add one
gallery images

დავიცვათ ჩვენი ოთხ თათა მეგობრები

საერთაშორისი პრაქტიკა და მრავალი განვითარებული ქვეყნის მაგალითი გვაჩვენებს რომ ცხოველთა მოვლა-პატრონობის, ყიდვა-გაყიდვის წესების დარღვევა სამართლებრივად კანონით დასჯადია. საქართველოში არსებული კანონმდებლობა ძალიან სუსტია. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით შევქმენით პეტიცია, ვაგროვებთ ხელმოწერებს შემდეგი მოთხოვნით: 1. ყველა ვეტ-კლინიკას, ფედერაციას,კლუბს დაეკისროს ვალდებულება და აქტიურ მოთხოვნად გახადონ ჩიპირება. 2.მოვითხოვთ, მონიტორინგის სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება, დაიწყოს მასიური რეიდი ყველა რაიონსა და ქალაქში ცხოველთა პატრონთა შემოწმება ჩიპზე, არ ქონის შემთხვევაში პირველად შემოწმებაზე ჯარიმა განისაზღვროს 50 ლარის ოდენობით და ჩიპის ჩასადგმელად მიეცეს 3 დღიანი ვადა. განმეორების შემთხვევაში მოხდეს ჯარიმის ოდენომის გაზრდა. 2. აიკრძალოს და გახდეს დასჯადი ცხოველთა (კატა,ძაღლი) რეალიზაცია ღია სივრცეში, ბაზრობებზე ყოველგვარი საბუთის,ვეტ-პასპოტის, ჰიგიენური წესების დაცვის გარეშე. 3.გაიზარდოს ჯარიმა პატრონიანი (ჩიპირებული)ძაღლის მიტოვების შემთხვევაში 1000 ლარამდე. 4.აიკრძალოს არა ოფიციალური კერძო კლუბები, რომლებიც გასცემს საგვარეულო ნუსხას, რაც ხელს უწყობს გაურკვეველი წარმომავლობის ცხოველთა გამრავლებას. 5.გამკაცრდეს კანონი ცხოველთა წამების, საავარიო შემთხვევების ფაქტებზე.
gallery images

სოციალურ სამუშაოში დაინერგოს ხარისხიანი სერვისები, რომელიც უზრუნველყოფს, პოსტ-მშობიარობის დეპრესიაში მყოფი ქალების მხარდაჭერას, ინფორმირებულობასა და მათ გაძლიერებას

პოსტ-მშობიარობის შემდგომ, ქალებს ემართებათ დეპრესია, რაც იწვევს მათი სასიცოცხლო ენერგების დასუსტებას. დეპრესიის გამო, ქალებს უყალიბდებათ არაჯანსაღი დამოკიდებულება როგორც საკუთარი თავის, ასევე, ბვშვებისა და ოჯახის წევრების მიმართ. სამწუხაროდ, აღნიშნულ თემაზე, საზოგადოებაში ცნობიერების დონე საკმაოდ დაბალია, რის გამოც, ეს საკითხი ყურადღების მიღმა რჩება. რეალურად, პრობლემა გაცილებით კომპლექსურია, რადგან პირდაპირ კავშირშია ბავშის კეთილდღეობასთან. პეტიციის მიზანია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წარვადგინოთ ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს, სოციალური მუშაკების ინტერვენციას, აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში დაყენებას და ამასთანავე, ისეთი სერვისების დანერგვასა და განხორციელებას, რომელიც იქნება ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ბენეფიციართათვის. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ამ პროცესების დაძვრა, ხელს შეუწყობს, ჯანმრთელობის სფეროში სოციალური მუშაკების ჩართვასა და გააქტიურებას, რაც მეტად მნიშვნელოვანია საკითხია.
gallery images

ვითხოვთ საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტერინარიის შესახებ

