gallery images

გამარჯვებული

1000
1000

ადრესატი:

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს მთავრობა

ქ-ნი მზია ჯინჭარაძე - ამბროლაურის კულტურის ცეტრის ხელმძღვანელად!

მოგეხსენებათ, რომ  30 დეკემბერს  სცენაზე მოულოდნელად გარდაიცვალა არაჩვეულებრივი ხელოვანი და პიროვნება, რაჭისა და მთელი საქართველოს სიამაყე, დავით(დათუნიკა) სხირტლაძე...ის წლების მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდა ამბროლაურის კულტურის ცენტრს;  სამწუხაროდ, დათუნიკა სხირტლაძე ვერ მოესწრო ნანატრი შვილის დაბადებას;  მოხდა სასწაული და  მისი დაკრძალვიდან ერთი საათით ადრე ქვეყნიერებას მოევლინა დავით-თევდორე სხირტლაძე; ფაქტობრივად, ოჯახი დარჩა  ერთადერთი მარჩენალის გარეშე; დათუნიკას მეუღლეს -  ქ-ნი მზია ჯინჭარაძეს გადაწყვეტილი აქვს, არ  მოშალოს გარდაცვლილი მეუღლის  მშობლიური კერა სოფელ ხიმშში და მათი მემკვიდრეც აღზარდოს იმ გარემოში, სადაც დაიბადა და გაიზარდა დათუნიკა სხირტლაძე; ეს ის სახლ-კარია,რასაც  ელოლიავებოდა ცოლ-ქმარი და დათუნიკას სიცოცხლეშივე იქცა ეთნოგრაფიულ მუზეუმად...გამომდინარე იქედან,  რომ ქ-ნ მზიას არა აქვს სტაბილური შემოსავალი, რაც აუცილებელია მათი არსებობისთვის,  ამბროლაურის მოსახლეობამ, ინტელიგენციამ და დათუნიკას მეგობრებმა მოითხოვეს, დაენიშნათ ქ-ნი მზია ჯინჭრაძე  გარდაცვლილი მეუღლის თანამდებობაზე; ვფიქრობთ, ამბროლაურის გუბერნიის, რაიონის, საკრებულოს, მერიის ხელმძღვანელობა მიიღებს  გონივრულ გადაწყვეტილებას და ყოველგვარი კონკურსის გარეშე, ქ-ნ მზიას,  კულტურის ცენტრის დირექტორად დანიშნავს; მას  აქვს სათანადო ცოდნა-განათლება, გამოცდილება, კავშირები, ღირსეულად გააგრძელოს მეუღლის საქმიანობა და ქვეყანას აღუზარდოს დათუნიკა სხირტლაძის ერთადერთი მემკვიდრე; გთხოვთ,საქართველოს კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურის, მეცნიერების და სხვა პროფესიების ყველა თაობის წარმომადგენლებს,  ხელმოწერით დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა!