gallery images

საჭიროა 15488 ხელმოწერა

12
15500

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა

გაუქმდეს აქციზის, სახელმწიფო ბაჟის და იმპორტის გადასახადი.

ამ გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლების წილი მიახლოებით 10%-ს შეადგენს, შესაბამისად ამ გადასახადების გაუქმება არ გამოიწვევს ბიუჯეტში დეფიციტს, თუ საბიუჯეტო(ბიუროკრატიულ) დანახარჯებს 10%-ით შევკვეცავთ.

ეს გადასახადები უსამართლოა სხვა უსამართლო გადასახადებს შორის, ვინაიდან მისი სავალდებულო გადახდა ხორციელდება იმის მიუხედავად, ზარალობს თუ არა იმპორტერი.

რას შეიძლება ველოდოთ ამ რეფორმით?


1. ნებისმიერ პროდუქტზე ფასების კლება, მათშორის ნავთობპროდუტებზე, რომელზეც გაძვირების ტენდენცია იგრძნობა და არსებობს ნეგატიური მოლოდინები, გაიფებული საწვავი იწვევს შიდა გადაზიდვების და სატრასნპორტო მომსახურების ტარიფებზე პოზიტიურ ცვლილებებს, რაც კიდევ ერთი მასტიმულირებელი ხდება სხვადასხვა სახის პროდუქციაზე ფასების კლებისა.


2. შემცირდება სახელმწიფო წნეხი ბიზნესზე და ერთგვარი სტარტიც შეიძლება გახდეს ეკონომიკური თავისუფლების, თანაბარ პირობებში ჩააყენებს მცირე და მეგაიმპორტერებს.


3. ხელმისაწვდომი გახდება, მეტი მატერიალური რესურსის და ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტების და ინგრედიენტების შეუფერხებელი შემოდინება.

4. უცხოელი ინვესტორებისთვის ბიზნესკლიმატი გახდება უფრო მიმზიდველი და თავისუფალი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს უცხოურ ინვესტიციებთან ერთად უცხოური ვალუტის შემოდინებას და ეკეონომიკურ პროგრესს.