ ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას!   მადლობას გიხდით ყურადღებისთვის!   სტუდენტები საქართველოს ფარგლებს გარეთ და საქართველოში ვუერთდებით პეტიციას:     An den Premierminister Georgiens, Herrn Irakli Garibashvili, an die Präsidentin Georgiens, Frau Salome Zurabishvili, an den Bundespräsidenten der Bundesrepublik Deutschland, Herrn Frank-Walter Steinmeier   Wir, georgische Studenten in Deutschland, beobachten mit großer Besorgnis und Empörung die Geschehnisse der letzten Wochen in Georgien.   Wir, die einfachen Studenten in Deutschland und Bürger Georgiens, können im Moment leider nichts entscheiden, aber wir können uns durch unser Wort äußern und hoffen sehr, dass diese Worte die Menschen erreichen, die mehr Macht als wir haben. Wir sind die Zukunft Georgiens und wir fordern die georgische Regierung auf, unsere Botschaft zu hören, eine Botschaft, die unserer Meinung nach keine Alternative hat:             Bitte verlegen Sie umgehend den Ex-Präsidenten Georgiens, Herrn Mikheil Saakashvili, in eine zivile Klinik und sorgen Sie dafür, dass er alle notwendige medizinische Versorgung erhält! Die gewaltsame Überführung von einem Gefängnis ins andere, die mit schweren Verletzungen der Menschenrechte durchgeführt wurde, sowie der inhumane Umgang mit dem Ex-Präsidenten, belegt durch die veröffentlichten Videoaufnahmen des Strafvollzuges, sind ein deutlicher Rückschritt in der Geschichte unseres Landes. Die Verweigerung von Besuchen des inhaftierten und hungernden Ex-Präsidenten durch Mitglieder des Europäischen Parlaments als auch das Ignorieren der mehrfachen Aufforderungen des Ärztekonsiliums und der Ombudsfrau sind höchst besorgniserregend. Alles das entfernt uns meilenweit von dem Georgien, in dem wir leben wollen.   Wir sind eine Generation, die Georgien freiwillig und vorübergehend mit dem Wunsch zu studieren verlassen hat, im Unterschied zur vorherigen Generation, für die das Land zu verlassen zu überleben bedeutete. Wir wollen nicht mehr zurück zu einer Realität, in welcher der Staat die eigenen Bürger nicht vor physischer oder moralischer Zerstörung schützen kann oder schützen möchte, einer Realität, in der das Tagesgeschäft durch die Macht und die von ihr geschürte Revanche bestimmt ist. In dem Land, in dem wir jetzt leben, ist es absolut unvorstellbar, dass ein inhaftierter Mensch, egal wer, keine notwendige medizinische Versorgung erhält und so behandelt wird, wie man derzeit den Ex-Präsidenten Georgiens behandelt.   Sehr verehrter Herr Bundespräsident Frank-Walter Steinmeier, wir wissen, dass Ihr Blick immer dorthin gerichtet ist, wo Menschen ungerecht behandelt werden, wo das freie Wort und die demokratischen Werte in Gefahr sind. Deswegen wollen wir Sie eindringlich darum bitten, Ihre Meinung und Sicht unseren Regierungschefs mitzuteilen.   Gemäß dem Gutachten des professionellen Ärztekonsiliums, welches das georgische Justizministerium einberufen hat, sollte die medizinische Behandlung Mikheil Saakashvilis in einer hinsichtlich Ausrüstung und Personal geeigneten Klinik erfolgen. Nach dem Gutachten der georgischen Ombudsfrau erfüllt die Klinik #18, die sogenannte Gefängnisklinik, in die Mikheil Saakashvili am 39. Tag seines Hungerstreiks gewaltsam überführt wurde, in großen Teilen der medizinischen Versorgung nicht die Voraussetzungen, welche die interdisziplinäre Gruppe der Ärzte angemahnt hatte. Zudem betonte die Ombudsfrau, dass die Verlegung Mikheil Saakashvilis in die Klinik #18, die sich unmittelbar neben dem Gefängnis #8 befindet, gewisse Risiken für seine Sicherheit mit sich bringt.   Sehr verehrter Herr Bundespräsident, wir fordern nichts, was nicht in der georgischen Verfassung steht. So wie wir sind auch Tausende von Menschen im Land der Meinung, dass an den Rechten des Ex-Präsidenten Georgiens die Trennlinie zwischen Demokratie und Autoritarismus, zwischen westlichem Kurs und einer Rückkehr zur russische Machtideologie, zwischen einer verantwortungsvollen und einer gescheiterten Zivilgesellschaft verläuft. Weiterhin befinden sich im Moment zehn Mitglieder des georgischen Parlaments im Hungerstreik. Frau Elene Khoshtaria hungert bereits den 14. Tag im Gebäude des Parlaments, ihr Leben ist in Gefahr. Die Regierung führt das Land in Richtung einer absoluten Entmenschlichung. Wir wollen nicht zusehen, wie ein Mensch in der Gefängniszelle stirbt, weil ihm der Staat die notwendige medizinische Versorgung verweigert. Alle, die Georgien, diesem kleinen Land, Frieden und Demokratie wünschen, bitten wir sehr, sich an unsere Regierungschefs zu wenden und sie zum Befolgen der Menschenrechte aufzufordern.   Wir wenden uns auch an alle Studenten in Georgien: Wir sind mit euch bei den derzeitigen friedlichen Protesten. Wir stehen, in gewisser Weise, in der Schuld jener Studenten, die in schwierigen Zeiten ihre Stimme für Georgien erhoben haben. Zum Beispiel als im Jahr 1978, in einer Zeit, als wir nicht einmal geboren waren, die Studenten mit großem Protest erreichten, dass unsere Sprache, das Georgische, uns als staatliche Sprache erhalten blieb. Es ist heute die Sprache, die wir sprechen, in der wir schreiben und die wir lieben. Heute ist es wichtig, unsere Zukunft zu schützen, damit auch in den kommenden Jahrzehnten die Jugend Georgiens fest davon überzeugt ist, dass es nichts Wichtigeres gibt als das menschliche Leben!   Wir danken Ihnen für Ihre Aufmerksamkeit!   Studenten außerhalb und innerhalb Georgiens schließen sich dieser Petition an:
gallery images

