gallery images

საჭიროა 1451 ხელმოწერა

549
2000

ადრესატი:

თბილისის საკრებულო
თბილისის მერია

შეწყდეს ტერასა ჯგუფის პროექტი კარტოზიას 12-ში

საბურთალოზე, კარტოზიას ქუჩაზე, საკმაოდ დიდი პროექტის, მ2 იპოდრომთან 2-ის გვერდით, იწყება ახალი უზარმაზარი კორპუსის მშენებლობა, პრაქტიკულად მიწის პატარა ნაგლეჯზე, 400 კვ.მ-ზე 30 სართულიანი შენობა. ეს გამოიწვევს იმას, რომ კარტოზიას ქუჩა და ყაზბეგის გამზირი კიდევ უფრო გადაიტვირთება, საბურთალოზე გადაადგილება გახდება პრაქტიკულად შეუძლებელი და დაიკარგება იმის შანსი, რომ მაგ ადგილას რაიმე მწვანე ზონა განთავსდეს. პირდაპირ არის იმის საშიშროება, რომ ეს ადგილი დაემსგავსება სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას. ეს გვეხება ყველას, არამხოლოდ მიმდებარე კორპუსების მაცხოვრებლებს, არამედ მთლიანად თბილისს. შესაძლოა ამ კორპუსის მშენებლობის შეწყვეტა გახდეს ქაოსური მშენებლობების წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი ბრძოლის ხაზი. გთხოვთ გულგრილად ნუ მოეკიდებით საკითს და ნუ გაატარებთ ამ პეტიციას.

პატივისცემით

ლუკა იობაშვილი