gallery images

საჭიროა 14949 ხელმოწერა

51
15000

ადრესატი:

ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი

განბაჟების 300 ლარიანი ბარიერის შეცვლა

საქართველოში ონლაინ ვაჭრობის მთავარი მიმართულება ქვეყნის გარეთ ვაჭრობაა,თორემ ადგილობრივად ინტერნეტითაც იგივე ნივთის შეძენაა შესაძლებელი,რასაც ადგილზე,მაღაზიაში შემოგვთავაზებენ.ონლაინ ვაჭრობა სულ უფრო მეტად იზრდება მსოფლიოში და ამას ინტერნეტის მომხმარებელთა მზარდი ტემპი უწყობს ხელს.საქართველოს პირობებში ონლაინ ვაჭრობა განსაკუთრებულით მიმზიდველია იმ მხრივ,როდესაც ამერიკიდან,ჩინეთიდან ან თუნდაც ევროპიდან მნიშვნელოვნად იაფად არის შესაძლებელი რაიმეს შეძენა.ასევე, ხშირად სასურველი პროდუქცია საქართველოს მაღაზიებში უბრალოდ არ იშოვება და გამოწერა ერთადერთი საშუალებაა...

დღეს საზღვარგარეთ ელექტრონულად შეძენილი და საქართველოში საფოსტო გზავნილის სახით იმპორტირებული ნებისმიერი ნივთი,რომლის ღირებულებაც 300 ლარს აღემატება,განბაჟებას ექვემდებარება,ეს ლიმიტი 2009 წელს დადგინდა,მაგრამ დღეს სხვა დრო/მდგომარეობაა და ამის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მოქმედების კურსი.ლარის გაუფასურებამ ინტერნეტმოვაჭრეები და გადამზიდავი კომპანიები მნიშვნელოვნად დააზარალა,რადგან მაგალითად,2012 წელს შესაძლებელი იყო $180 დოლარიანი ამანათის გამოწერა ისე,რომ მასზე დამატებითი ღირებულების გადასახადი არ გავრცელებულიყო,დღეისთვის კი მხოლოდ $115 დოლარის ამანათის გამოწერაა შესაძლებელი.ამას ემატება ის რომ ლარიც ყოველდღე სულ უფრო და უფრო უფასურდება

მართალია როდესაც ლარი დაახლოებით 60%-ით არის გაუფასურებული და შესაბამისად, დოლარზე ვაჭრობის შემთხვევაში ყველა ნივთი ამდენივე პროცენტით გაძვირდა,მხოლოდ საბაჟო გადასახადის ლიმიტის გაზრდა მთლიანად ვერ დააკომპენსირებს სხვაობას,მაგრამ გარკვეული შეღავათი ნამდვილად იქნება

მოქალაქეების მოთხოვნა და ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისი გარკვეულწილად მაინც რომ იქნეს გათვალისწინებული,სწორი იქნება,თუ დღეს არსებული 300-ლარიანი დასაბეგრი ზღვარი,ლარის დევალვაციის პროპორციულად გაიზარდოს-500 ლარამდე.

დასაბეგრი ბარიერის 500 ლარამდე გაზრდით გაძლიერება კონკურენცია,შემცირდება ადგილობრივ ტექნიკის მაღაზიებში პროდუქციაზე ფასები,გარკვეულწილად მაინც დაკომპენსირდება სავალუტო კრიზისი,რაც შეღავათი იქნება ბევრი ადამიანისთვის,სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის.

გთხოვთ მოაწერეთ ხელი და გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

გმადლობთ ყურადღებისთვის.