ხელოვანების მოწოდება მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისათვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ჩვენ, ლიტერატურის, თეატრისა და კინოს, მუსიკისა თუ კულტურის სხვა სფეროში მომუშავე ადამიანები, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისაგან დამოუკიდებლად, მოგმართავთ და მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ აღმოუჩინოთ დახმარება საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და გადაიყვანოთ ის ისეთ კლინიკაში, როგორსაც გაეწია რეკომენდაცია ექიმთა კონსილიუმისა და სახალხო დამცველის მიერ. ჩვენ არ ვართ მომხრე პოლიტიკური ანგარიშსწორებისა, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ართმევს იმედს მომავალ თაობებს; ჩვენ გვსურს ამ ქვეყანაში სახელმწიფო უფრთხილდებოდეს ადამიანის სიცოცხლეს. დაუშვებელია სამართლიანობის სახელით სასიკვდილო განაჩენის გამოტანა ნებისმიერი ადამიანისათვის. გვჯერა, რომ მესამე პრეზიდენტის შიმშილით სიკვდილი, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ სრულდება ექიმებისა და სახალხო დამცველის მოთხოვნა - გაეწიოს პატიმარს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, გამოუსწორებელ ლაქად დააჩნდება საქართველოს უახლეს ისტორიას. ხელმომწერნი:) 1. ციაკო აბესაძე 2. ბექა ადამაშვილი 3. ნიკოლოზ აგლაძე 4. მაია ალუდაური 5. რატი ამაღლობელი 6. ზაალ ანდრონიკაშვილი 7. მაია ბადრიძე 8. თამაზ ბათიაშვილი 9. ლიზა ბათიაშვილი-ლელუ 10. მედიკო ბაქრაძე 11. ლადო ბეროზაშვილი 12. ლევან ბერძენიშვილი 13. პაატა ბურჭულაძე 14. ლაშა ბუღაძე 15. ნატალია გაბისონია 16. რეზო გეთიაშვილი 17. ნათია გიორგაძე 18. მარი გულბიანი 19. დალილა გოგია 20. ნანა გოგოლაშვილი 21. ხათუნა გოგუა 22. გია გოკიელი 23. ბექა გოჩიაშვილი 24. ნატო დავითაშვილი 25. ქეთი დანელია 26. ირინა დემეტრაძე 27. თეონა დოლენჯაშვილი 28. ლელა დუმბაძე 29. ხატია ეკიზაშვილი 30. ნანა ექვთიმიშვილი 31. ვახო ვარაზი 32. დავით ვაშაძე 33. ლია ვიტეკი 34. სოფო ზერაგია 35. დათა თავაძე 36. ხათუნა თავდგირიძე 37. კოტე თაყაიშვილი 38. თამარ თვარაძე 39. შოთა იათაშვილი 40. მედეა იმერლიშვილი 41. პიტერ იანი 42. გიორგი კაკაბაძე 43. ირაკლი კაკაბაძე 44. ნინია კაკაბაძე 45. ლანა კალანდია 46. კატო კალატოზიშვილი 47. მაკა კასრაძე 48. ნინო კასრაძე 49. სოფო კილასონია 50. ზვიად კვარაცხელია 51. ალექსანდრე კვატაშიძე 52. ნესტან ნენე კვინიკაძე 53. თამარ კვიჟინაძე 54. დარეჯან კიკოლიაშვილი 55. ნინო კირთაძე 56. მეგი კობალაძე 57. ლელა კოდალაშვილი 58. მაია კუდავა 59. ნუცა კუხიანიძე 60. ნიკა ლაშხია 61. შორენა ლებანიძე 62. ეკატერინე მაზმიშვილი 63. სალომე მაისაშვილი 64. ლიკა მაისურაძე 65. თინა მამულაშვილი 66. დიანა მაღლაკელიძე 67. მარიამ მაღრაძე 68. გურამ მაცხონაშვილი 69. ქეთი მაჭავარიანი 70. თეკლა მაჭავარიანი 71. თაკი მუმლაძე 72. მუხრან მახარაძე 73. ნათია მიქელაძე 74. ტორესა მოსი 75. ქეთი ნადიბაიძე 76. ელენე ნავერიანი 77. დავით ნათიძე 78. გაგა ნახუცრიშვილი 79. ქეთი ნიჟარაძე 80. გივი (ბესო) ოდიშარია 81. ლელა ოჩიაური 82. ზურა პაპიაშვილი 83. სოფო ჟვანია 84. ნიკოლოზ რაჭველი 85. ლელა სამნიაშვილი 86. ბესო სოლომონაშვილი 87. ირაკლი სოლომონაშვილი 88. ილიკო სუხიშვილი 89. ნინო სუხიშვილი 90. თამარ ტატიშვილი 91. ეკატერინე ტოგონიძ ე 92. დათო ტურაშვილი 93. ანა ურუშაძე 94. გიორგი უშიკიშვილი 95. ნინო ფურცხვანიძ ე 96. თამრი ფხაკაძე 97. დავით ქაშიაშვილი 98. ივა ქიმერიძე 99. არჩილ ქიქოძე 100. გია ქობულაშვილი 101. კოტე ყუბანეიშვილი 102. ნინო შაბურიშვილი 103. თაკო შავგულიძე 104. ქეთა შათირიშვილი 105. პაატა შამუგია 106. ირმა შარიქაძე 107. პაპუნა შარიქაძე 108. გაგა შიშინაშვილი 109. თამუნა შენგელია 110. გიო შველიძე 111. ნიკა ჩერქეზიშვილი 112. ბელა ჩეკურიშვილი 113. ნინო ჩიჩუა 114. პაატა ციკოლია 115. დათი ცინცაძე 116. ლელა ცუცქირიძე 117. ხათუნა ცხადაძე 118. იაკო ჭილაია 119. ირინე ჭოღოშვილი 120. ანა ხაზარაძე 121. ბასა ხარაზი 122. თეო ხატიაშვილი 123. ნინო ხარატიშვილი 124. ბექა ხაჩიძე 125. სოსო ხვედელიძე 126. დავით ხმალაძე 127. გვანცა ჯობავა 128. თეონა ჯორბენაძე
gallery images

შეიცვალოს მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრის წესი

დღევანდელი  მძიმე  ვითარების  პირობებში  მარტოხელა  მშობლისთვის  ბავშვის  აღზრდა  მრავალ  სირთულესთან  არის  დაკავშირებული  როგორც  ეკონომიკური,  ისე  სოციალური  თვალსაზრისით.  ამას  ართულებს   ისიც,  რომ  მოქმედი  სამართლებრივი  რეგულაციები  არ  ეხება  იმ პირთა  წრეს, რომელსაც  სრულიად  მარტო  უხდება  არასრულწლოვანი  შვილის/შვილების  აღზრდა.  აღნიშნული  კი  გახლავთ  მიზეზი  იმისა, რომ  ისინი  ვერ სარგებლობენ  სოციალური  შეღავათებით. სამოქალაქო  კოდექსის  1191  პრიმა  მუხლი  ეხება  მარტოხელა  მშობლების  ძალიან  ვიწრო  კატეგორიას  და  ყურადღების  მიღმა  ტოვებს  იმ  მშობლებს,  რომლებსაც  მეუღლე  გარდაცვლილი  ჰყავთ  და  არ  იმყოფებიან  ქორწინებაში  ან   თუ  ბავშვის  მეორე  მშობელს  ჩამორთმეული  აქვს  ამ  ბავშვის  მიმართ  მშობლის  ყველა  უფლება-მოვალეობები  და  შესაბამისად,  მშობელს  სრულიად  მარტო  უხდება  ბავშვის  აღზრდა. მოვითხოვთ,  რომ  სამოქალაქო  კოდექსის  1191  პრიმა  მუხლის  მეორე  და  მესამე  ნაწილები  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  სახით: 2. მარტოხელა  დედა  არის  პირი,  რომელსაც  ჰყავს  ქორწინების  გარეშე  დაბადებული  18  წლამდე  ასაკის  შვილი,  თუ  ბავშვის  დაბადების  აქტის ჩანაწერში  არ არის  შეტანილი  ჩანაწერი  ბავშვის  მამის  შესახებ,  ან  თუ  დაბადების  აქტში  არის  ჩანაწერი  ბავშვის  მამის  შესახებ,  მაგრამ  ბავშვის  მამა  არის  გარდაცვლილი  და  დედა  არ  იმყოფება  ქორწინებაში  ან თუ  მამას  ჩამორთმეული  აქვს  ამ  ბავშის  მიმართ  მშობლის  უფლება-მოვალეობები  და  დედა  არ  იმყოფება  ქორწინებაში.   აგრეთვე  პირი,  რომელსაც  ჰყავს  შვილად  აყვანილი  18  წლამდე  ასაკის  ბავშვი  და  რომელიც  ბავშვის  შვილად  აყვანის  მომენტში  არ  იმყოფებოდა  რეგისტრირებულ  ქორწინებაში.   3. მარტოხელა  მამა  არის  პირი,  რომელსაც  ჰყავს  ქორწინების   გარეშე  დაბადებული  18  წლამდე  ასაკის  შვილი,  თუ  ბავშვის  დაბადების  აქტის ჩანაწერში  არ  არის  შეტანილი  ჩანაწერი  ბავშვის  დედის  შესახებ,  ან  თუ  დაბადების  აქტში  არის  ჩანაწერი  ბავშვის  დედის  შესახებ,  მაგრამ  ბავშვის  დედა  არის  გარდაცვლილი  და  მამა არ  იმყოფება  ქორწინებაში  ან  თუ  დედას  ჩამორთმეული  აქვს  ამ  ბავშვის  მიმართ  მშობლის  უფლება-მოვალეობები  და  მამა  არ  იმყოფება  ქორწინებაში.   აგრეთვე  პირი,  რომელსაც  ჰყავს  შვილად  აყვანილი  18  წლამდე  ასაკის  ბავშვი  და  რომელიც  ბავშვის  შვილად  აყვანის  მომენტში  არ  იმყოფებოდა  რეგისტრირებულ  ქორწინებაში.     ვიმედოვნებ,  რომ  პარლამენტი  გაიზიარებს  აღნიშნულ  მოთხოვნას.  
gallery images

