gallery images

საჭიროა 9600 ხელმოწერა

400
10000

ადრესატი:

თბილისის საკრებულო

გატანილ იქნეს კაზინოები და სლოტ-კლუბები ქალაქებიდან

დღეს თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ჩვენი ქვეყნის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქები მოფენილია კაზინოებით და სლოტ-კლუბებით. სათამაშო დაწესებულებები გახსნილია ყოველგვარი რეგულირების გარეშე პირდაპირ ქალაქის ცენტრალურ რაიონებში  და ყოველდღიურად ათასობით ადამიანის უბედურების მიზეზი ხდებიან.

ყველა ცივილიზებული ქვეყნის გამოცდილების მიხედვით კაზინოები გატანილია დიდი ქალაქებიდან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა და მხოლოდ სპეციალურად ამ მიზნით ჩასული ტურისტებისთვისაა ხელმისაწვდომი (ლას-ვეგასი, ატლანტიკ-სიტი, მონტე-კარლო, მაკაო და სხვ). საქართველოში კი ზოგიერთი კაზინო (მაგ: „შანგრილა“) უშუალოდ საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატი „ღამის ცხოვრების“ კიდევ უფრო განვითარებას გვპირდება.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვთ თვითმმართველობის კომპეტენციას მიეკუთვნება დაადგინოს ადგილები, თუ სად შეიძლება განთავსდეს სათამაშო დაწესებულებები, ამიტომაც გთხოვთ, უახლოეს სხდომაზე განიხილოთ საკითხი ქალაქიდან სათამაშო დაწესებულებების გატანის შესახებ. ამ კომპანიებმა თავიანთი ბიზნესი შეიძლება გააგრძელონ, გუდაურში ან სხვა ტურისტულ ცენტრებში.

კახა კუკავა, თბილისის მერობის კანდიდატი

დიმიტრი ლორთქიფანიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი