gallery images

გამარჯვებული

2001
2000

ადრესატი:

თბილისის მერია
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

არ დავუშვათ იარაღით ქუჩაში კანონიერად დახოცონ ძაღლები!!!

ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 5 იანვრის ბრძანებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ცხოველთა თავშესაფრის გარეთ მოკვდინება შესაძლებელი ხდება. ამასთან, სააგენტოს სურს, თანამშრომლებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება დაიკანონოს.

სააგენტომ აღნიშნული წინადადებით თბილისის მერიას მიმართა. პროექტის მოწონების შემთხვევაში, მისთვის საკანონმდებლო ინიციატივის სახის მიცემაზე დაიწყება მუშაობა.

ცხოველთა თავშესაფრის გარეთ მოკვდინება დაუშვებელია, რადგან ეს არალაბორატორიულ პირობებში, ხალხის თვალწინ არ უნდა მოხდეს.  ევთანაზია ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე ჩატარებული უმტკივნეულო მოკვდინებაა, რომელსაც ვეტერინარის ადგილზე დასწრება აუცილებლად სჭირდება და ეს არ უნდა ხდებოდეს ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღით! ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თანამშრომლებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნებართვის მიღებას ცდილობს, ამდენად მათ სურთ, იარაღით ქუჩაში კანონიერად დახოცონ ძაღლები. 

კეთილი ინებონ მერიის სსიპ-ის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა თეიმურაზ ფხალაძემ და მისმა მოადგილემ ლერი ქვარაიამ, რომლებსაც ცხადია რომ არანაირი ცოდნა ძაღლების შესახებ არ გააჩნიათ,  გაეცნონ ევრიპასა და ამერიკაში როგორ ხდება ძაღლების მოვლა-პატრონობა, მკურნალობა და ევთანაზია! სამწუხაროა რომ არც კი ცდილობენ დასავლური გამოცდილების გაზიარებას. ეს ადამიანები სრულიად შეუფერებლები არიან დაკავებული მოზიციებისათვის, მათი "მუშაობა" და დამოკიდებულება საქმისადმი ვერც ცხოველებს მოუტანს სიკეთეს და ვერც ადამიანებს!

ცხოველთა უფლებადამცველები კი დოკუმენტის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

ამასთან თემურ ფირცხალაძის უწყების მიერ მომზადებული კანონი საკრებულოში უკვე დარეგისტრირდა და "ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის" მიერ მომზასდებული პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ცხოველის პატრონი ვალდებული იქნებაძაღლის ან კატის ინდენტიფიკააციის მიზნით ჩხოველს სხეულში ჩაუყენოს ჩიპი, გაუკეთოს ტატუ ან იარლიყი.

ახალი ინიციატივის მიხედვით, მოქალაქე, რომელსაც სახლში ყავს ცხოველი, ვალდებული საკუთარი ძაღლი ან კატა აიყვანოს აღრიცხვაზე. ყოველწლიურად კი გაიაროს საკონტროლო რეგისტრაცია, რომლიც წინასწარი ინფორმაციით ფასიანი იქნება, თუმცა დოკუმენტში თანხა არ კონკრეტდება.

მივმართავთ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დროულად მოეგონ გონს, თუკი საუბარია მოსახლეობის დაცვასა და ცხოველების უვნებელყოფაზე, ამ სამსახურს სპეციალური შპრიცსასროლი მოწყობილობა აქვს, რომელიც ცხოველის ჰუმანური დაძინების და უვნებელყოფის საშუალებას იძლევა. არ არის აუცილებელი იარაღით ხოცონ ძაღლები ქუჩაში!!!  მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის უხეში დარღვევაა, რომ არაფერი ვთქვათ, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და ჰუმანურობის პრინციპების უგულებელყოფაზე.