gallery images

გამარჯვებული

501
500

ადრესატი:

საქართველოს უნივერსიტეტი

საქართველოს უნივერსიტეტს !

საქართველოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას !


 მოგმართავთ , საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები, პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც  გარკვეულ ხარვეზებს ქმნის,  საუბარია :  my.ug.edu.ge-ზე შეტყობინებისა დასიახლეების მიღებას.  ერთ-ერთ მაგალითად -  31 იანვარს გამოცხადებული რეგისტრაცია , რომელიც რამდენჯერმე გადაიდო მოგვდის შეტყობინება ინტერნეტით , სტუდენტურ საიტზე, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ყველა სტუდენტისთვის. რადგან შეტყობინებების შესამოწმებლად იძულებული ვართ, რომ  24 საათი ვაკონტროლოთ ინტერნეტ ბრაუზერით ,ყველა სტუდენტს არა აქვს საკმარისი დრო 24 საათით მობილიზირდეს კომპიუტერთან და ელოდოს ადმინისტრაციის შეტყობინებას - სისტემურად გაუმართავ საიტზე. ასევე, იმ სტუდენტებს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა არიან, ან რაიონიდან ჩამოსულები ცხოვრობენ დედაქალაქში, ყველა სტუდენტი არ არის უზრუნველყოფილი სახლში ჰქონდეს ინტერნეტი და კომპიუტერი. (მეტიც, ისინი ინტერნეტ- კაფეების მეშვეობით რეგისტრირდებიან . ) რაც შეეხება პირველ სართულზე მდგომ კომპიუტერებს ამდენ სტუდენტს ვერ უზრუნველყოფს და ასევე, მანდ არც არის საკმარისი რაოდენობა რომ  24 საათით მობილიზირდეს სტუდენტები კომპიუტერთან (ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფოიეში მდგარი კომპიუტერები არ მუშაობს გამართულად!  ) და ელოდოს ადმინისტრაციის შეტყობინებას, სისტემურად გაუმართავ საიტზე. ჩვენ მოვითხოვთ , რომ აღნიშნულ სისტემაში მოხდეს  ცვლილებები და ნაცვლად სტუდენტურ გვერდზე შეტყობინებების მიღებისა, ამოქმედდეს ახალი სისტემაც და ყველა მნიშვნელოვანი შეტყობინება, როგორიცაა: რეგისტრაციის თარიღი, ფინანსური მონაცემები, აღდგენითი ლექცია და ა.შ მოხდეს სტუდენტის ინფორმირება მობილური კავშირითაც - მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.    (ვითხოვთ, ტელეფონზეც და ელექტრონულადაც მოვიდეს შეტყობინება) ! განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ლექციის აღდგენის შეტყობინება, რომელზეც შესაძლოა ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ქვიზის ქულა დაკარგო, როცა ლექტორის მიზეზის გამო  ,ადმინიატრაცია აღდგენით ლექცია ნიშნავს! იმედია, გულისხმიერებას გამოიჩენთ ჩვენი ლეგიტიმური მოთხოვნის მიმართ!