gallery images

საჭიროა 296 ხელმოწერა

1704
2000

ადრესატი:

საქართველოს მთავრობა

არ დაკმაყოფილდეს ირაკლი ჭირაქაძის და კოტე ქადაგიძის განცხადებები მათი გათავისუფლების შესახებ

მთისა და სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარული და პროფესიონალი ადამიანები და კონკრეტულად კი გუდაურის განვითარების ქომაგები და მხარდამჭერები, კატეგორიულად არ ვეთანხმებით კოტე ქადაგიძისა და ირაკლი ჭირაქაძის მიერ თანამდებობების დატოვების სურვილს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად გვესმის მათი და ზოგადად, ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოში ადამიანები ამხელა პროფესიულ და ადამიანურ პასუხისმგებლობას გამოხატავენ. თუმცა  ჩვენ, ადამიანები, ვინც ძალიან აქტიურად ვართ  ჩართულები ყველა ამ პროცესში ან გულდასმით ვაკვირდებით გუდაურის სწრაფ განვითარებას 2013 წლიდან, იმასაც ვხედავთ რომ ეს შედეგი, უპირველესად, სწორედ ამ ორი ადამიანის დამსახურებაცაა, რადგან საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება, სიყვარული და პროფესიონალიზმი, მართლაც იშვიათობაა დღევანდელ საქართველოში. ისიც გასაგებია, რომ შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ შეუძლებელი თუ არა, დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან ძნელი იქნება ასეთი მშრომელი და მონდომებული, ენერგიული და კვალიფიციური ადამიანების  მოძებნა იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც მათ უკვე დაწყებული აქვთ და ამიტომაც მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, არ დააკმაყოფილოს მათი განცხადებები გათავისუფლების შესახებ.

გუდაურის და ზოგადად ტურიზმის, ეკონომიკისა და საერთო ჯამში კი ჩვენი ქვეყნის განვითარებას, სწორედ ასეთი განათლებული, თანამედროვე და პრინციპული ადამიანები განსაზღვრავენ და ამიტომაც იმედი გვაქვს, რომ მოსალოდნელი გადაწყვეტილების საფუძველი, იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესები, პოზიტიური ხედვა და  რაციონალური აზროვნება.