gallery images

გამარჯვებული

5004
5000

ადრესატი:

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს

აღადგინეთ ,,გააგრძელე საქართველოს ისტორია''

                                                 "ისტორია - საინტერესო ფაქტები"

 
გთხოვთ აღადგინოთ მხატვრული, ისტორიული, მრავალსერიანი ფილმის პროექტი ,, გააგრძელე საქართველოს ისტორია''.

                                          საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს,

                                          ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს,

                                          საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს.
                                           
                                          "ისტორია - საინტერესო ფაქტები"-ის

                                                               გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ ა

 ბატონო ვასილ, გილოცავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად არჩევას, წარმატებებს გისურვებთ ღიერსეული არხის ღირსეულად მართვაში. 

  მოგმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პტოექტთან დაკავშირებით. ისტორიული მხატვრულ-დოკუმენტური სერიალი „გააგრძელე საქართველოს ისტორია’’ არის ერთადერთი საინტერესო შემეცნებითი პროდუქტი ქართულ ტელე-ინტერნეტ სივრცეში, რომელიც საშუალებას იძლევა დღევანდელი ეპოქის შესაბამისად გავეცნოთ ჩვენი ქვეყნის წარსულს - მივიღოთ ცოდნა და სიამოვნება პარალელურად. ეს ფილმები ნამდვილად საგანძურია ჩვენთვის, როგორც ისტორიის მოყვარულთათვის. როგორც სოციალურ ქსელში დიდმა გამოხმაურებამ აჩვენა, ეს ტელეპროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდებში, და არა მარტო, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას და ქვეყნის და რეგიონის სიღრმისეულ ცოდნას. წინა სერიები სკოლებშიც კი იყო შეტანილი დამხმარე სახელმძღვანელოდ. დიდმა გამოხმაურებამ ემიგრაციიდან დაადასტურა, რომ ქართველი ემიგრანტებისთვის "გააგრძელე საართველოს ისტორია" ერთგვარი საზრდო და თვითმყობადობის შენარჩუნების საუეთესო საშუალებაა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, აღნიშნულ პროექტს დაფინანსება გაუნახევრეს, რაც გადაცემის დახურვის ტოლფასია. ეს ნიშნავს ქართულ ტელესივრცეში ერთადერთი უალტერნატივო და უკონკურენტო პატრიოტული პროექტის გაჩერებას და ჩვენს რეალობაში ისედაც არსებული მწვავე დეფიციტის გაღრმავებას. ბატონო ვასილ, გთხოვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მრავალმილიონიანი ბიუჯეტიდან გამოყოთ სახსრები, რათა ეს ხალხისთვის საყვარელი პროექტი არ გაჩერდეს და განაგრძოს იმ საქმის კეთება, რომელიც ბევრ ჩვენთაგანს აცნობს და აყვარებს თავის ქვეყანას.
  
             პატივისცემით
                                                                  "ისტორია - საინტერესო ფაქტები"-ის 
                                                                    დამფუძნებელი დავითი ალავიძე.