gallery images

საჭიროა 3153 ხელმოწერა

1847
5000

ადრესატი:

საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

დიდი საკათედრო ტაძარი ბათუმს!

აჭარა არის ქრისტიანობის პირველი ნავსაყუდელი საქართველოში. ანდრია პირველწოდებულმა პირველად აქ იქადაგა, პირველი ტაძარიც აქ აიგო, სოფ. დიდაჭარაში.

დღეს, აჭარის ადმინისტრაციული ცენტრი - ბათუმი, უკვე სიდიდით მეორე ქალაქია საქართველოში. ბათუმი ითვლება ტურიზმის ცენტრად. ტურისტულ სეზონზე (და არა მარტო) ბათუმი მასპინძლობს უამრავ ტურისტს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

იმისათვის, რომ ბათუმი ტურისტებისთვისაც  ასოცირდებოდეს საქართველოს პირველ ქრისტიანულ კერად, ერთ-ერთი ტურისტული ლოკაციის - სანაპიროს მიმდებარედ ე.წ. ძველი ბათუმის სიახლოვეს აშენდეს დიდი საკათედრო ტაძარი აგებული ქართული ხუროთმოძღვრების ტრადიციების დაცვით. ტაძარს უნდა ამშვენებდეს დიდი გუმბათი  და დიდი ჯვარი ღამის განათებით, ისე რომ ბათუმის პორტში შემომავალი ნებისმიერი გემის თვალსაწიერში ხვდებოდეს ამ ტაძრის გუმბათი ჯვრით.

დიდი საკათედრო ტაძარი ბათუმს!