add one
gallery images

რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტები სასწრაფოდ საჭიროებენ მკურნალობის დაფინანსებას

პეტიცია შემუშავებულია რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის მიერ და მიმართულია ქ. თბილისის მერიისადმი რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის ბიოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის და მკურნალობის დროული დაფინანსების თხოვნით თბილისის მერმა, ბ-ნ კახა კალაძემ 2021 წელს თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის 4-წლიანი გეგმა წარადგინა, რომელთა შორის არის რევმატოიდული ართრიტის ბიოლოგიური პრეპარატებით მკურნალობის დაფინანსებაც. გამოვხატავთ მადლიერებას აღნიშნული ინიციატივისთვის, თუმცა ამასთანავე გვსურს მოგმართოთ თხოვნით არსებული პროგრამის დაუყოვნებლივ ამოქმედების შესახებ. რევმატოიდული ართრიტის  მქონე პირთათვის დრო ძალიან ძვირფასია და არც ერთი წუთი დასაკარგი არ გვაქვს, რადგან   ყოველი დღე გაუსაძლისი ტკივილით სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელებისთვის ბრძოლაა. სამწუხაროდ რევმატოიდული ართრიტი ახალგაზრდა (საშუალოდ 35-60 წელი) ასაკში ვლინდება, სწრაფად პროგრესირებს და დღითი-დღე მეტად ქმედუუნაროს ხდის ადამიანს, საბოლოოდ კი შშმ პირის სტატუსს ანიჭებს და ეტლს აჯაჭვებს. სწორედ ამიტომ, განვითარებად ქვეყნებში პაციენტთა ნახევარი დიაგნოზის დასმიდან 10 წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს და საარსებო წყაროს. ადექვატურ მკურნალობას შეუძლია, შეაჩეროს ჩვენი დაავადების არასწორი გზით განვითარება და სახსრების მნიშვნელოვანი დეფორმაცია, შესაბამისად, ის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენს სიცოცხლის ხარისხს და შეგვინარჩუნებს შრომისუნარიანობას. პაციენტებმა არ უნდა დაკარგონ ქმედუნარიანობა მხოლოდ იმის გამო, რომ ფინანსების არარსებობის გამო სრულფასოვნად ვერ იტარებენ საჭირო მკურნალობას. პეტიციაზე ხელის მოწერით, თქვენ დააფიქსირებთ ჩვენს მხარდაჭერას, რომ თბილისის მერიამ დროულად შეასრულოს დანაპირები  და უზრუნველყოს  რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტების ბიოლოგიური პრეპარატებით მკურნალობის დაფინანსება.   წინასწარ მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გულისხმიერებისათვის. ყველაფერი ჩვენს ხელშია!   რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირი.    
gallery images

მზად ვარ დავუდგე თავდებში მესამე პრეზიდენტს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდადაა, მას გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება რისი უზრუნველყოფა საქართველოში შეუძლებელია, მას რომ რამე დაემართოს მთელი ერი სირცხვილს ვერ ჩამოვირეცხავთ, ამიტომ გადაიყვანეთ სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ჩვენ ჩავვუდგებით თავდებში  ჩვენ ჩავჯდებით მის ნაცვლად.
gallery images

გადამზადდნენ პედიატრები მოქმედი გაიდლაინი/პროტოკოლით

გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის თანახმად, ბავშვს აქვს: სიცოცხლისა და ჯანსაღი განვითარების უფლება. ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება; საქართველო ბავშვის უფლებათა კონვენციას 1994 წელს შეუერთდა და იკისრა ვალდებულება, დაიცვას კონვენციით გათვალისწინებული უფლებები.  ძალიან ბევრი პედიატრია ,რომელთა უმრავლესობა მოქმედებს მოძველებული მეთოდებით, იქნება ეს ჩვილთა ძუძუთი კვება , მათი განვითარება , მყარი კვების დაწყება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.  ის, რომ მთელი მსოფლიო თანხმდება ძუძუთი კვების უპირატესობასა და აუცილებლობაზე, რატომღაც ქართველ პედიატრთა უმრავლოსობა ამ ოქროს წესებს უგულებელჰყოფს ან უბრალოდ  არ იზიარებს (ბავშვს ძუძუ არ ჰყოფნის და ხომ არ აშიმშილებ ). მათთვის ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენელია, რომ  ბავშვის ტირილი   მუდმივად შიმშილთან, ბავშვის ნერვულ სისტემასთან და გაზებთან არ ასოცირდება , მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია , რომ აღნიშნული შესაძლებელია უკავშირდებოდეს ზრდის დღეებს, განშორების შფოთვას და ა.შ. . სასიცოხლოდ აუცილებელი და უმიშვნელოვანესია მოხდეს მათი ინფორმირება ჩვილთა მყარი კვების დაწყების საკითხებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც უმრავლეს შემთხვევაში დაშვებულია ერთი და იგივე შეცდომა, კერძოდ: ნაადრევად მყარი კვების დაწყება. აღნიშნულის გათვალისწინება აუცილებელია , რათა არ იქნას დაშვებული შეცდომები, რის ფონზეც  შესაძლოა თაობებს შეექმნათ  ჯანმრთელობის სერიოზული და გამოუსწორებელი პრობლემები.  
gallery images