კომპანიონ ცხოველთა მეპატრონეები, რომლებიც მათ ოჯახის წევრებისგან ვერ განვარჩევთ, ხშირად ვეჯახებით მეტად არასასურველ და ტრაგიკულ სიტუაციას მათი არასრულყოფილი ვეტერინარული მომსახურების გამო. გარდა ვეტერინარების კომპეტენციის ნაკლებობისა იკვეთება სისტემური პრობლემები, რის შედეგადაც კომპანიონი ცხოველების მეპატრონეები თავს დაუცველად გრძნობენ ხოლო ვეტერინარები დაუსჯელობის გრძნობის გამო რიგ შემთხვევებში დაუდევრად და უპასუხისმგებლოდ ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას. სწორედ ამ სისტემურ პრობლემებზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება:1. არ არსებობს ვეტერინარის საქმიანობის კონტროლზე უფლებამოსილი უწყება; სურსათის უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული კლინიკების კონტროლის დეპარტამენტს მხოლოდ ვეტ კლინიკების სანჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება შეუძლია და არ აქვს უფლება შეამოწმოს სამედიცინო ჩანაწერები, ოქმები და ვიდეო ჩანაწერები.2. არ არსებობს ქვეყნის მასშტაბით მიღებული საერთო სავალდებულო პროტოკოლები, მათ შორის ანესთეზიის პროტოკოლი, რომლითაც იხელმძღვანელებდა როგორც ვეტერინარი ისე სასამართლო, ცხოველის და მეპატრონის დაზიანების შემთხვევაში. ამის შედეგად ხდება მრავალი დარღვევა, მათ შორის სანარკოზე ძილში ცხოველების სახლში გაწერა.3. არაა განსაზღვრული, თუ რომელი ოპერაციის ჩატარება შეიძლება არასადღეღამისო კლინიკაში და კლინიკები ატარებენ ურთულეს ოპერაციებს: ონკოლოგიურ ამპუტაციას, თირკმლის ოპერაციას, გულზე ოპერაციას იმ პირობებში, როცა არ შეუძლიათ პოსტოპერაციული დაკვირვების წარმოება, რადგან არ გააჩნიათ სტაციონარი. ასეთ შემთხვევებში ხდება პაციენტების სახლში არაამბულატორიულ პირობებში გაწერა, რის შედეგადაც რიგ შემთხვევებში დგება სიკვდილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა ადგება ადამიანებს. მკაცრად უნდა განისაზღვროს იმ ქირურგიულ ოპერაციათა ჩამონათვალი, რომლის ჩატარების უფლება შეიძლება გააჩნდეთ სტაციონარის არმქონე კლინიკებს. ამ ჩამონათვალს უნდა ჰქონდეს სავალდებულო კანონის სახე და მისი დარღვევისთვის უნდა ისჯებოდეს კლინიკა.4. ქუჩის ცხოველების პოპულაციის მართვის მიზნით ჩატარებული ოპერაციებიდან პაციენტების გაწერა რიგ შემთხვევებში ხდება სანარკოზე ძილში. რაც ქვეყნის მასშტაბით ანესთეზიის საერთო- სავალდებულო პროტოკოლის არარსებობის შედეგია.5. კლინიკაში ცხოველებს უტარდებათ მანიპულაციები და ადმინისტრირდება მედიკამენტები, რის დასახელებებს და დანიშნულებას არ აცნობენ პატრონს.6. ხშირად მკურნალობა მიმდინარეობს დიაგნოზის დასმის აუცილებელი პროცედურების გვერდის ავლით, რაც ასევე საერთო-სავალდებულო პროტოკოლების არარსებობის შედეგია.7. არ არსებობს ქვეყნის მასშტაბით საერთო-სავალდებულო პროტოკოლი ცხოველის ევთანაზიის გადაწყვეტილების მიღების და გახორციელების შესაზებ, რაც ხშირად ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიზეზი ხდება ცხოველის მოკვდინების სასარგებლოდ.8. არ არსებობს ვეტერინარებისა და ვეტ კლინიკებისთვის ლიცენზიის შეჩერების მექანიზმი.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148 ე მუხლის მიხედვით ცხოველი განიხილება ნივთად, რის გამოც ვეტერინარიის საგანი ანუ ცხოველის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ცხადდება არარსებულ ცნებად. და ვეტერინარის შეცდომის მსხვერპლი ცხადდება ნივთად.