gallery images

გამარჯვებული

5000
5000

ადრესატი:

საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პროკურატურა

გაათავისუფლეთ ""ბირჟა მაფიის" წევრები!

მოგეხსენებათ, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს, რაც პირდაპირ კავშირშია სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასთან. ამ უწყინარი ვიდეო კლიპით, "ბირჟა მაფიის" წევრებმა თავიანთი სათქმელი თქვეს. 

მიგვაჩნია, რომ ქმედება, რომელიც განხორციელდა მათ წინააღმდეგ და სასჯელი, რომელიც მათ ემუქრებათ (თავისუფლების 20 წლამდე ან სამუდამო აღკვეთა) უსამართლო და შეუსაბამოა, ყოველგვარ აზრსა და ლოგიკასაა მოკლებული.

გარდა ამისა სხვა საკითხია ის, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. ვითხოვთ დეტალურ გამოძიებას, რადგან მიგვაჩნია, რომ აღნიშნული რაოდენობის "მდმა" არც კი ეკუთვნოდათ მიშკა მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთ აღნიშნული, გაეცნოთ საქმის დეტალებს და გაათავისუფლოთ "ბირჟა მაფიის" წევრები.