gallery images

საჭიროა 858 ხელმოწერა

142
1000

ადრესატი:

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
სპორტის სამინისტრო/ფეხბურთის ფედერაცია

კატალონიის "ბარსელონას" ეროვნულ ლიგაში თამაში შევთავაზოთ !

კატალონიაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა საფეხბურთო ლიგის შეცვლაზე ფიქრობს. დასახელდა სხვადასხვა ვარიანტი. თუნდაც ჩვენი, ქართული ეროვნული ლიგის პოპულარიზების გამო, ფეხბურთის ფედერაციამ უნდა შესთავაზოს "ბარსელონას" საქართველოში თამაში. რა თქმა უნდა, ასეთ შეთავაზებას "ბარსა" არც განიხილავს, თუმცა ამ წინადადებით დაინტერესდებიან მსოფლიო პრესის ჟურნალისტები და 1 დღით მაინც, ეროვნულ ლიგა ყურადღების ქვეშ მოექცევა. ჟურნალისტები დაინტერესდებიან ამ ლიგით, მოიძიებენ ინფორმაციას და უფრო მეტ ხალხს ეცოდინება ჩვენ შესახებ. აშკარაა, რომ ეროვნულ ლიგა გამორჩეული ლეგიონერების გარეშე დიდი ინტერესს ვერ გამოიწვევს და აბსოლუტურად ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ ამისთვის.