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148-ე მუხლი წინააღმდეგობაშია საქართველოს სისხლის სამართლის 259-ე მუხლთან, რომელიც ცხოველის წამებას სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილავს. შეუძლებელია ნივთი აწამო. ასევე შეუძლებელია ნივთი მოკლა.10. არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვავდა კომპანიონი ცხოველის ცნებას და მის ფუნდამენტალურ უფლებას სიცოცხლეზე და ტანჯვის გარეშე სიცოცხლეზე და სრულყოფილ ვეტერინარულ მომსახურებაზე.11. არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც დაიცავდა კომპანიონი ცხოველის მეპატრონის უფლებებს. ამიტომ კომპანიონი ცხოველის პატრონები მხოლოდ ნივთის მესაკუთრეებად განიხილებიან და მატერიალური ზარალის გარდა სხვა სახის ზიანი კანონს მზედველობიდან ეპარება.ვითხოვთ ვეტერინარიის დარგში განვითარებული ქვეყნების (აშშ, ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფოები, რუსეთის ფედერაცია და მრავალი სხვა) მსგავსი საკანონმდებლო გარემოს შექმნას. ვეტერინარიის დარგის კანონით რეგულირების ეფექტურობის ასამაღლებლად დაევალოს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები:1. განისაზღვროს უწყება, რომელსაც ექნება უფლებამოსილება განახორციელოს ვეტერინარული საქმიანობის კონტროლი ( ოპერაციების ოქმების, დანიშნულებების, ევთანაზიის გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი პროცედურების ჩანაწერების, ვიდეო კამერების ჩანაწერების ამოღება და განხილვა).2. განისაზღვროს უწყება, რომელსაც შეეძლება ვეტერინარებისა და ვეტ კლინიკებისთვის ლიცენზიის მინიჭება ან შეჩერება/ჩამორთმევა. ასევე განისაზღვროს ლიცენზიების მინიჭების და შეჩერება/ჩამორთმევის კრიტერიუმები და წესები.3. შეიქმნას და მიღებულ იქნას საერთო სავალდებულო პროტოკოლები ანესთეზიის, ქირურგიული ოპერაციების, ინფექციური და სხვა სახის დაავადებების მკურნალობის, რომელთა შეუსრულებლობაც კვალიფიცირებული იქნება კანონდარღვევად.4. განისაზღვროს იმ ქირურგიულ ოპერაციათა ნუსხა, რომელთა ჩატარება მხოლოდ სადღეღამისო კლინიკებში იქნება შესაძლებელი, რათა უზრუნველყოფილი იქნას ნაოპერაციებ პაციენტზე სამედიცინო მხარდაჭერის განხორციელება, რაც დაიცავს როგორც ცხოველს ასევე მის მეპატრონეს გარდაუვალი ფსიქოლოგიური ტანჯვისა და სხვა ტრავმებისგან ცხოველის მდგომარეობის დამძიმების ან სიკვდილის შემთხვევაში. ის კლინიკები, რომლებიც ჩაატარებენ მაღალი რისკის შემცველ ოპერაციებს პოსტოპერაციულ პერიოდზე აუცილებელი დაკვირვების ჩატარების შესაძლებლობის არ ქონის პირობებში, რის გამოც არ უზრუნველყოფენ სამედიცინო ზედამხედველობას, უნდა დაისაჯონ ლიცენზიის ჩამორთმევით.5. კანონით განისაზღვროს კომპანიონი ცხოველის ცნება და მიღებულ იქნას კომპანიონ ცხოველთა დამცელი კანონმდებლობა, რაც დაიცავს მათ უფლებას სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და ხარისხიან ვეტერინარულ მომსახურებაზე.6. შესაბამისობაში მოვიდეს სისხლის სამართლის 259-ე მუხლი და სამოქალაქო კოდექსის 148-ე მუხლი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148ე მუხლიდან ამოღებული იქნას ცხოველის, როგორც ნივთის, განსაზღვრება. შედეგად, ვეტერინარიის საგანი ანუ ცხოველის სიცოცხლე და ჯანმრთელობა კანონისთვის ხელშესახებ მოვლენად იქცევა და ვეტერინარები ცოცხალ არსებებს უმკურნალებენ და არა ნივთებს.
gallery images