1 ივნისი, ნინოობა და ბავშვთა დაცვის დღე გამოცხადდეს უქმედ

სამწუხარო რეალობაა მაგრამ დღეს მშობლები, რომლებიც მუშაობენ ნაკლებ დროს ატარებენ შვილებთან.ვფიქრობთ, როგორც მშობლებს  ასევე ბავშვებს აქვთ უფლება ბავშვთა დაცვის დღე გაატარონ ერთად. ამ დღესთან დაკავშირებით ჩავატარეთ კვლევა, გამოვკითხეთ ბავშვები და კითხვაზე, თუ რა იყო მათთვის ყველაზე სასურველი საჩუქარი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უმრავლესობის პასუხი იყო, ამ დღის მშობლებთან ერთად გატარება. თუ თქვენც იგივეს ფიქრობთ, შემოგვიერთდით და ერთად ვაჩუქოთ პატარებს და მშობლებს ერთად ყოფნის ერთი დღე. ასევე, პირველი ივნისი არის ნინოობა და ვფიქრობთ საქართველოში ეს დღე უნდა იყოს დასვენება.
gallery images

გაუქმდეს საბანკო საკომისიო გადასახადი კომუნალურზე

ბანკების ანგარიშზე ირიცხება თანხა სხვადასხვა კერძო კომპანიის კომუნალურების გადასახადი, რომელიც ისედაც დიდ მოგებას უტოვებს მათ. კიდევ დამატებით ყველა სააბონენტო გადასახადზე მინიმუმ 0.50 ლარი, ანუ ყოველი მომხმარებლიდან ყოველთვიურად მინიმუმ 2 ლარი (მეტიც) გამრავლებული მომხმარებლის რაოდენობაზე შეადგენს კოლოსალურ თანხას. მოვითხოვთ საკომისიოს გაუქმებას და კიდევ, კონკრეტული ანგარიში ქონდეს ყველა კომპანიას. უშუალოდ, მათ ანგარიშზე მოხდეს თანხის ჩარიცხვა და არა ბანკების „კერძო ინტერესების“ გავლით, რა თქმა უნდა არა სააბონენტოს გაზრდის და ბანკისთვის ე.წ.  „ქეშბექის“ ხარჯზე.
gallery images

დაიგოს დიდი დიღომის რამდენიმე ქუჩაზე მწოლიარე პოლიციელი

დიდი დიღომის მოსახლეობა თბილისის მერიას ვთხოვთ, პეტრე იბერის, დემეტრე თავდადებულის და მირიან მეფის ქუჩაზე მწოლიარე პოლიციელების დაგებას. ეს მოთხოვნა გამომდინარეობს იქიდან, რომ ღამის საათებში, 23:00-ის შემდეგ, ადამიანები არაფხიზელ მდგომარეობაში მართავენ ავტომობილებს გადამეტებული სიჩქარითა და სიცოცხლისთვის საშიში მანევრებით, რაც შესაბამის ხმაურს და უსიამოვნებას იწვევს. ეს ისახება დიდი დიღომის მოსახელობის ცხოვრების ხარისხზე და დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს მოსახლეობის ჯანმრთელობის და სიცოცხლის საკითხს.
gallery images

თავისუფლება ზურაბ ზვიადაურს

ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს,რომელმაც ბევრჯერ ასახელა ჩენი სამშობლო და ბევრჯერ გაგვახარა ,ახლა მძიმე დღეები უდგას ბრალდებულია ძმის მკვლელის მკვლელობის საქმეში .ზურაბ ზვიადაური მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და მოხდა მძიმე ტრაგედია ,ზურას ყავს ფეხმძიმე მეუღლე ,17 წელი ელოდა ნანატრ  შვილს ,გთხოვთ მოაწეროთ ხელი და წარვუდგინოთ ხელმოწერები პროკურატრას და სასამართლოს რათა ზურაბ ზვიადაურს შეუმსუბუქდეს სასჯელი და გათავისუფლდეს,მას ის ტრაგედიაც ეყოფა რაც მის თვალწინ დატრიალდა.ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა
gallery images

