gallery images

გამარჯვებული

10000
10000

ადრესატი:

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

გაუქმდეს მე-12 კლასის საატესტატო გამოცდები!

მოგეხსენებათ განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს გაუქმდება მე-11 კლასის საატესტატო გამოცდები და მომავალი წლიდან უკვე მე-12 კლასის გამოცდებიც, თუმცა წლევანდელ აბიტურიენტებს ჩვეულებრივად მოგვიწევს 4 გამოცდის ჩაბარება. უსამართლობაა ის ფაქტი, რომ გვეუბნებიან თითქოს საატესტატო გამოცდები არ არის ეფექტური საშუალება რეალური ცოდნის შესამოწმებლად, თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენ წელს მაინც გვიწევს 4 გამოცის ჩაბარება. 

ვფიქრობ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მე-12 კლასელებს ბევრად რთული წელი გვაქვს წელს და გვეუფლება უსამართლობის გრძნობა. არანაირი შური და ბოღმა, უბრალოდ უსამართლოს გრძნობა, რომ ჩვენ ვიჩაგრებით.

რათქმაუნდა პეტიცია არ წარმოადგენს არაფრის გარანტიას, თუმცა უბრალოდ დავანახოთ მთავრობას, რომ ჩვენც შეგვიძლია ხმის ამოღება და არ დავუშვებთ უსამართლობას. გაუქმდეს მეთორმეტე კლასის საატესტატო გამოცდებიც!