აეკრძალოს ნათია ქოლუსის იუთუბზე არსებულ კონსპირაციულ ვიდეოებზე წვდომა!

               ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ზიარდება ნათია ქოლუსის სახელით ცნობილი "ბლოგერის" ვიდეოები ინტერნეტ-სივრცეში, სადაც იგი თავდაჯერებულად ანვითარებს შეთქმულების თეორიას, რომლის მიხედვითაც, ლგბტ თემი ცდილობს პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდებასა და ქრისტიანული ღირებულებების განადგურებას საზოგადოებაში. მისი აზრით, საქართველოს დედაქალაქში 5 ივლისისთვის დაგეგმილი "ღირსების მარში" ემსახურებოდა სწორედ იმ პროპაგანდისტული მანქანის ამოქოქვას, რომელიც, მისი თქმით, კანადასა და სხვა დასავლურ ქვეყნებში უკვე კულმინაციურ ეტაპს აღწევს "ბავშვების გარყვნით" დაწყებული, "მათი გენდერული როლის გარეშე აღზრდით" დამთავრებული. სწორედ ამ მოტივით ამართლებს იგი 5 ივლისის ძალადრობრივ კონტრაქციაში მონაწილეობას.                ქალბატონი ნათიას ეს უსაფუძვლო შიშები და საქართველოში არსებული მდგომარეობის ფუნდამენტურად შეუსაბამო სწორება კანადასთან (სადაც იგი, ჩემი ინფორმაციით, გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდა), თავისი აქა-იქ ჩართული ინგლისურენოვანი ფრაზებითა და წარსული გამოცდილებით (მისი თქმით, იგი ოდესღაც, ზოგადად, ლგბტ თემისა და მათი სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერი იყო), რაც შესაძლოა ზოგიერთებმა "პროგრესულადაც" აღიქვეს, არ იქნებოდა ჩემთვის საინტერესო - რომ არა ქალბატონი ქოლუსის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებული ჩემი და სხვა ლიბერტარიანელი თუ გულწრფელად კონსერვატორი აკადემიკოსების ვიდეოები, რომლებსაც იგი "თავისიანებად" გვასაღებს.                ჩვენ, სინამდვილეში, სიტყვის თავისუფლებისთვის ვიბრძვით კანადაშიც, აშშ-შიც, დიდ ბრიტანეთშიც და ა.შ. და არაფერი საერთო არ გააჩნია ჩვენს აკადემიურ, ცოდნაზე დაფუძვნებულ მოსაზრებებს "ბლოგერის" მიერ გამოთქმულ შეხედულებებთან, რომლებიც მას 3-4 წუთიანი იუთუბ ვიდოებიდან შინაარსის გამოტანითა თუ ვერ გამოტანით "ჩამოუყალიბდა".                სწორედ ამიტომ, პეტიციაზე ხელმომწერები, მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, აეკრძალოს ნათია ქოლუსის იუთუბზე არსებულ კონსპირაციულ ვიდეოებზე წვდომა, ჩამოერთვას მობილური ტელეფონი ძალოვანი უწყებების მიერ და იუთუბის სტანდარტული აპლიკაციის ნაცვლად, დაუინსტალირდეს მისი ინტელექტუალური მონაცემებისთვის უფრო შესაბამისი ვერსია "Youtube Kids", რათა ისედაც დაყლეებული საზოგადოების ნაწილი, უფრო მეტად არ დააყლეოს.
gallery images

მობილური კავშირი მეტროში

თბილისის მეტროპოლიტენის სადგურებს შორის დამაკავშირებელ გვირაბებში არ არსებობს მობილური კავშირი, რაც იწვევს მომხმარებელთა უკიდურეს გაღიზიანებას და არ შეესაბამება ცხოვრების თანამედროვე პირობებს. Მოვითხოვთ, აღმოიფხვრას ხსენებული პრობლემა.
gallery images

აიკრძალოს ცხოველთა ორთაბრძოლები

საერთაშორისო პრაქტიკა და განვითარებული ქვეყნების მაგალითი გვაჩვენებს რომ ცხოველთა ორთაბრძოლების მოწყობა, მასში მონაწილეობა, ორთაბრძოლებისთვის გაწვრთნა და პროპაგანდაც კი სისხლის სამართლებრივად დასჯადია. თათების იმედს არაერხელ მოგვმართეს თხოვნით სხვადსხვა აქტივობის განსახორციელებლად, ჩვენი მაყურებლის თხოვნით შევადგინეთ პეტიცია და ვაგროვებთ ხელმოწერებს იმ მიზნით, რომ საქართველოს მასშტაბით ცხოველთა ორთაბრძოლების მოწყობა გახდეს სისხლის სამართლებრივად დასჯდი. ყველას მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ ამ ინიციატივის განხორციელებაში. სისხლის სამართლის 259-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი, სადაც გაწერილი იქნება: 1. დაუშვებელია ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება და პროპაგანდა; 2. აიკრძალოს, თუ პირი: ა) ცდილობს მოაწყოს ან აწყობს ცხოველთა ორთაბრძოლებს; ბ) შეგნებულად იღებს ფულს ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით; გ) ავრცელებს ინფორმაციას ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ; დ) საკუთარი ან სხვისი ცხოველით მონაწილეობს ცხოველთა ორთაბრძოლებში; ე) წვრთნის და ამზადებს ცხოველებს ორთაბრძოლაში მონაწილეობისათვის; ვ) იყენებს ან სხვას რთავს ნებას თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობა გამოიყენოს ორთაბრძოლების მოსაწყობად; ზ) შეგნებულად იღებს და ავრცელებს ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეოს და ფოტოგამოსახულებებს ან ინახავს მათ, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით.
gallery images

