gallery images

საჭიროა 1840 ხელმოწერა

160
2000

ადრესატი:

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

სოფელ სართიჭალაში მინი ფეხბურთის და კალათბურთის მოედანი

სოფელში სადაც 15000 ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, სოფელი რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დიდია როგორც მოსახლეობთ ასევე ტერიტორიით. სოფელი სადაც ახალგაზრდობა უკვე 10 წელია იხვეწება, ითხოვს ერთ ხელოვნურსაფარიან მინი სტადიონს და ერთ საკალათბურთო მოედანს...

მუდმივი დაპირებები, მუდმივი იმედი და არასდროს გაკეთებული საქმე...

ამ სოფელში არ გახლავთ არცერთი პარკი, არც ერთი სკვერი არც ერთი ხელოვნურსაფარიანი მოედანი რომ ახალგაზრდები გაერთონ, სპორტულად იცხოვრონ, სპორტული ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიონ.

აგროვდა რამდენჯერმე ხელმოწერები თუმცა რეაგირება არ ყოფილა...სოფლის გამგეობას, გარდაბნის მუნიციპალიტეტს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მივმართავთ თხოვნით, სოფელ სართიჭალაში კეთილ მოაწყონ ერთი მინი-ფეხბურთის ხელოვნურ საფარიანი მოედანი და ერთი კალათბურთის მოედანი. შეიქმნას სპორტული კუთხე სადაც ახალგაზრდები თუ ბავშვები შეიკრიბებიან, ითამაშებენ, იცხოვრებენ ჯანსაღად და დაკავდებიან სპორტით...

თბილისში ყოველ უბანშია რამდენიმე მსგავსი მოედანი და ამ სოფელშიც ცხოვრობენ ბავშვები, ადამიანები ვისაც სპორტით დაკავების სურვილი აქვთ, ნუ მოუკლავთ ამ ადამიანებს სპორტით დაკავების სურვილს.