უკრაინაში ომით დაზარალებული ბავშვების, ასევე ჩვილ და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად საარსებო წყაროს მოკლებული უკრაინელი დედების საქართველოში განთავსების თაობაზე

უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგად, მრავალმა უკრაინელმა ბავშვმა დაკარგა საცხოვრებელი, ზოგიერთმა კი მშობლებიც. არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს არაერთ მოქალაქეს  აქვს სურვილი ომის პერიოდში საკუთარ ოჯახებში შეიფაროს მზრუნველობას მოკლებული უკრაინელი ბავშვები და ჩვილ ან მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად საცხოვრებლისა და საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილი უკრაინელი ქალები. ზემოაღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, განმცხადებლები და კიდევ არაერთი ქართული ოჯახი გამოთქვამს სურვილს  საკუთარ ოჯახებში მიიღოს უკრაინელი ბავშვები და ჩვილ ან მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად საარსებო პირობების გარეშე დარჩენილი უკრაინელი ქალები. ისინი მზად არიან დააფინანსონ როგორც მათი საქართველოში მგზავრობის და შემდეგ უკან უკრაინაში დაბრუნების ხარჯები, ასევე საქართველოში მათი ყოფნის პერიოდში საჭირო ყველა ხარჯი (მკურნალობა, კვება, დასვენება, სწავლა და სხვა). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ვთხოვთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და უკრაინის საელჩოსთან კოორდინაციით (საჭიროების შემთხვევაში ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით), დაჩქარებულ რეჟიმში შეიმუშავოს უკრაინელი ბავშვებისა და დედების საქართველოში ოჯახებში განთავსებისთვის საჭირო პროცედურა და გამოყოს აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი პასუხისმგებელი პირი. აქვე გაცნობებთ, რომ განმცხადებლები მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ პროცესში და წარმოვადგინოთ ყველა ის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლოა საჭირო გახდეს ბავშვებისა და დედების ჩვენს ოჯახებში განთავსების შესაბამისი პირობების დადასტურებისათვის.
gallery images

დააფინანსოს მთავრობამ სრულად და სავალდებულო გახდეს ბუნებრივი აირის (ცეოს)დეტექტორის მონტაჟი ყველა ოჯახში

უამრავი ადამიანი  შეეწირა ჩვენს ქვეყანაში ბუნებრივი აირის გაჟონვას.გაუმართავ გამათბობლებსა თუ სხვა ბუნებრივ აირზე მომუშავე დანადგარების არასწორმა მონტაჟმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე მოსპო.ამიტომ ვთვლი რომ აუცილებლად სავალდებულო უნდა გახდეს თითოეული ოჯახისათვის ე.წ ცეოს დეტექტორების მონტაჟი,რაც ავტომატურად შეამცირებს რისკს და თითქმის სრულად აღმოფხვრის ზემოთ აღნიშნულ კატასტროფულ შედეგებს.ვფიქრობ მთავრობამ ,პარლამენტის გვერდით დგომით უნდა გამოიჩინოს ნება და სასწრაფოდ მიიღოს ზომები!ეს კატასტროფა უნდა დასრულდეს.გთხოვთ მხარდაჭერას
gallery images