გაუქმდეს ველო-ბილიკის ზოლი სანაპიროზე

თბილისის მერიას. ჩვენ, თბილისის მაცხოვრებლები, შეწუხებულები და შეძრწუნებულები ვართ იმ განახლებითი სამუშაოებით, რომელებიც თბილისის მერიამ ჩაატარა დედაქალაქში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. საუბარია ველო-ბილიკსა და სამანქანო გზის შევიწროებაზე. მოგეხსენებათ ამ ადგილას ძალიან იშვიათად გვხვდება როგორც ველოსიპედით, ასევე ფეხით მოსიარულე ადამიანი. ასევე სანაპიროზე სიჩქარის შეზღუდვა არის 70 კმ/სთ, ხოლო ველო-ბილიკი მიუყვება გზის ნაპირს, რომელსაც ესაზღვრება მდინარე მტკვარი, რაც საბოლოო ჯამში საკმაოდ სახიფათოა იმ საკმაოდ მცირე ადამიანის ჯგუფისათვის, რომელიც ამ ადგილას გადაადგილდება ველოსიპედით. ასევე ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ამ ადგილას ველო-ბილიკის არსებობა შემაწუხებელი და გამაღიზიანებელია, რადგანაც: ბილიკზე თითქმის არასდროს არ დადის ველოსიპედი ან ეკო-მეგობრული სკუტერი, ამის გამო მთელი დღის მანძილზე წამოქმნილია უზომოდ გრძელი საცობი და საგზაო პოლიცია არ აკონტროლებს ველო-ბილიკზე გადასულ მანქანებს. სანაპიროზე არსებული ტროტოარის ზომებიდან გამომდინარე თავისუფლად არის შესაძლებელი ველო-ბილიკის საფეხმავლო გზაზე გადატანა ისე, რომ ამით არც ეკო-მეგობრული ტრანსპორტის პატრონები, არც ფეხით და არც ავტომობილით მოსიარულე ადამიანები არ შევიწროვდებიან, არ შეყოვნდებიან და არ იქნება მათი გადაადგილება საფრთხის ქვეშ.  
gallery images

შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები

ვითხოვთ, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შემცირდეს ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის (მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირების) ავტომობილების შესყიდვის, ტექნიკური დათვალიერებისა და საწვავით უზრუნველსაყოფად (გარდა სასწრაფო დახმარების, საპატრულო და სამაშველო სამსახურებისა.). ამ ნაწილში დაზოგილი თანხა გადავიდეს ეკონომიკის მხარდამჭერ პროგრამებში და მოხმარდეს მცირე და საშუალო ბიზნესის რეაბილიტირებას, რათა მათ კვლავ გააგრძელონ მუშაობა და არსებობა, რაც ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს გაკოტრების პირას მყოფ ბიზნესებს, ამ ბიზნესებში დასაქმებულ ადამიანებსა და მათ უკან მდგომ ოჯახებს.
gallery images

წმინდა სინოდის წევრებმა იწამონ ღმერთი!

საქართველოს მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიაში მანკიერებების გამოვლენამ, ბოლო დროს ზედაპირზე გამოტანილმა აღვირხსნილობამ, მღვდელმსახურთა გათავხედებამ და მაღალი იერარქიის სასულიერო პირთა გასვლამ სჯულის კანონთა მიღმა დააყენა გადაუდებელი აუცილებობა ეკლესიის მმართველი ორგანოს, წმინდა სინოდის წევრებმა იწამონ ღმერთი.
gallery images

