gallery images

უსამართლო ქიმიის გამოცდები

პეტიციისა და წერილის სახით მომართვის მთავარი მოტივი.    "დაუნდობლად" და "უსამართლოდ" შედგენილი, ასევე შეფასებული 2021 წლის ქიმიის ეროვნული გამოცდები. აბიტურიენტების უმრავლესობა, მოგმართავთ თხოვნით განიხილოთ ჩვენი შემდგომი არგუმენტები.  1) დაძაბული, მიმდინარე პანდემიური ფონი. უამრავმა ოჯახმა შემოსავლის მთავარი წყარო დაკარგა. რის გამოც შეუძლებელი გახდა ბავშვების რეპეტიტორებთან მომზადება. ისიც იმიტომ რომ ლარის კურსი არასაკმარისია და დოლარებს ითხოვენ მასწავკებლები. სწორედ ამიტომ არის მსგავსი კატასტროფული შედეგები ბოლო ორი წელია. უნდა გითხრათ ისიც, რომ სკოლის სახელმძვანელოს დონით მსგავსი სირთულის ტესტის დაწერა შეუძლებელია. ასევე ითხოვთ მათემატიკურ განათლებას, მაშინ როდესაც ქიმიასთან ეს არანაირ კავშირშია. საქართველო გაჭირვებაშია. ქართველ კაცს უჭირს, ბევრმა ვერ მოამზადა შვილი რეპეტიტორთან, ასეთებიც ვართ ამ სიაში.  2) საგულისხმოა პანდემიური მდგომარეობა. ორი წელი online სწავლებაზეა საქართველოს მოსწავლეები, შეჩერებული ტრანსპორტი, კომენდანტია საათი რის გამოც ვერ დავდიოდით რეპეტიტორებთან. ეკრანს მიღმა კი ქიმიის აღქმა-გაგება შეუძლებელია.  3) საგულისხმოა, რომ თქვენი სურვილისამბრ საკითხების შემცირება და დროის ნაკლებობა. თქვენ შეიტანეთ ისეთი ტესტები, რომლებიც არ იყო დაბალ დონეზე გათვლილი. ბარიერის 4 ქულაზე დაკლებაც არაფერში წაგვადგა.  ძალიან გთხოვთ შეხვიდეთ ჩვენს მდგომარეობაში და დაგვეხმაროთ. ერთ წლიან ღამის თევებსა და შრომას წყალში ნუ ჩაგვიყრით.    ამ ყველაფრის ფონზე სრულიად გენიჭებათ ვალდებულება შეხვიდეთ ჩვენს მდგომარეობაში და განიხილოთ პეტიცია განურჩევლად ვარიანტისა დაწიოთ ბარიერი და მოგვიმატოთ ქულები.        პატივისცემით თინათინ ბარჯაძე
gallery images
gallery images

განახევრდეს საწვავზე აქციზის გადასახადი!

2021 წლის იანვრიდან საწვავმა რეკორდული ზრდა დაიწყო, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისოზეც.  1 ლიტრი ბენზინი 3 ლარს გაუთანაბრდა. ეკონომიური, ჰიბრიდულ ძრავზე მომუშავე მანქანაც კი ვეღარ უკეთებს თავის პატრონს შეღავათს. საწვავის ფასის ზრდასთან პროდუქტებიზე ფასების ზრდა პირდაპირ კავშირშია. არსებობს მარტივი გამოსავალი. თუკი სახელმწიფო აქციზის გადასახადს გაანახევრებს, ავტომატურად საწვავის ფასიც დაიკლებს.  2017 წლის პირველი იანვრიდან საწვავზე აქციზის ფასები გაიზარდა. ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; გაზზე, 1000 კუბურ მეტრზე - 80-დან 200 ლარამდე. შეუძლებელია აქციზის გადასახადის გაუქმება, თუმცა ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ამ ფასების განახევრებაა.
gallery images

გაიხსნას ფარაჯანოვის მუზეუმი თბილისში!

 თბილისში, სერგო ფარაჯანოვის მშობლიურ ქალაქში, მისი მუზეუმი არ არსებობს. სამოქალაქო ომისა და არეულობის წლებში, სამწუხაროდ, ვერ შევინარჩუნეთ მისი სახლი იმ სახით, როგორშიც რეჟისორი ცხოვრობდა და ქმნიდა, იქ არსებული უნიკალური ექსპონატების დიდი ნაწილი კი ერევნის მუზეუმშია გადატანილი. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს დედაქალაქში აუცილებლად უნდა არსებობდეს სივრცე, სადაც თბილისში დარჩენილი, სხვადასხვა ადგილას გაბნეული რეჟისორის კუთვნილი ნივთები, მისი ხელით შექმნილი ხელოვნების ნიმუშები თუ ფილმები მოიყრის თავს, რათა საქართველოში მცხოვრებ თუ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს საშუალება მიეცეთ ფარაჯანოვის უნიკალურ მემკვიდრეობას ერთ სივრცეში გაეცნონ.
gallery images

გამოუშვას ბეჟანია დამენიამ ნიკა დამენია ხვალ რესტორანში

იმერეთის 86 ნომერში მცხოვრებ ბეჟან დამენიამ გამოუშვას თავის მეურვების ქვეშ მყოფი ნიკა დამენია ხვალ რესტორანში
gallery images

დავიცვათ ჩვენი ოთხ თათა მეგობრები

საერთაშორისი პრაქტიკა და მრავალი განვითარებული ქვეყნის მაგალითი გვაჩვენებს რომ ცხოველთა მოვლა-პატრონობის, ყიდვა-გაყიდვის წესების დარღვევა სამართლებრივად კანონით დასჯადია. საქართველოში არსებული კანონმდებლობა ძალიან სუსტია. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით შევქმენით პეტიცია, ვაგროვებთ ხელმოწერებს შემდეგი მოთხოვნით: 1. ყველა ვეტ-კლინიკას, ფედერაციას,კლუბს დაეკისროს ვალდებულება და აქტიურ მოთხოვნად გახადონ ჩიპირება. 2.მოვითხოვთ, მონიტორინგის სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება, დაიწყოს მასიური რეიდი ყველა რაიონსა და ქალაქში ცხოველთა პატრონთა შემოწმება ჩიპზე, არ ქონის შემთხვევაში პირველად შემოწმებაზე ჯარიმა განისაზღვროს 50 ლარის ოდენობით და ჩიპის ჩასადგმელად მიეცეს 3 დღიანი ვადა. განმეორების შემთხვევაში მოხდეს ჯარიმის ოდენომის გაზრდა. 2. აიკრძალოს და გახდეს დასჯადი ცხოველთა (კატა,ძაღლი) რეალიზაცია ღია სივრცეში, ბაზრობებზე ყოველგვარი საბუთის,ვეტ-პასპოტის, ჰიგიენური წესების დაცვის გარეშე. 3.გაიზარდოს ჯარიმა პატრონიანი (ჩიპირებული)ძაღლის მიტოვების შემთხვევაში 1000 ლარამდე. 4.აიკრძალოს არა ოფიციალური კერძო კლუბები, რომლებიც გასცემს საგვარეულო ნუსხას, რაც ხელს უწყობს გაურკვეველი წარმომავლობის ცხოველთა გამრავლებას. 5.გამკაცრდეს კანონი ცხოველთა წამების, საავარიო შემთხვევების ფაქტებზე.