gallery images

საჭიროა 9535 ხელმოწერა

465
10000

ადრესატი:

საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი
ბიძინა ივანიშვილი

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს!

ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“, კოალიცია ქართულ ოცნებას და მთლიანად სახელისუფლებო გუნდს.

დღეს საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი თითქმის უფუნქციოდ რჩება. ქალაქი, რომელიც ისტორიის მანძილზე ხშირად ქვეყნის დედაქალაქის, კულურული და საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას ითავსებდა, სავარაუდოდ მალე ერთადერთ - საპარლამენტო ქალაქის სტატუსსაც დაკარგავს. 
არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა ქალაქს დემოგრაფიული კრიზისის წინაშე აყენებს. მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი არსებობას მხოლოდ იმ ადამიანების დახმარებით აგრძელებს, ვინც ეს ქალაქი უკვე დატოვა და დედაქალაქში ან სხვა ქვეყანებში აგრძელებენ ცხოვრებას და საქმიანობას. ამ ქალაქში ცხოვრება უკვე ენთუზიაზმის დონეზე რჩება.
თქვენმა წინასაარჩევნო დაპირებამ ქუთაისისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქციის მინიჭების შესახებ მოსახლეობაში გააჩინა იმედი, რომ ამ ნაბიჯების შემდეგ ქალაქის ეკონომიკა ნელნელა აღორძინებას დაიწყებდა. ვთვლით, რომ თქვენს მიერ დაანონსებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნება პირველი ნაბიჯი ამ დაპირების შესრულებისთვის, ასევე ამ საარჩევნო დაპირების შესრულება დადებითი მუხტი იქნება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რასაც შესაბამისი უკურეაქცია აუცილებლად მოჰყვება, როგორც ქუთაისის ასევე რეგიონის მაცხოვრებლებისაგან. ასეთი მოცულობის ინვესტიცია ქალაქს მისცემს ახალ ბიძგს, როგორც განათლების, ასევე ეკონომიკური განვითარების კუთხით. რასაც მოჰყვება დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა; კერძოდ სტუდენტების სიმრავლე ბიძგს მისცემს ქალაქის მცირე მეწარმეობის განვითარებას. მით უმეტეს თუ გადავხედავთ უახლესი ისტორიის მანძილზე ქალაქის ფუნქციას, ტექნოლოგიურ ბაზას (უკვე არსებული უნივერსიტეტის სახით), ქუთაისს ნამდვილად აქვს ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება. 
ამ ფაქტორების გათვალისწინებით გთხოვთ და მოვითხოვთ 2012 წელს გაცემული დაპირების შესრულებას. გვჯერა და იმედი გვაქვს, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისში დაფუძნდება. ის ქალაქს ძალიან სჭირდება!