სელიმ ხიმშიაშვილის თავის გადმოსვენება სტამბოლიდან

სელიმ და შერიფ, ხიმშიაშვილთა სახელობის „ხალხთა ერთიანობა“!  ახალი,მოხალისეთა თვითშემოქმედი, პატრიოტული სულისკვეთებით, აღზრდილთა გუნდია. ჩვენი მთავარი მიზანია, გმირ სელიმ ხიმშიაშვილის, თავის სტამბულიდან გადმოსვენება: ამ საისტორიო მისიის, მშვიდობიანი გზით შესრულებისათვის, აუცილებელია, ხელწერების შეგროვება, რომ ჩავრთოთ, საქართველოსა და თურქეთის მთავრობები: მრავალ, ქართველ მამულიშვილებთან ერთად, სელიმ და შერიფ ხიმშიაშვილების დამსახურებაა, ის დიდმნიშვნელოვანი მიღწევა, რომ დღეს აჭარა, საქართველოს შემადგენლობაშია და რომ ჩვენ ქართულად ვსაუბრობთ. მშვიდობიანი გზა ყველას, პატრიოტიზმის, თანასწორუფლებიანობისა და საქართველოს აღმშენებლობისაკენ... ხელწერით მიიღეთ მონაწილეობა, ამ სამამულიშვილო და საისტორიო მსვლელობაში!..     საკონტაქტო 568621600            
gallery images

ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი

მოგესამლებით!მოგეხსენებათ უკვე წელიწადზე მეტია ვცხოვრობთ პანდემიის წესებით.ასეთ დროს კი განსაკუთრებით აუცილებელია ადამიანმა მაქსიმალურად ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს. სწორედ ამიტომ რუსთავის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა გადავწყვიტეთ, ამ მიმართულებით ჩვენ ქალაქში არსებული ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი პრობლემის-ველობილიკების არ არსებობის მოგვარება. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩვენ ახლა გესაუბრებით ველობილიკების არსებობის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე. ველობილიკების არსებობით დაცული იქნება როგორც ველოსიპედისტის ისე ქვეითის სიცოცხლე, რადგან ველოსიპედით მოძრავ პირს არ მოუწევს ტროტუარით ან საავტომობილო გზით სარგებლობა. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ცუდი ფაქტი მომხდარა ველობილიკების არ არსებობის გამო, რომელთა შემსწრეც ალბათ არაერთხელ ყოფილხართ. მაგალითად:2020 წლის ივნისში, რუსთავის პარკში რამოდენიმე ველოსიპედისტი, რომლებიც სარგებლობდნენ ქვეითებისათვის განკუთვნილი ტროტუარით, დაეჯახნენ ბავშვებს, რომელთაც სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდათ. კიდევ ერთ-ერთი ფაქტი, რომელიც მოხდა 2019 წლის 4 თებერვალს რუსთავში, რუსთაველისა და ბათუმის ქუჩების კვეთაზე, 38 წლის ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს, რომელიც გადაადგილდებოდა საავტომობილო გზაზე, დაეჯახა ავტომობილი. მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი.  ამ პროექტის განხორციელების შედეგად, ამ საკითხთან დაკავშირებული ინციდენტის რიცხვი საგრძნობლად იკლებს. ყველაზე მთავარი არის ის, რომ დღესდღეობით ძალიან ბევრ ადამიანს, უყვარს მაგრამ თავს იკავებს ველოსიპედით გადაადგილებისგან, რადგან ზოგიერთ ქუჩაზე ველობილიკების არ არსებობის გამო მათ არ შეუძლიათ გადაადგილდნენ დაუბრკოლებლად და ასევე ისინი უფრთხილდებიან როგორც საკუთარ ისე სხვების სიცოცხლეს. შესაბამისად ისინი ამით უარს ამბობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებაზე.  ველობილიკების გაკეთება კი მათ წაახალისებს და მისცემს სტიმულს, რომ იცხოვრონ ჯანსაღად. ასევე ბევრი ადამიანი დაინტერესდება და დაიწყებს ველოსიპედით სარგებლობას, რადგან მათ ექნებათ უსაფრთხოდ და დაუბრკოლებლად გადაადგილების საშუალება. ვიმედოვნებ, რომ რუსთავი იქნება სამაგალითო ქალაქი ამ კუთხით ჯანსაღი ცხოვრებისათვის ხელშეწყობაში. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსთავის ჰაერი მოგეხსენებათ საშინლად დაბინძურებულია. ველობილიკების არსებობით კი თუ უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს ველოსიპედით სარგებლობას, შესაბამისად შემცირდება მანქანების გამონაბოლქვი და ჰაერის მდგომარეობაც გაუმჯობესდება. მაგრამ ასევე ძალიან საყურადღებოა ისიც, რომ ხშირად ადამიანებიც და ქვეითებიც სარგებლობენ ველობილიკებით. მაგალითად:კოსტავას გამზირის რესტავრაციისას მიმდებარე ტერიტორიაზე გაკეთდა ველობილიკები, თუმცა ის დღესდღეობით გამოყენებულია ავტომობილების მიერ. მოცემული მონაცემებით კი ალბათ დაგარწმუნეთ იმაში, რომ არც ველოსიპედისტმა უნდა ისარგებლოს ტროტუარით და სავტომობილო გზით და არც ქვეითმა ან ავტომობილმა ველობილიკით, რათა არ დადგეს ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ. ასევე ეს დარღვევა რომ მაქსიმალურად თავიდან იყოს აცილებული, ჩვენი პროექტი მოითხოვს იმასაც, რომ მკაცრად იყოს გაკონტროლებული ეს. ჩვენი გადაწყვეტილებით კარგი იქნება თუ მოხდება მოცემული პროექტის განხორციელება რუსთაველის ქუჩაზე, რომლის რესტავრაციაც მოგეხსენებათ მიმდინარეობს ამჟამად. ამისათვის საჭიროა განცხადების შეტანა მერიაში. იმის დასადასტურებლად კი, რომ მოცემული პროექტის განხორციელებაზე თანახმაა მოსახლეობა გვჭირდება თქვენი ხელმოწერა.   გთხოვთ თანხმობა დაგვიდასტუროთ ხელმოწერით!  
gallery images