ჰუმანური პოლიტიკა განსაკუთრებული საჭიროების შინაური ცხოველებისთვის

საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 1 დეკემბერს სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც გამკაცრდა ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ რეალიზაცია. ამ ცვლილებამ რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა ის მოქალაქეები, ვისაც გვყავს განსაკუთრებული საჭიროების შინაური ცხოველები. დღეისათვის მოქმედი რეგულაციებით, ვეტერინარულ კლინიკებს არ აქვთ უფლება გასცენ სათანადო რეცეპტები ფსიქოტროპული პრეპარატების შესაძენად მაშინ, როდესაც ისინი ხშირად ჩვენს ცხოველებს მთელი სიცოცხლის მანძილზე, ყოველდღიურად ესაჭიროებათ და რომელთა ადმინისტრირება ყოველთვის კლინიკებში ვერ მოხდება. პრაქტიკულად, სახელმწიფომ შინაური ცხოველების ათასობით პატრონს მოგვისპო სამართლებრივი შესაძლებლობა, დავიცვათ ჩვენი ცხოველების სიცოცხლე და ვუმკურნალოთ მათ. დაგვაყენა პრინციპულად შეუძლებელი არჩევანის წინაშე: ან ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში და შედეგად, ჩვენი შინაური ცხოველები, რომლებიც ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობას საჭიროებენ, გავწიროთ ტანჯვით სიკვდილისთვის, ან დავრჩეთ ჰუმანურები და ვიზრუნოთ მათზე. თუმცა, ამის გამო კანონს მიღმა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. არც ერთი ჰუმანური სახელმწიფო არ უნდა აყენებდეს საკუთარ მოქალაქეებს ასეთი არჩევანის წინაშე. ჯანდაცვის, მორალური და ეთიკური ასპექტების გარდა, ეს ვითარება სავარაუდოდ, ხელსაყრელ პირობებს ქმნის მედიკამენტების შავი ბაზრის გასაფართოებლად, რადგანაც მომხმარებელთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი, უკიდურესი საჭიროების მიუხედავად, ვერ ახერხებს სასიცოცხლოდ აუცილებელი  მედიკამენტების ლეგალურად შეძენას. მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ ის კრიტიკული მდგომარეობა, რომელშიც ამ ცვლილების შედეგად მრავალი ოჯახი აღმოჩნდა საქართველში და მიიღოთ სასწრაფო ზომები ამ საკითხის სამართლებრივად მოწესრიგებისათვის. ეს დაგვეხმარება, სათანადო ვიზრუნოთ ჩვენი შინაური ცხოველების ჯანმრთელობაზე კანონიერად.  
gallery images

დაუშვით 5-12 წლის ბავშვების ვაქცინაცია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით!

არაერთი მშობელი აცხადებს, რომ სურს მათი 5-12 წლის ასაკის ბავშვის ვაქცინაცია, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ვაქცინით მოცვა არის დაბალი, ხოლო ინფექციის მაჩვენებლები მაღალია. ახლა უკვე, როდესაც ომიკრონ შტამი შემოვიდა, ფაქტობრივად, თითოეული მოქალაქე მაღალი რისკის ქვეშაა. განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ბავშვები, რომლებსაც ვერ ვიცავთ. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კი არაა მზად პედიატრიული პაციენტების მზარდი ნაკადის სამართავად. გთხოვთ ხელი მოაწეროთ ამ პეტიციას, რათა ვთხოვოთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, დაუშვას 5-12 წლის ბავშვების ნებაყოფლობითი ვაქცინაცია შესაბამისი ავტორიზაციის მქონე ვაქცინით (Pfizer). კვლევებმა კარგი შედეგები აჩვენეს ამ ასაკობრივ ჯგუფში.  გაავრცელეთ ეს პეტიცია, ჩვენ მაინც ვუშველოთ ამ საკითხს რამე! დავიცვათ ჩვენი შვილები!
gallery images

აიკრძალოს კორონა ვირუსი

ქვეყანაში არის მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. ყოველდღე ინფიცირდება ათასობით ადამიანი, ხოლო ათეულობით კვდება.  როგორც იცით, აკრძალვები ყოველთვის დადებითად მოქმედებს საზოგადოებაზე და მცირდება დაზარალებულთა რიცხვი. ამიტომ გამოვდივარ ინიციატივით კანონით აიკრძალოს ან შეიზღუდოს კორონა ვირუსი, რათა შემცირდეს დაზარალებულთა რიცხვი.
gallery images

პეტიცია სვანეთში ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად

ვინც ზემო სვანეთში ცხოვრობს და დიალიზი სჭირდება, არჩევანი არ აქვს - მესტიის მუნიციპალიტეტიდან უნდა აიყაროს ან მოკვდება. ადამიანებს დიალიზი რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება დაგვჭირდეს. ყველაზე ხშირად ეს თირკმლის უკმარისობის გამო ხდება. დიალიზის დაწყების გადაწყვეტილება ადვილი მისაღები ისედაც არ არის, რადგან ეს ცხოვრების წესის მკვეთრ ცვლილებას გულისხმობს - ადამიანი აპარატზე ხდება დამოკიდებული. სვანეთიდან, უახლოესი კლინიკა, სადაც დიალიზის გაკეთებაა შესაძლებელი, ზუგდიდშია. მესტიიდან ზუგდიდამდე 140 კილომეტრია. ერთი მიმართულებით მგზავრობას 2.5 - 3 საათი სჭირდება. ზამთარში, დიდთოვლობისას ან როცა გზა მოყინულია, უფრო მეტი. ზემო სვანეთში მუნიციპალური ტრანსპორტიც არ არის. ტაქსით მესტიიდან ზუგდიდამდე ერთი გზა 150 ლარი ღირს. ოჯახი დიდი შემოსავლით თუ არ არის უზრუნველყოფილი, ამ ხარჯებს ვერ გაწვდება, რადგან კვირაში, ძირითადად, დიალიზის სამი სეანსია აუცილებელი. კიდევ უფრო მძიმეა იმ ადამიანების მდგომარეობა, ვინც მესტიის ზემოთ მდებარე სოფლებში ცხოვრობენ და დიალიზი სჭირდებათ. ისინი უშგულიდან, კალიდან, მულახიდან და სხვა სოფლებიდან ჯერ მესტიაში უნდა ჩამოვიდნენ, მესტიიდან როგორმე და რამით ზუგდიდში მოხვდნენ, დიალიზი გაიკეთონ, რომლის ერთ სეანსსაც 4 საათი სჭირდება, მერე ისევ მესტიაში დაბრუნდნენ, იქიდან კი მესტიის ზემოთ სოფლებში, რაც ერთ დღეში შეუძლებელია. „მთის ამბები“ სპეციალურ რეპორტაჟში „აყრა ან სიკვდილი“ სამ ამბავზე გიყვებათ. სამივე გმირი ზემო სვანეთში ცხოვრობდა. სიცოცხლის გადასარჩენად სამივეს დიალიზი დასჭირდა. ორი მათგანი სვანეთიდან აიყარა, ერთი დარჩა და 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეპორტაჟი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:  https://bit.ly/30RtmKz საქართველოში დიალიზის სახელმწიფო პროგრამა 1996 წლიდან მოქმედებს, თუმცა ყველაზე მაღალმთიან რეგიონში სახელმწიფომ ადგილობრივი საავადმყოფო დღემდე ვერ უზრუნველყო აუცილებელი სამედიცინო ტექნიკითა და სპეციალისტებით. არ არსებობს ოფიციალური მონაცემები, ზემო სვანეთში მცხოვრებ რამდენ ადამიანს სჭირდება დიალიზი. მესტიის საავადმყოფოში თირკმლის გამოკვლევა არ ხდება. „მთის ამბების“ ინფორმაციით, ამჟამად თბილისის კლინიკებში, ზემო სვანეთიდან დედაქალაქში საცხოვრებლად იძულებით გადმოსული 17 ადამიანი იღებს დიალიზის სერვისს. დიალიზის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 1996 წლიდან ხორციელდება. 2021 წელს პროგრამის წლიური ბიუჯეტი 53 650 000 ლარია. პროგრამაში 3400 ადამიანია ჩართული. საქართველოს მთავრობისგან ვითხოვთ, განიხილოს აღნიშნული პეტიცია და რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები გადადგას, რომ სვანეთის მცხოვრებლებმა მესტიის საავადმყოფოში შეძლონ დიალიზის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა; არ ხდებოდეს მათი დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის  და გეოგრაფიული ხელმისაწვდომის მიხედვით.   ამ პეტიციის განთავსება მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალურ სამთავრობო პლატფორმაზე გვსურდა, სადაც პეტიცია 30 დღეში 10 ათას ხელმოწერას თუ დააგროვებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისია ვალდებულია ის განიხილოს, ზოგიერთი პეტიციის განხილვა კი, შესაძლოა, საქართველოს მთავრობის სხდომაზე მოხდეს. პეტიცია ichange.gov.ge-ზე გამოსაქვეყნებლად 30 ნოემბერს წარვადგინეთ, მაგრამ დღემდე დაბლოკილია, რითაც მთავრობის ადმინისტრაცია დადგენილ წესებს არღვევს. ამიტომ, გამოვიყენეთ ალტერნატიული შესაძლებლობა, პეტიცია განვათავსეთ manifest.ge-ზე. ვეცდებით 10 ათასი ხელმოწერა შევაგროვოთ და მთავრობას წერილობით წარვუდგინოთ. გთხოვთ, გაავრცელოთ პეტიციის ბმული და მოიწვიოთ ადამიანები ხელმოსაწერად. დიდი მადლობა!
gallery images

გადაამზადოს სახელმწიფომ საასწრაფოს პერსონალი რეანიმატოლოგებად

ჯანდაცვაზე დახარჯული მილიონების მიუხედავად საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან 39-ს რეანიმობილი არ ჰყავს, რაც დღესდღეობით მნიშვნელოვან, ერთი შეხედვით, მარტივ, თუმცა რეალურად რთულად გადასაჭრელ პრობლემას წარმოადგენს, რომლის მოუგვარებლობამაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ერთი-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ 2019 წლის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენდა 3,978,400,000 ლარს, ხოლო 2020 წელს კი 4,363,000,000 ლარს. 2016 წლიდან დღემდე კი მხოლოდ 17 ერთეული რეანიმობილია შესყიდული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეანიმობილები არათანაბრადაა გადანაწილებული საქართველოს მუნიციპალიტეტებში. განსაკუთრებით რეანიმობილების ნაკლებობა შეინიშნება მაღალმთიან რეგიონებში. ამასთანავე რიგ მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებენ რეანიმობილები, თუმცა მათი უმრავლესობა გაუმართავია, ამიტომ მოსახლეობა ხშირად აღნიშნავს იმას, რომ რეანიმობილების გაუმართაობისა და ნაკლებობის გამო მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება და ხშირად ფატალურადაც კი შეიძლება დასრულდეს. და სამწუხაროდ საქართველოში მსგავსი ტრაგედიის უამრავი ფაქტია.პანდემიის გავრცელებამ როგორც სხვა დანარჩენზე, ისე რეანიმობილებზეც იმოქმედა და სიტუაცია პირვანდელზე მეტად გაუარესდა, რადგან რეანიმობილები მობილიზებულნი არიან გადაიყვანონ კოვიდინფიცირებულები შესაბამის დაწესებულებებში, ამიტომ ისინი აღარ იმყოფებიან დანიშნულების ადგილზე. ადგილზე. როგორც ვხედავთ ეს პრობლემა საკმაოდ ყურადსაღებია და ნებისმიერი ინდივიდის ჩართულობას მოითხოვს.ჩვენი პრობლემის გადაჭრის გზა მდგომარეობს შემდეგში: ამჟამად სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრები არ არიან სათანადოდ კვალიფიცირებულნი, რომ რეანიმატოლოგების ფუნქცია შეითავსონ და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანონ პაციენტი. ამას ემატება ისიც, რომ სასწრაფო ბრიგადების მანქანები არ არიან აღჭურვილნი შესაბამისი აპარატურით, ამიტომ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია მათი გადამზადებ და მანქანების შესაბამისი ტექნიკით მომარაგება. აღნიშნული პროცესები აუცილებლად შეამცირებს ჩვენს მიერ ნახსენები ტრაგედიების რიცხვს. იმედიმაქვს რომ ყველა თქვენგან სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ხელს მოაწერს მოცემულ პეტიციას რათა ერთიანი ძალებით მივაწვდინოთ ხმა მთავრობას და ერთად შევცვალოთ არსებული რეალობა.
gallery images

