gallery images

საჭიროა 909 ხელმოწერა

91
1000

ადრესატი:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება ველოსიპედით უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით

თბილისში ველოსიპედით გადაადგილების მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ველოსიპედზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის განვითარება ნელი ტემპით, თუმცა მაინც ხორციელდება. მიუხედავად ამისა, ქალაქში უამრავი ადგილია, სადაც ველობილიკი არაა გაყვანილი, ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.

სამწუხაროდ, ავტომობილის მძღოლების უმეტესობა არ იცავს უსაფრთხოების სტანდარტებს და ველოსიპედისტთან მიახლოების მინიმალურ მანძილს. განსაკუთრებით სახიფათოა მათი ქმედება მაშინ, როდესაც გასწრების პროცესში ავტომობილი ველოსიპედისტს უახლოვდება 1.5 მეტრზე ნაკლები მანძილით.

ამ პეტიციით ვითხოვთ არსებულ საგზაო ნიშნებთან შესაბამისი ნიშნების დამატებას, რომელიც მიუთითებს მძღოლის ვალდებულებაზე დაიცვას 1.5 მეტრიანი დისტანცია ველოსიპედისტთან მიახლოების დროს.

ნიმუშად იხილეთ თანდართული ფოტოსურათი. © www.news.com.au

The number of persons who want to cycle around Tbilisi is growing in a daily manner. Bicycle oriented infrastructure is slowly developing. There are many places in the city, where bicycle lane still doesn’t exist, therefore, ensuring safety standards is even more important.

Sadly, the vast majority of drivers don’t respect safety standards, particularly, regarding the minimal distance between driver and cyclist. Their driving is even more dangerous when drivers are taking over cyclists and are getting closer than 1.5 m. 

According to this petition we are demanding to add relevant road sings to those that exist, which will inform drivers about their obligation not to get closer than 1.5 m.

For an example see attached photo. © www.news.com.au.