gallery images

საჭიროა 4708 ხელმოწერა

292
5000

ადრესატი:

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი

დაინერგოს სკოლებში ელემენტარული ლოგიკის სწავლება!

•   რა არის ლოგიკა.

ლოგიკის, როგორც მეცნიერების, საყოველთაოდ აღიარებული, შეთანხმებული განმარტება არ არსებობს. 
ყველაზე მარტივად, იგი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც აზროვნების წესებისა და გენერალური კანონზომიერებების ერთობლიობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს დაბრკოლებებისა და გაურკვევლობების გარეშე გვესმოდეს ერთმანეთის და სამყაროსი.
უფრო ვრცელი და ამომწურავი განმარტება შემდეგნაირია: ლოგიკა, როგორც მეცნიერება, იკვლევს არგუმენტების სტრუქტურას და  კლასიფიცირებას უკეთებს მათ სპეციალურად შემუშავებული სქემების მიხედვით. მაშასადამე, ლოგიკა შეიძლება ყოვლისმომცველი გახდეს და მასში შედის მოსაზრებანი ალბათობასა და მიზეზ-შედეგობრიობაზე. ლოგიკის სწავლების საგანია, ასევე, მცდარი არგუმენტების სტრუქტურა და პარადოქსები.
თავის მხრივ, ელემენტარულ ლოგიკაში მოიაზრება აღნშნული მეცნიერების საფუძვლები. 

•   რატომ არის მნიშვნელოვანი ლოგიკის, როგორც სხვა მეცნიერებების საუფძვლის ადრეულ ასაკში შესწავლა.

საჯარო სკოლებში ლოგიკის საფუძვლების საგნად დანერგვის მნიშვნელოვნება მრავალ გარეომებაში შეიძლება იკვეთებოდეს.
შევეცდები ჩამოვთვალო მაშ შორის რამოდენიმე, ყველაზე მთავარი:

1.    ლოგიკის საფუძვლების შესწავლება დაეხმარება მოსწავლეს ადრეული ასაკიდანვე ჩამოუყალიბდეს ლოგიკურად მსჯელობის უნარი, შეეძლოს გარკვეულ მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა, რაც საგრძნობლად აამაღლებს მის საზოგადოებრივ თვითშეგნებას და გაცილებით მარტივს გახდის კომუნიკაციას სოციუმის სხვა წევრებთან.

2.    ნებისმიერი სხვა მეცნიერების ფუნდამენტური გააზრება, რომელიც ისწავლება ასევე საჯარო სკოლებში, მოითხოვს საკმაოდ ძლიერი ლოგიკური აპარატის ქონას.

"PIRLS წიგნიერების საერთაშორისო კვლევაა, რომელიც მიზნად ისახავს შეაფასოს 9-10 წლის მოზარდების მიერ წაკითხულის გააზრების უნარი. PIRLS-ის ტესტები ამოწმებს წაკითხულის გააზრების უნარს-რამდენად იგებს, იაზრებს ამ ასაკის ბავშვი სხვადასხვა ტიპის ტექსტიდან მიღებულ ინფორმაციას, შეუძლია თუ არა ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემული ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნის გამოტანა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვა, ტექსტის ძირითადი აზრის წვდომა.

წიგნიერების უკანსკნელი კვლევის მიხედვით, რომელიც 2016 წლის მონაცემებს ეხება, საქართველოს მაჩვენებელი არ შეცვლილა და კვლავ 488 ქულით განისაზღვრება. საქართველოს იგივე, 488 ქულა ჰქონდა 2011 წელსაც, როცა წიგნიერების წინა კვლევა ჩატარდა. აღნიშნული ქულის გათვალისწინებით საქართველო დაბალ და საშუალო მაჩვენებელს შორისაა."

3.    ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების ტესტების ვერბალური ნაწილი მთლიანად აგებულია ლოგიკაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აბიტურენტებს მანამდე უშუალო შეხება არ ქონიათ აღნიშნულ მეცნიერებასთან, უწევთ საკმაოდ მსუყე საკითების მოკლე ვადაში, არაეფექტიანი ათვისება. ამასთან, ის აბიტურენტები, რომლებსაც არ აქვთ რეპეტიტორთან მისვლის ფინანსური შესაძლებლობა, ძირითადად, საერთოდ ვერ ახერხებენ სასურველი შედეგის მიღწევას. კონკრეტულად ეს გარემოება განპირობებულია იმით, რომ ჰუმანიტარული მეცნიერებებისაგან განსხვავებით, ტექნიკური მეცნიერებები აუცილებლად მოითხოვს პედაგოგიურ წვლილს, რომელიც სკოლებში, ამ მეცნიერებაში ფაქტობრივად არ არსებობს.

•   ჩვენი მოთხოვნა 


ნახსენები გარემოებების გათვალისწინებით, მიგავჩნია, რომ არსებობს ელემენტარული ლოგიკის საჯარო სკოლებში სწავლების აუცილებლობა. როგორც მოგვეხსენება, ქვეყნის საერთო ინტელექუალური კაპიტალი მჭიდრო კორელაციაშია ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობასთან, ამიტომ, აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საერთო ეკონომიკურ და სოციალურ ფონს.

მადლობა.