გადაამზადოს სახელმწიფომ საასწრაფოს პერსონალი რეანიმატოლოგებად

ჯანდაცვაზე დახარჯული მილიონების მიუხედავად საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან 39-ს რეანიმობილი არ ჰყავს, რაც დღესდღეობით მნიშვნელოვან, ერთი შეხედვით, მარტივ, თუმცა რეალურად რთულად გადასაჭრელ პრობლემას წარმოადგენს, რომლის მოუგვარებლობამაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ერთი-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ 2019 წლის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენდა 3,978,400,000 ლარს, ხოლო 2020 წელს კი 4,363,000,000 ლარს. 2016 წლიდან დღემდე კი მხოლოდ 17 ერთეული რეანიმობილია შესყიდული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეანიმობილები არათანაბრადაა გადანაწილებული საქართველოს მუნიციპალიტეტებში. განსაკუთრებით რეანიმობილების ნაკლებობა შეინიშნება მაღალმთიან რეგიონებში. ამასთანავე რიგ მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებენ რეანიმობილები, თუმცა მათი უმრავლესობა გაუმართავია, ამიტომ მოსახლეობა ხშირად აღნიშნავს იმას, რომ რეანიმობილების გაუმართაობისა და ნაკლებობის გამო მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება და ხშირად ფატალურადაც კი შეიძლება დასრულდეს. და სამწუხაროდ საქართველოში მსგავსი ტრაგედიის უამრავი ფაქტია.პანდემიის გავრცელებამ როგორც სხვა დანარჩენზე, ისე რეანიმობილებზეც იმოქმედა და სიტუაცია პირვანდელზე მეტად გაუარესდა, რადგან რეანიმობილები მობილიზებულნი არიან გადაიყვანონ კოვიდინფიცირებულები შესაბამის დაწესებულებებში, ამიტომ ისინი აღარ იმყოფებიან დანიშნულების ადგილზე. ადგილზე. როგორც ვხედავთ ეს პრობლემა საკმაოდ ყურადსაღებია და ნებისმიერი ინდივიდის ჩართულობას მოითხოვს.ჩვენი პრობლემის გადაჭრის გზა მდგომარეობს შემდეგში: ამჟამად სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრები არ არიან სათანადოდ კვალიფიცირებულნი, რომ რეანიმატოლოგების ფუნქცია შეითავსონ და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანონ პაციენტი. ამას ემატება ისიც, რომ სასწრაფო ბრიგადების მანქანები არ არიან აღჭურვილნი შესაბამისი აპარატურით, ამიტომ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია მათი გადამზადებ და მანქანების შესაბამისი ტექნიკით მომარაგება. აღნიშნული პროცესები აუცილებლად შეამცირებს ჩვენს მიერ ნახსენები ტრაგედიების რიცხვს. იმედიმაქვს რომ ყველა თქვენგან სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ხელს მოაწერს მოცემულ პეტიციას რათა ერთიანი ძალებით მივაწვდინოთ ხმა მთავრობას და ერთად შევცვალოთ არსებული რეალობა.
gallery images

გაუქმდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №344/ნ

საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმით სახელმწიფო რეგისტრაციისას, ასევე, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე უკვე რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის განსხვავებული შეფუთვა - მარკირებით დაშვებისას შესაბამისი სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს მიერ მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზრებზე დაშვების ნამდვილობის ფაქტის გადამოწმების წესისა და პირობების დადგენის შესახებ. - ეს კანონი განსაზღვრავს წესს, თუ როგორ უნდა დაადგინოს სააგნეტომ რომ სხვა სახელმწიფოდან, მაგ. თურქეთიდან, შემოტანილი წამალი (თურქული წარწერით) და (მაგ. რუსულად რეგოსტრირებული) მედიკამენტი არის ერთმანეთის იდენტური. არის დასტა მოთხოვნებისა, რომლებიც ხდის შეუძლებელს შემოვიდეს საქართველოში იაფი წარმოების მედიკამენტები. ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტია მწარმოებლისან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის მიერ დამოწმებული დოკუმენტი, რაც ფორმულირდება ასე: თქვენ თუ მოგინდათ თურქედიან იმ პრეპარატის შემოტანა, რომელიც უკვე იყიდება საქართველოში, მაგ. დექსალგინი, უბრალოდ სხვა შეფუთვით, რომელსაც მაგ. ექნება თურქული წარწერა, თქვენ უნდა წარადგინოთ მწარმოებლის ხელმოწერილი და დამოწმებული დოკუმენტი, სადაც ეწერება, რომ ესა და ეს წამალი არის ნამდვილად მათი წარმოებული. მსხვილ კომპანიებს არ აწყობთ, გასცენ ეს დოკუმენტი იმ წამლებსა თუ მედიკამენტებზე, რომლებიც უკვე იყიდება საქართველოში,თანაც ძვირად და თურქეთისთვის განკუთვნილი პროდუქტი დაბალ ფასად  შემოატანინოს საქართველოში.ცხადია,ურჩევნია ისევ ისე გაყიდოს, ძვირად. ამ ერთი კონკრეტული დოკუმენტის- მოთხოვნის გამო, ქართული ბაზარი ჩაკეტილია იაფი მედიკამენტებისთვის. ამ ერთი დოკუმენტის გამო, წამლები საქართველოში ღირს 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე მეზობელ თურქეთში. ამ ერთი მოთხოვნის გამო, პენსიონერ მოსახლეობას უწევს მთელი პენსიის წამლებში დახარჯვა, რის გამოც უსახსროდ რჩებიან. ამასთან ერთად, წამლების იმპორტირებისას ქვეყნიდან გადის დიდი თანხა, ვიდრე გავიდოდა ამ წამლების იაფი ზონიდან იმპორტირების შემთხვევაში. ამ კანონის მოხსნის შემთხვევაში, საქართველოს ბაზარზე შესაძლებელი იქნება იაფი მედიკამენტების შემოტანა, რაც მოხსნის წამლების სიძვირესთან დაკავშირებულ დიდ პრობლემას. ნებისმიერს უნდა შეეძლოს, თურქეთიდან ან სხვა იაფი ზონიდან, დაბრკოლების გარეშე, ყველანაირი მედიკამენტის შემოტანა, ნებისმიერი შეფუთვა-მარკირებით.  
gallery images

აღარ დაიხუროს ბაღები!!!

შეუძლებელია ყოველ მეორე კვირა ერთიდა იგივე ხდებოდეს ბაღებში !! დაიკეტოს მხოლოდ ის ჯგუფი სადაც დაფიქსირდება კორონა!    გავუფრთხილდეთ ჩვენი შვილების სწავლა განათლებას ასეთი ქმედებები ჩვენი ხელისუფლების მხრიდან მიუღებელი და არასწორია!
gallery images

უარი მწვანე პასპორტს

უარი მწვანე პასპორტს, პეტიცის შექმნილია იმ ჯგუფების მიმართ ვინც თვლის რომ მწვანე პასპორტის გამოცემით მათი უფლებები იზღუდება და დისკრიმინაცის მსხვერპლი არიან, ხელმომწერები აცხადებენ უარს კოვიდ მწვანე პასპორტებზე რადგან არ ენდობიან კონკრეტულად კოვიდის აცრას!
gallery images

თანამდებობიდან გადადგეს ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე.

მოვითხოვთ თანამდებობიდან გადადგეს ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე. აღნიშნული პირების არასწორი, აგრესიული და არაკვალიფიციური ქმედებების გამო, საქართველოს საავადმყოფოებში პერმანენტულად ხდება  პაციენტების გარდაცვალება, გარდაცვლილთა რიცხვი აღწევს 10 000 (ათი ათასს), რაც არის არა მხოლოდ კორონა ვირუსის ბრალი, არამედ ავადმყოფის და ავადმყოფობის არასწორი მართვის შედეგი. უამრავი ფაქტი აქვს, იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება, ე.წ ბოქსირებულ პალატებში, რეანიმაციებში და როგორ ხდება პაციენტების არასწორი ინტუბაცია, რაც საბოლოოდ მათი სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ხდება.   უახლოეს მომავალში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას წარვუდგენ ყველა ფაქტს. ასევე ეს პირები ყოველდღიურად გამოდიან ტელევიზიით  და აანონსებენ ადამიანების სიკვდილს, ლანძღავენ მოსახლეობას ირიბად,  რაც ნორმალურ ქვეყანაში და სახელმწიფოში დაუშვებელია. სტანდარტი რომლითაც ესენი საქართველოს მოსახლეობას  ესაუბრებიან არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის განვითარების სტანდარტს შესაბამისად მოვითხოვთ ამ პირებმა დაუყოვნებლივ დატოვონ თანამდებობები და მათ ადგილზე დაინიშნონ ნორმალური თანამედროვე განვითარების და უნარების მქონე ადამიანები.