gallery images

საჭიროა 139 ხელმოწერა

61
200

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
ფინანსთა სამინისტრო
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

საგანმანათლებლო ოლიმპიადების დაფინანსება სკოლის მოსწავლეთათვის

 ყველასთვის თვალსაჩინო და ფრიად საყურადღებო ფაქტს წარმოადგენს განათლების აუცილებლობა 21-ე საუკუნეში. ფართოა იმ ორგანიზაციათა ერთიანი წრეც, რომელთაც ორიენტირი საგანმანათლებლო-წამახალისებელი ოლიმპიადების ორგანიზებისა და საუკეთესოთა გამოვლენაზე აქ აღებული საუკეთესოთა შორის, რასაც პირადად მე მივესალმები და ვიზიარებ მათ ყოველ ნიუანსს,გადღა ერთისა,რომლის დეფინიციაც შემდეგში მდგომარეობს: ''მონაწილეობის გადასახადი''. ეს,თითქოსდა უმნიშვნელო დეტალი ხშირ შემთხვევაში მოსწავლეთა უმრავლესობის დამაბრკოლებელ დეტალს წარმოადგენს,რომლის თავიდან აცილება ნამდვილად შესაძლებელია.

რასაკვირველია,საღ აზრს მოკლებულია ის იდეოლოგია,რომელიც ამ კონკრეტული ოდენობის თანხის გაუქმებას ითვალისწინებს ან კომპეტენტური ინსტიტუტების მიერ სრულ დაფინანსებას; ეს მიუღწეველი,თუ არა ირაციონალური შემოთავაზებაა,მაგრამ მე გთავაზობთ,შექმნილ იქნეს საგანმანათლებლო ფონდი,რომელიც ნაწილობრივ დააფინანსებს,როგორც ოლიმპიადების,ისე ცალკეული პროექტებისა და სხვა სახის აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო თანხებს. განუზომელია ის შეგრძნება,როდესაც ადამიანს ჯანსაღი მატერიალური ფონის არქონის მიზეზით ინტელექტუალური ასპარეზიდან გამოთიშვა უწევს;განუზომელია დღესდღეისობით ამ პრობლემის მატარებელი ადამიანების რიცხვით. ერუდიტად ცოტა თუ იბადება,განათლებას კი ყოველი პიროვნება საჭიროებს,ამიტომაც ვეცადოთ,არათუ უკუვაგდოთ,არამედ ყველანაირად დავეხმაროთ ყოველგვარი საგანმანათლებლო საფუძვლის მქონე მოსწავლეებს.


პატივისცემით 

ნიკოლოზ გვალია