gallery images

გამარჯვებული

100
100

ადრესატი:

საქართველოს პრეზიდენტი

არ მოვითხოვთ არამედ გთხოვთ დაუშვათ მეორადი ჩარიცხვები

გამარჯობა, მივმართავ საქართველოს მე-4 პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, მივმართავ იმ 482 ბავშვის სახელით, რომლებმაც 12 წელი ისწავლეს იმისთვის, რომ გამხდარიყვნენ სტუდენტები იმისთვის, რომ გამხდარიყვნენ ადამიანები და ქვეყნისთვის გამოსადეგი პიროვნებები. ამ ბავშვებმა წარმატებით ჩააბარეს ჯერ სატესტატო გამოცდები, ხოლო შემდეგ ეროვნული გამოცდები, მაგრამ უნივერსიტეტში კონკურენციის გამო ვერ მოხვდნენ. განათლების სამინისტრო გვეუბნება, რომ საკმარისი დრო გქონდათ უნივერსიტეტების უსაზღვრო სიმრავლით ჩასაწერად, მაგრამ იმას არ ფიქრობენ შეეძლოთ თუ არა ამ ბავშვებს ამ უნივერსიტეტებში ამდენი ფულის გადახდა?! შესაძლოა სწორედ ამიტომ არ ჩაწერეს ან თუნდაც იმიტომ, რომ ეგონათ იქ მოხვდებოდნენ სადაც უნდოდათ.

ამ აბიტურიენტების ნახევარი 17 წლის არის და გთხოვთ 17-18 წლის ბავშვებს ნუ განსჯით მათი შეცდომის გამო ისინი არ არიან ღირსები ამდენი სწავლის და ნერვიულობის შემდეგ გარეთ დარჩნენ და 1 წელი დაკარგონ ისინი ხომ ახლა იწყებენ თავისი ოცნების ასრულებას.

გთხოვთ ბატონო პრეზიდენტო თქვენ ხართ საქართველოს სახე და მისი წინამძღოლი. გთხოვთ დაუშვათ მეორადი ჩარიცხვები რის შემდეგაც ეს 482 ბავშვი გარეთ არ დარჩება და 1 წელს არ დაკარგავს იმიტომ, რომ ახალგაზრდული შეცდომა დაუშვა.

გთხოვთ მიუხედავად ნაკლები ხელმოწერისა გადახედოთ ჩვენს განცხადებას და გაითვალისწინოთ ეს ბავშვბი. პატივისცემით თქვენი ერთ-ერთი თანამოქალაქე გივი გელაშვილი.