gallery images

გამარჯვებული

10451
10000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

აიკრძალოს ცხოველთა ორთაბრძოლები

საერთაშორისო პრაქტიკა და განვითარებული ქვეყნების მაგალითი გვაჩვენებს რომ ცხოველთა ორთაბრძოლების მოწყობა, მასში მონაწილეობა, ორთაბრძოლებისთვის გაწვრთნა და პროპაგანდაც კი სისხლის სამართლებრივად დასჯადია.

თათების იმედს არაერხელ მოგვმართეს თხოვნით სხვადსხვა აქტივობის განსახორციელებლად, ჩვენი მაყურებლის თხოვნით შევადგინეთ პეტიცია და ვაგროვებთ ხელმოწერებს იმ მიზნით, რომ საქართველოს მასშტაბით ცხოველთა ორთაბრძოლების მოწყობა გახდეს სისხლის სამართლებრივად დასჯდი.

ყველას მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ ამ ინიციატივის განხორციელებაში.

სისხლის სამართლის 259-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი, სადაც გაწერილი იქნება:

1. დაუშვებელია ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება და პროპაგანდა;

2. აიკრძალოს, თუ პირი:

ა) ცდილობს მოაწყოს ან აწყობს ცხოველთა ორთაბრძოლებს;

ბ) შეგნებულად იღებს ფულს ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით;

გ) ავრცელებს ინფორმაციას ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ;

დ) საკუთარი ან სხვისი ცხოველით მონაწილეობს ცხოველთა ორთაბრძოლებში;

ე) წვრთნის და ამზადებს ცხოველებს ორთაბრძოლაში მონაწილეობისათვის;

ვ) იყენებს ან სხვას რთავს ნებას თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობა გამოიყენოს ორთაბრძოლების მოსაწყობად;

ზ) შეგნებულად იღებს და ავრცელებს ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეოს და ფოტოგამოსახულებებს ან ინახავს მათ, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით.

author image

რუბრიკა ჩვენი ოთხფეხა მეგობრების შესახებ.