gallery images

საჭიროა 3981 ხელმოწერა

1019
5000

ადრესატი:

ქუთაისის მერია

შეჩერდეს მაკდონალდსის მშენებლობა ქუთაისის ისტორიულ ცენტრში

როგორც ცნობილია ქუთაისის ისტორიულ ცენტრში დაგეგმილია მაკდონალდსის რესტორნის მშენებლობა. ვინაიდან:

1) ქუთაისი არის ანტიკური ქალაქი, საქართველოდან UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილია მხოლოდ მცხეთის, სვანეთის და ქუთაისის კულტურული ობიქტები. ამ ქალაქის სახე და სავიზიტო ბარათი უნდა იყოს ისტორიული მუზეუმი და არა მაკდონალდსი, როგორც რომელიმე რიგით, პროვინციულ, სატრანზიტო ქალაქში;

2) დღემდე არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლება არ ასაჯაროებს მშენებლობასთან დაკავშირებულ ინფორმაცაის, რაც აჩენს ეჭვებს ამ პროცესში კორუფციული ინტერესების შესახებ;

3) მართლაცდა ანტიკური ქანდაკების შესაფერი მედიდურობით სდუმს ქუთაისის 3-ვე მაჟორიტარი დეპუტატი ამ საკითხთან დაკავშირებით;

ამიტომ მოგიწოდებთ ქუთაისელებს თქვენი ხელმოწერით დაგვიჭირეთ მხარი და ერთად მოვითხოვოთ მაკდონალდსის მშენებლობის შეჩერება ქუთაისის ისტორიულ ცენტრში.