gallery images

საჭიროა 4959 ხელმოწერა

41
5000

ადრესატი:

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მოეთხოვოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს შედეგების გამოცხადება მკაცრად განსაზღვრულ ვადებში

მოგეხსენებათ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ყოველწლიურად ათასობით აბიტურიენტი აბარებს (2018 წლის მონაცემებით რეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობა არის 40 500). ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების რაოდენობას ემატებათ საგრანტო კონკურსში მონაწილე პირები და პირები, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება მაგისტრატურის საფეხურზე. 2018 წლის მონაცემებითსაგრანტო კონკურსში რეგისტრირებულთა რაოდენობა 5000-ზე მეტი, ხოლო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრირებულთა რაოდენობა 12 000 -ზე მეტი იყო. 

ჩვენი თხოვნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ შემდეგნაირია: გვსურს, რომ გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჰქონდეს მკაცრად განსაზღვრული ვადები შედეგების დასამუშავებლად. ვფიქრობთ და მიგვაჩნია, რომ უსამართლობაა ის, რა სტრესშიც naec.ge აბიტურიენტებს ამყოფებს, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფონს, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლაა და ეს ფაქტორი ადამიანისთვის ისედაც სტრესულია.

ჩვენი აზრით, სახელმწიფომ უნდა დაიცვას მოზარდთა უფლებები, არ უნდა შეექმნათ ამ ადამიანებს ხელოვნურად დამატებით სტრესული გარემო, მათ აქვთ უფლება იცოდნენ კონკრეტული თარიღი, თუ როდის გამოცხადდება ჩაბარებულ საგანთა ქულები და ასევე, ჩარიცხვის სიები. ანალოგიური სისტემა უნდა შემუშავდეს საგრანტო და სამაგისტრო გამოცდების შედეგებისთვისაც.

გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი და დაუწესოთ გონივრული და მკაცრად განსაზღვრული ვადები ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრს.