gallery images

გამარჯვებული

1310
1000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

შეიზღუდოს მარჯვენა საჭიანი ავტომობილების იმპორტი საქართველოში

გთხოვთ დააწესოთ შეზღუდვები მარჯვენა საჭიანი ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებით. უსაფრთხოების თვალსაზრისით მარჯვენა საჭიანი ავტომობილები საფრთხეს მაგისტრალებზე ქმნიან, რადგან საქართველოში გზების ინფრასტრუქტურა მარცხენა საჭიანი ავტომობილებისთვის არის შექმნილი. მარჯვენა საჭიანი ავტომობილების მძღოლებს კი ნაკლები ხილვადობა აქვთ გასწრების დროს, მოსახვევებში, რა დროსაც ავტოავარიის რისკი მეტია და შესაბამისად საფრთხე ექმნება როგორც მძღოლის, ასევე სხვა ადამიანების სიცოცხლეს. 

გარდა ამისა, საქართველოს ავტოპარკში  წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა მარჯვენა საჭიანი ავტომობილების რიცხვი, ის თითქმის უთანაბრდება მარცხენა საჭიან ავტომობილებს. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორი იქნება განვითარება ჩვენი მოძრაობის სისტემის. მთელი ქვეყანა, გზები, ინფრასტრუქტურა მოწყობილია მარცხენასაჭიანი ავტომობილებისთვის. მსოფლიოში არ არის არცერთი განვითარებული სახელმწიფო, სადაც 50-50-ზეა მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რიცხვი. თუ ეს საკითხი უახლოეს მომავალში არ მოგვარდა, მაშინ 6-7 წელიწადში  მთავრობას მოუწევს  გადაწყვეტა  რომ ერთ დღეს მარცხენა საჭიანი ავტომობილები გამოიყვანოს ქალაქში, მეორე დღეს კი მარცხენა საჭიანები.