საგზაო მოძრაობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის

ხელოვნური უსწორმასწორობა (მწოლიარე პოლიცია) ქ. თბილისში, დაბა წყნეთში (ვაკის რაიონი, 0179) ხშირია ავტოსაგზაო წესების დარღვევა (დასახლებულ პუნქტში დასაშვებზე მაღალი სიჩქარით მოძრაობა). ეს გარემოება გამოწვეულია რამდენიმე მიზეზის გამო და ძირითად მიზეზად მაინც ის რჩება, რომ წყნეთს როგორც სამთო კლიმატურ საკურორტო ზონას ხშირად სტუმრობენ მძღოლები რომლებმაც ადგილობრივი მოსახლეობისგან განსხვავებით, არ იციან წყნეთის ქუჩები და შესაბამისად უპირველესად მათთვის მიზანშეწონილია საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების ინფრასტრუქტურის გამართვა. დიმიტრი ამილახვარისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე მდებარე საზოგადოებრივ პარკში რომელსაც ადგილობრივი მოსახელობა „მემორიალური პარკის სახელით“ იცნობს, სადაც იკრიბებიან და ისვენებენ როგორც უფროსი ასე უმცროსი თაობის წარმომადგენლები დიდი, ავტოსაგზაო საფრთხის წინაშე დგანან რადგან: უშუალოდ დასასვენებელ პარკს არცერთი მხრიდან არ აქვს ზებრა გადასასვლელი დანართი დანართი (ამ ადგილას იდგა გზის ამრეკლავი სარკე სადაც ყველას შეეძლო დაენახა მომავალი ტრანსპორტი, რომელიც დღეს უფრო აუცილებლობას წარმოადგენს რადგან ელექტრო და ნახერადელექტრო მანქანებს არ გააჩნიათ მკაფიო ხმა რის გამოც შუახნის გადაცილებულ ადამიანებს უჭირთ მათი მოახლოების ხმის აღქმა) დანართი მთავარი და მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთის ნიშნები მკაფიოდ, თვალში მოსახვედრად არ ჩანს. არ დგას სტაციონალური სიჩქარის შემზღუდველი ნიშანი; გზაზე საფეხმავლო ხელოვნური უსწორმასწორობა არ არის გამოყენებული; წყნეთის საზოგადოება თავის არჩეული მთავრობისგან მოითხოვს მაღალი პასუხიმგებლობა გამოავლინოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ და დროულად მიიღოს ზომები სანამ ვინმე დაზარალებულა!
gallery images

შეწყდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებით „მოსახლეობაზე ზრუნვა“

შეწყდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებით „მოსახლეობაზე ზრუნვა“! გადაადგილების შესაძლებლობის წართმევა გულისხმობს ადამიანების შემოსავლის გარეშე დატოვებას, რასაც არაფერი აქვს საერთო ზრუნვასთან! საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც იძულებულია, სხვა, ალტერნატიული გზის არქონის გამო, იმგზავროს დაბინძურებული საზ. ტრანსპორტით, მგზავრობაში დახარჯოს 2-ჯერ, 3-ჯერ მეტი დრო, ვიდრე რეალურად არის საჭირო, არის სწორედ ის ფენა, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს რეალურ ზრუნვას, ზოგადადაც, და, მით უფრო, 2 წლიანი კოვიდ-რეგულაციების ფონზე, რეგულაციებისა, რომლებმაც, პირველ რიგში, სწორედ ამ ფენაზე იმოქმედა, არანაკლებ დამაზიანებლად, ვიდრე კოვიდით დაინფიცირებას შეიძლება ემოქმედა. ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კოვიდ-ინფექცია, არამედ შემოსავლის დაკარგვის შედეგად, ისედაც არასათანადო კვების მეტად გაუარესებით გამოწვეული ათასობით სხვა დაავადება და მარტივად განკურნებადი დაავადებების მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, ისევ და ისევ საკმარისი შემოსავლების არქონის და კოვიდ-შეზღუდვებით კიდევ უფრო შემცირების გამო. შეწყდეს დისკრიმინაცია სოციალური სტატუსით! საზ. ტრანსპორტის გაჩერება სწორედ დისკრიმინაციაა დაბალი სოც. ფენის წარმომადგენლებისა. მხოლოდ ამ ფენის მსხვერპლშეწირვა ხდება „სახალხო ინტერესისთვის“. შედარებით მაღალი სოც. სტატუსის მქონე პირები, პირადი სატრანსპორტო საშუალებებით, რჩებიან ამ შეზღუდვის მიღმა, უპირატეს მდგომარეობაში, მხოლოდ და მხოლოდ პირადი ასს-ის ქონის გამო. ეს მაშინ, როცა თავად ვირუსი არ გვანსხვავებს სოც. სტატუსით და ყველასთვის თანაბარია დაინფიცირების ალბათობა. უდიდეს ნაწილს იმ ფენისა, რომელსაც საზ. ტრანსპორტის გაჩერება ართმევს გადაადგილების შესაძლებლობას, არ აქვს ფუფუნება: დისტანციურად, სახლიდან მუშაობით განაგრძოს შემოსავლის მიღება;  ჰქონდეს დანაზოგი; დამსაქმებელმა უზრუნველყოს მისი ტრანსპორტირება სამუშაო ადგილამდე; მხოლოდ მისი, თუნდაც ამ პირობებში შენარჩუნებული ხელფასი ამყოფინოს ოჯახის რამდენიმე წევრს, რომლებსაც ეზღუდებათ მუშაობა; გადაუდებელი მიზეზებით (მაგალითად, ოპერაციის შემდეგ გადახვევებზე, ან სხვა გეგმიურ სამკურნალო კურსებზე მრავალჯერადი ვიზიტისთვის) გადაადგილებისთვის ისარგებლოს ტაქსით. არსებობის, შრომის, სიცოცხლის უფლება, რაც მოიცავს შეუზღუდავი გადაადგილების უფლებასაც, აქვს ყველას თანაბრად! ყველას სიცოცხლე არის თანაბრად ღირებული! სიცოცხლე არ გულისხმობს მხოლოდ კოვიდ-ინფექციისგან თავის არიდებას! ჩვენი თავი ყველაზე მეტად ჩვენ გვიყვარს და, თუ თვლით, რომ საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვაყენებთ საზ. ტრანსპორტით მგზავრობით, ესეიგი, ჩვენთვის, საზ. ტრანსპორტით მოსარგებლეებისთვის, სასწორის მეორე პინაზე უფრო დიდი რისკები დევს, რისკები, რომლებიც მაღალი ფენიდან უხილავია, როგორც ჩანს.  
gallery images

გამოუშვას ბეჟანია დამენიამ ნიკა დამენია ხვალ რესტორანში

იმერეთის 86 ნომერში მცხოვრებ ბეჟან დამენიამ გამოუშვას თავის მეურვების ქვეშ მყოფი ნიკა დამენია ხვალ რესტორანში
gallery images

გამკაცრდეს კანონი ღამის საათებში ხმაურთან დაკავშირებით

ცენტრალურ ქუჩებში ცხოვრება უკვე შეუძლებელი გახდა მოტოციკლების, მოპედების და სპორტული მანქანების წყალობით. სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით უკვე ძალიან ბევრი წერს და ყველას ერთი პრობლემა აქვს. სპეციალურად აქვს ზოგს დაზიანებული მაყუჩები რადგან თვითონ მიიღონ სიამოვნება და ძალიან გთხოვთ გადახედეთ კანონს და გაამკაცრეთ. ქალაქში არ უნდა ხდებოდეს მსგავსი რამ, დასახლებულ პუნქტში. მოგმართავთ თხოვნით, მოსახლეობის სახელით, გადახედეთ კანონს და შეცვალეთ.