gallery images

საჭიროა 797 ხელმოწერა

203
1000

ადრესატი:

საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი

საქართველო ნიღბების გარეშე!!!

ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ნახავთ თბილისში  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დიდი რაოდენობით ნიღბიან ადამიანებს. ბავშვებს მათი ეშინიათ, ჩვენშიც არასასიამოვნო გრძნობებს იწვევს ის ფაქტი, რომ არ ვიცით ვინ არიან იმ გარემოში, სადაც ვცხოვრობთ, ვმგზავრობთ,ხშირად დავდივართ მარტო თუ ბავშვებთან ერთად.არ ვიცით რას უნდა მოველოდეთ მათგან. რომც რამე დააშავონ ვერც კი ამოვიცნობთ რადგან სრულად დაფარული აქვთ სახე და სხეული.

საფრანგეთში უკვე მიიღეს კანონი, რის მიხედვითაც ადამიანებს სახის დამალვის უფლება არ აქვთ, კერძოდ, ახალი კანონი ეხება მუსლიმ ქალებს, რომლებიც სახეს ნიქაბით იფარავენ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც კანონს დაარღვევს 150 ევროთი დაჯარიმდება. სასჯელი გაცილებით მკაცრია იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქალებს სახის ჩადრით დაფარვას აიძულებს. ამისთვის კანონდამრღვევს გაცილებით დიდი ჯარიმა და ორწლიანი პატიმრობა ემუქრება.

გთხოვთ კარგად გააანალიზოთ რომ პეტიცია არარასისტულია! პირიქით, კონკრეტული ფაქტორებიდან გამომდინარე არის საჭირო ზომების მიღება. თუ თქვენც იზიარებთ ჩემს შეხედულებას, გთხოვთ მოაწეროთ პეტიციას ხელი,რომ აიკრძალოს ჩვენს ქვეყანაშიც ხალხმრავალ ადგილებში ადამიანებისთვის დაფარული სახით სიარული! მჯერა რომ ერთად ყველაფერს შევცვლით!