gallery images

საჭიროა 1708 ხელმოწერა

3292
5000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

აღდგეს სამტრედიის ბალნეოლოგიური კურორტის ფუნქციონირება

სამტრედიაში არსებული თერმომინერალური წყალი გამოყენებული იქნას სამკურნალო გამაჯანსაღებელი მიზნებისთვის

პეტიციის მოგების შემთხვევაში : ქალაქ სამტრედიას, რომლის ერთ–ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს თერმულ–მინერალური წყლები წარმოადგენს, აღუდგება სტატუსი და გახდება ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი. სამტრედიელებს და ჩამოსულ სტუმრებს შეეძლება ბუნებრივი რესურსის გამოყენება გამაჯანსაღებელი მიზნებით, ხოლო ქალაქი შეიძენს ახალ დატვირთვას.

სამტრედიის ჰიპერთერმული მინერალური წყლის საბადო შემთხვევით აღმოაჩინეს გეოლოგებმა, რომლებმაც აქ ნავთობის არსებობა ივარაუდეს. ბურღვისას 1450 მ სიღრმიდან მოულოდნელად თერმულმა გოგირდიანმა წყალმა ამოხეთქა. წყლები გამოიკვლიეს, სამკურნალო ჩვენებები დაადგინეს და კურორტის აშენებაც გადაწყდა.  1970 წლიდან ბალნეოლოგიური კურორტი სრული დატვირთვით ფუნქციონირებდა, მაგრამ 1991 წლის ოქტომბერში პანსიონატის მთავარ შენობას ხანძარი გაუჩნდა და განადგურდა. 

მდგომარეობა დღეისათვისდღეისათვის თერმულ–მინერალური წყლით სარგებლობს შპს "იმერეთი გრინერი", თუმცა წყლის ჭარბი რაოდენობა ინტენსიურად და სისტემატიურად იღვრება ჭაბურღილის სიახლოვეს. ეს მეტყველებს მნიშვნელოვანი რესურსის არსებობაზე, რომელიც კურორტის აღდგენისთვის აბსოლუტურად საკმარისია.

მკურნალობის სახეობა: მინერალური წყლის აბაზანები

სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი და პერიფერიული ნერვული სისტემების, ასევე კანისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები