Manifest.ge არაკომერციული პროექტია რომელიც არსებობს დამფუძნებლების და მისი მომხმარებლების შემოწირულობებით.

ახლენდელი ვერსია შეიქმნა 2015 წელს. ამ პერიოდში უამრავი დეტალი გამოიკვეთა რომელიც საჭიროებს განახლებას/შეცვლას. ახალი ფუნქციონალის და საიტის გამართული მუშაობისთვის საჭიროა საიტის განახლება, რომლის ღირებულებაა 3 000 ლარი

donate

18 მარტი

2020

ქეთევან
ხვიჩია
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • გამარჯვებული
    300
    ადრესატი: საქართველოს პროკურატურა, საქართველოს პროკურატურა

    “დაიცავი დაუცველი, ნუ იქნები შემდეგი ძალადობის მსხვერპლი“

                                                                       

                     მოგესალმებით და მოგმართავთ ადამიანებს, ვინც ემიჯნებით ყვალანაირ ძალადობას.

                         პეტიციის საფუძველზე ვწერ  მიმართვას ხელმოწერების შეგროვების მიზნით.

     

                                                                              “დაიცავი დაუცველი,

                                                          ნუ იქნები შემდეგი ძალადობის მსხვერპლი“

     

    საქართველოს ტერიტორიაზე,თბილისში და განსაკუთრებით რეგიონებში გახშირდა და ყოველდღიურობად იქცა ცხოველებზე ძალადობა.აწამებენ,მძიმე საგნებით უსწორდებიან და კლავენ მიუსაფარ თუ პატრონიან შინაურ ცხოველებს.საშინელი სადისტური და ძალადობრივი ფაქტებია გამოვლენილი ბოლო წლების განმავლობაში.აღძრულია ბევრი საქმე სისხლის სამართლის 259-ე მუხლით,მაგრამ არცერთი დამნაშავე არ არის გამოვნლენილი და დასჯილი.პირიქით ცხოველთა უფლებების დამცველებს და მათ გულშემატკივრებს აყენებენ მორალურ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას.არ ხდება ინფორმირება მოსახლეობის,რომ ცხოველებსაც აქვთ სიცოცხლის უფლება და მათ იცავს საქართველოს კანონმდებლობა.

    კონკრეტული ფაქტებია გამოვლენილი ქალაქ გურჯაანში,მოკლეს ახალნამშობიარები ძაღლი.ასევე აწამეს სადისტურად ძაღლი დასახლებულ პუნქტში,იქ სადაც ბავშვები მუდმივად გადაადგილდებიან და თამაშობენ.ძალადობრივი და მკვლელობის ფაქტებია დაფიქსირებული ყვარელშიც და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე.

    ასევე ერთერთი ასეთი ფაქტი,მოხდა თბილისის ცენტრალურ უბანში შარშან.ამ ფაქტის გასაჯაროვებას და ცხოველზე მოძალადის დასჯას ითხოვს დაზარალებულის მშობელი ნანა ხომასურიძე და ადვოკატი თემურ ნასარაია.

    2019 წლის იანვარში, საქართველოს მოქალაქე, 18 წლის სალომე აფციაური,  შეესწრო ცხოველეზე, კერძოდ კატაზე ძალადობის ფაქტს, მან მიმართა მოძალადეს გაეშვა  კატა და განაგრძო გზა.  ამ მომენტში ცხოველზე მოძალადეს კატა გაექცა და უეცრად ამ უცნობი ქალბატონისგან მოხდა ძალადობრივი თავდასხმა სალომეზე და მას ფიზიკურად გაუცწორდა ეს უცნობი მოძალადე ქალი. ამ ფაქტს შეეწრო რამდენიმე მოქალაქე, (რომელთა იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა). სალომე თავდასხმის დროს  ყვირილით ითხოვდა დახმარებას და პატრულის გამოძახებას.

    ქალმა დაიჭირა სალომე თმებით და მუხლებს ძლიერად ურტყავდა თავის არეში,სალომე კი მხოლოდ ცდილობდა დაეცვა საკუთარი თავი. მოძალადემ ტერიტორია ისე დატოვა, რომ არც დაინტერესებულა ნაცემი და დაკბენილი მოზარდის მდგომარეობით. ნაცემი სალომე, მრავლობითი ტრამვით დაბრუნდა სახლში და დაკარგა გონება. სასწრაფო დახმარების გამოძახების შემდეგ აუცილებელი გახდა სალომეს სტაციონარში გადაყვანა, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ  მკურნალობდა.

    2020 წლის 29 თებერვალს, პროკურორმა სალომე აფციაურს წაუყენა ბრალი.

     

    სამხარაულის ექსპერტიზა ადასტურებს, რომ სალომეს ქონდა მრავლობითი დაზიანებები, თავის ტვინის შერყევა,  დაკბენილი თითები, პლევრაში სითხის დაგროვება  და სხვა. აღიძრა საქმე,თუმცა მიზეზი რის გამოც მოხდა თავდასხმა მოზარდზე,არ არის დართული საქმეში.

    ამ ძალადობის წინააღმდეგ აქტივისტებმა და ცხოველთა  უფლებების დამცველებმა 2019 წლის იანვარში გამართეს აქცია ქალაქ თბილისში, საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც კატეგორიულად მოითხოვდნენ კანონის გამკაცრებას და ცხოველებზე მოძალადის სამაგალითო დასჯას. აქცია გაშუქდა სხვადასხვა ტელევიზიების მიერ.

    ამ კონკრეტულ საქმეზე საჩივარი, რომ აღძრულიყო საქმე ცხოველზე ძალადობის და სასტიკი მოპყრობის მუხლით დაიბლოკა. გამოძიება არ არის დაინტერესებული გამოიძიოს ცხოველებზე ძალადობის  ფაქტები, არ აღიძრა საქმე საქართველოს სისხლის სამართლის 259 -ე მუხლით, რაც ნათელს მოჰფენს საქმეს და დაამტკიცებს სალომეს უდანაშაულობას.

    ცხოველზე მოძალადე ძალადობს ადამიანზეც, ეს შემთხვევა ნათელი მაგალითია ამისა.

    სალომე აფციაური მხოლოდ ცხოველების უფლებების დაცვისთვის იქნა სასტიკად ნაცემი და სახელმწიფო ცხოველისა და საკუთარი თავის დაცვისთვის უყენებს ბრალს.

     

    მოძალადე  რომელიც სასიკვდილოდ იმეტებს ცხოველს და დაუნდობელი ფიზიკური ძალადობით  უსწორდება ადამიანს, უნდა იქნეს მხილებული და დასჯილი. მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობაა საჭირო სიმართლისათვის ბრძოლაში, რათა მოძალადეების კანონიერი ჩამოშორება მოხდეს საზოგადოებისგან. ყველა ცივილურ ქვეყანაში ცხოველს აქვს სიცოცხლის უფლება და ჩვენ ადამიანები ვითხოვთ კანონის აღსრულებას,რათა დავიცვათ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები და ადამიანები ძალადობისგან.

    გთხოვთ ადამიანებს მაქსიმალურად ჩაერთოთ ცხოველების უფლებების დაცვაში და ერთად შევაგროვოთ ხელმოწერები,მივმართოდ ყველა შესაბამის ორგანოს მსგავსი ძალადობრივი ფაქტების წინააღმდეგ მოახდინონ რეაგირება.ცალკეული ადამიანების ბრძოლა არ არის საკმარისი ძალადობის დასამარცხებლად,მნიშვნელოვანია გაერთიანება,რომ მოვითხოვოთ პროკურატურისგან და სხვა შესაბამისი ორგანოებისგან მოხდეს სათანადო რეაგირება თითოეულ ფაქტზე.

    გვჭირდება ხელმოწერები სალომე აფციარის საქმეზე პროკურატურაში წარსადგენად,რომ შემდგომში ცხოველებზე ძალადობის  ფაქტები იქნეს გამოძიებული და ყველა შემთხვევას მოყვეს სათანადო რეაგირება.

    გავერთიანდეთ,რადგან ცხოველზე მოძალადე ძალადობს ადამიანზეც.

    ნუ იქნები შემდეგი!

     

               

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    გიორგი მეშველიანი საქართველო თბილისი 22/03/2020
    2
    გოჩა მოდებაძე საქართველო თბილისი 22/03/2020
    3
    ლუკა გელაშვილი საქართველო თბილისი 22/03/2020
    4
    ანა ზედგინიძე საქართველო თბილისი 22/03/2020
    5
    ილია ძაძამია საქართველო თბილისი 22/03/2020
    6
    temo abuladze საქართველო თბილისი 22/03/2020
    7
    ტასო ვაჩაძე საქართველო თბილისი 22/03/2020
    8
    ნინო ინაშვილი საქართველო თბილისი 22/03/2020
    9
    თამაზ ბალაშვილი საქართველო თბილისი 22/03/2020
    10
    Eduard Pairaziani Saqartvelo Tbilisi 22/03/2020
    11
    მარიამ კიკვაძე საქართველო თბილისი 22/03/2020
    12
    ელენე გიორგაძე საქართველო თბილისი 22/03/2020
    13
    სოფო მაჭავარიანი საქართველო თბილისი 22/03/2020
    14
    დავით აფციაური საქარტველო თბილისი 22/03/2020
    15
    ანნა აფციაური საქართველო თბილისი 22/03/2020
    16
    ციცინო სხირტლაძე საქართველო თბილისი 21/03/2020
    17
    იამზე ბერიაშვილი საქართველო თბილისი 21/03/2020
    18
    Inga Akopova Georgia Tbilisi 21/03/2020
    19
    თინათინი დანელია საქართველო თბილისი 21/03/2020
    20
    ლაშა გიორგი დანელია საქართველო თბილისი 21/03/2020