gallery images

საჭიროა 929 ხელმოწერა

71
1000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
ფინანსთა სამინისტრო

ხელშეწყობა ახალგაზრდა ოჯახებს ბინათმშენებლობის კუთხით

  საქსტატის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 4 435 200-დან (2000 წელი)  3 720 400-მდე შემცირდა (2016 წელი), რაც ძირითადად გამოწვეულია ქვეყნის არასტაბილური და არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გამო.

  ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაბიჯი, რაც შეიძლება მთავრობის მხრიდან გაკეთდეს, დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად, ეს არის ახალგაზრდა ოჯახების ხელშეწყობა ბინათმშენებლობის კუთხით. აშენდეს რამდენიმე კორპუსი მთავრობის დაფინანსებით, ისევე როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ააშენა და ახალგაზრდა ოჯახებს, მინიმუმ 1 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გადაეცეს, არა საჩუქრად, როგორც ეს ლტოლვილების შემთხვევაში იყო, არამედ 10-15 წლიანი შიდა უპროცენტო განვადებით. ეს ფაქტი გამოათავისუფლებს ოჯახის საკმაოდ დიდ ბიუჯეტს, რაც გაზრდის ახალგაზრდა ოჯახების მოტივაციას მრავალშვილიანობის კუთხით. 

  რეალობა მოწმობს, რომ უმეტესობა ოჯახების ეკონომიკური კრიზისი, გამოწვეულია იპოთეკური სესხების საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო.