gallery images

გამარჯვებული

99
99

ადრესატი:

ზვიად ხორგუაშვილი

ვითხოვთ ესსეს დედლაინის გადატანას!

თავისუფალი უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტები ვითხოვთ პოლიტიკური იდეოლოგიების ესსეს ჩაბარების დედლაინის გადავადებას!

ჩვენ ვითხოვთ ბატონი ზვიად ხორგუაშვილისგან, ყოფილი ESM-ელისგან, ჩვენს მდგომარეობაში შესვლას, მძიმე და დაძაბული გრაფიკის გათვალისწინებას და ამის შესაბამისად ესსეს ჩაბარების დედლაინის გადავადებას. ესსეს დაწერა მოითხოვს ღრმად ფილოსოფიური, უცხო ტერმინებით განმსჭვალული, უცხო ენაზე დაწერილი, ვებერთელა ტექსტის სიღრმისეულ ანალიზს, ტექსტის ავტორის აზრებში ჩაწვდომასა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ისეთ საკითხებზე, რომლებზეც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებსაც კი გაუჭირდებათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. გამომდინარე ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან და გათვალისწინებით დროის დეფიციტისა, რომელსაც ჩვენ განვიცდით, დავალების ხარისხიანი შესრულება საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ბატონო ზვიად, გთხოვთ შედით ჩვენს მდგომარეობაში და მოგვეცით დამატებითი დრო, რათა შევძლოთ სტატიის სიღრმისეული ანალიზის მომზადება.

გათვალისწინებით იმისა, რომ ბატონ ზვიადს თავადაც აქვს განვლილი ამავე ფაკულტეტზე სწავლის მძიმე და სირთულეებით აღსავსე გზა, ვიტოვებთ იმედს, რომ ის შეისმენს ჩვენს თხოვნას.