არ აშენდეს ყიფშიძის ქუჩაზე დამატებითი კორპუსები!

ყიფშიძისა და მის მიმდებარე ქუჩებზე (აბულაძე, მიქელაძე, გაბაშვილი) ბოლო წლებში გამალებული მშენებლობაა. აშენდა ათობით მრავალსართულიანი კორპუსი. უკვე გართულებულია წყლის მიწოდება, ხშირია საცობები, დროულად ვერ მოდის სასწრაფო და სახანძრო მანქანები, ბინძურდება ჰაერი. ამ ფონზე განზრახულია კიდევ 3 კორპუსის ჩადგმა (25, 16 და 19 სართულიანი). ერთი შეხედვით მიზანი კეთილშობილია - 190 დაზარალებული ოჯახის დაკმაყოფილება.   მაგრამ: ამხელა დატვირთვას ყიფშიძის უბანი ვეღარ გაუძლებს!  ვითხოვთ: 1. არ აშენდეს ყიფშიძს ქუჩაზე დამატებითი კორპუსები! 2. გამოიძებნოს დაზარალებული ოჯახების უზრუნველყოფა სხვა ხერხები 
gallery images

გაიწმინდოს ეკლესია უღირსი სასულიერო პირებისგან!

საქართველოს ხსნა და გადარჩენა ქრისტე ღმერთის გზაზე სიარულშია! ამიტომ მოვითხოვთ გაიწმინდოს დედა ეკლესია, უღირსი სასულიერო პირებისგან!
gallery images

ემიგრანტები ნამოჰვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ

ემიგრანტები ნამოჰვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ... არაა....!!!  ქართული მიწების გასხვისებას....!!! არაა...!!! ნამოჰვანჰესის მშენებლობას...!!!
gallery images

პეტიცია: სოფელ ნუკრიანის 24 საათიანი წყალმომარეგბის შესახებ

მოვითხოვთ სოფელ ნუკრიანში მოეწყოს ჭაბურღილები, რომლებიც უზრუნველყოფენ სოფლის 24-საათიან წყალმომარაგებას, ამასთანავე შეიცვალოს წყალსადენი მილები, რადგან არსებულის მილები გახლავთ ამორტიზირებული და არ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს, ადგილზე მოდის დაბინძურებული წყალი ,  რომელიც არ არის სასმელად ვარგისი, სოფლის მოსახლეობას ჯანმთელობის პრობლემას უქმნის  და ამასთანავე მოსახლეობა იძულებულია სასმელი წყალი იყიდოს , ან მეზობელი სოფლიდან მოიმარაგოს. თხოვთ, გაითვალისწინოთ სოფელ ნუკრიანის მოსახლეობის მოთხოვნა და დადებითად გადაწყვიტოთ ჩვენი არსებული პრობლემა.