gallery images

საჭიროა 671 ხელმოწერა

829
1500

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

უსამართლო ქიმიის გამოცდები

პეტიციისა და წერილის სახით მომართვის მთავარი მოტივი. 

 

"დაუნდობლად" და "უსამართლოდ" შედგენილი, ასევე შეფასებული 2021 წლის ქიმიის ეროვნული გამოცდები. აბიტურიენტების უმრავლესობა, მოგმართავთ თხოვნით განიხილოთ ჩვენი შემდგომი არგუმენტები. 

1) დაძაბული, მიმდინარე პანდემიური ფონი. უამრავმა ოჯახმა შემოსავლის მთავარი წყარო დაკარგა. რის გამოც შეუძლებელი გახდა ბავშვების რეპეტიტორებთან მომზადება. ისიც იმიტომ რომ ლარის კურსი არასაკმარისია და დოლარებს ითხოვენ მასწავკებლები. სწორედ ამიტომ არის მსგავსი კატასტროფული შედეგები ბოლო ორი წელია. უნდა გითხრათ ისიც, რომ სკოლის სახელმძვანელოს დონით მსგავსი სირთულის ტესტის დაწერა შეუძლებელია. ასევე ითხოვთ მათემატიკურ განათლებას, მაშინ როდესაც ქიმიასთან ეს არანაირ კავშირშია. საქართველო გაჭირვებაშია. ქართველ კაცს უჭირს, ბევრმა ვერ მოამზადა შვილი რეპეტიტორთან, ასეთებიც ვართ ამ სიაში. 

2) საგულისხმოა პანდემიური

მდგომარეობა. ორი წელი online სწავლებაზეა საქართველოს მოსწავლეები, შეჩერებული ტრანსპორტი, კომენდანტია საათი რის გამოც ვერ დავდიოდით რეპეტიტორებთან. ეკრანს მიღმა კი ქიმიის აღქმა-გაგება შეუძლებელია. 

3) საგულისხმოა, რომ თქვენი სურვილისამბრ საკითხების შემცირება და დროის ნაკლებობა. თქვენ შეიტანეთ ისეთი ტესტები, რომლებიც არ იყო დაბალ დონეზე გათვლილი. ბარიერის 4 ქულაზე დაკლებაც არაფერში წაგვადგა. 

ძალიან გთხოვთ შეხვიდეთ ჩვენს მდგომარეობაში და დაგვეხმაროთ. ერთ წლიან ღამის თევებსა და შრომას წყალში ნუ ჩაგვიყრით. 

 

ამ ყველაფრის ფონზე სრულიად გენიჭებათ ვალდებულება შეხვიდეთ ჩვენს მდგომარეობაში და განიხილოთ პეტიცია განურჩევლად ვარიანტისა დაწიოთ ბარიერი და მოგვიმატოთ ქულები. 

 

 

 

პატივისცემით თინათინ ბარჯაძე