gallery images

საჭიროა 1787 ხელმოწერა

8
1795

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი

მოვითხოვთ მხრების აჩეჩვის დღის გამოცხადებას

ერთი შეხედვით რაც არ უნდა სასაცილოდ და უაზროდ ჟღერდეს ეს სათაური, ყველას კარგად მოგვეხსენება, თუ რამდენად აქტუალურ საკითხს ეხება ეს მოთხოვნა, რაც სინამდვილეში ყველას გვჭირდება, თუმცა მხოლოდ ცოტანი თუ ვაცნობიერებთ ამას. თანამედროვე და არამარტო თანამედროვე საზოგადოებაში გავრცელებული ეს სოკრატესეული ჟესტი ყველაზე კარგად გამოხატავს იმ ადამიანთა ნაწილის შინაგან მდგომარეობას, რომლებიც ყველაფრისადმი გულგრილად არიან განწყობილნი და ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველას უყალიბდება ასეთი დამოკიდებულება, რაც, რა თქმა უნდა, ინდივიდის ცნობიერებასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული.
ჩემი სუბიექტური აზრით, მხრების აჩეჩვა, როგორც ყველაზე გულწრფელი ჟესტი, იმსახურებს ამ დღეს. არჩევანი თქვენზეა.