gallery images

საჭიროა 4981 ხელმოწერა

19
5000

ადრესატი:

თბილისის მერია

აიკრძალოს გადასასვლელებზე მანქანებისთვის განკუთვნილი მწვანე შუქის გააქტიურება, პარალელურად იმავე მონაკვეთზე ფეხით მოსიარულეთა გადასვლის დროს

მოგეხსენებათ რომ გზაჯვარედინებზე, ძალიან ბევრ საგზაო მონაკვეთზე ფიქსირდება მწვანე ფერის შუქი სამანქანო მოძრაობისთვის მაშინ, როდესაც პარალელურად მწვანე ფერია აქტიური ფეხის გადამსვლელთათვის, რაც უქმის დიდ დისკომფორტს მოსახლეობას. ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, თუ რა სახის საბრთხეებს შეიცავს ეს რეგულაცია. გარდა იმის რომ საკუთარ სიცოცხლეს საბრთხეში ვაგდებთ ყველანი, ვინც ამ სიტუაციაში ვვარდებით (მათ შორის ვინც მანქანით შედის გადასასვლელზე), ირღვევა ადამიანის უფლებები გამიზნულად, რადგან ძირითადად მანქანები არ თმობენ გზას კანონის შიშით, მიზეზით რომ აყოვნებენ უკნიდან მომდგარ მანქანათა რიგს, რასაც კანონის წინაშე არანაირი გამართლება არ აქვს. შესაბამისად, რადგან ვერ ვეყრდნობით ადამიანთა კეთილსინდისიერებას, შუქნიშანი უნდა აიძულებდეს გადასვლის პროცესს იყოს უვნებელი და მშვიდი, როგორც ფეხით გადამსვლელისთვის, ისევე მძღოლისთვის. საცობის პრობლემა სხვანაირად უნდა მოგვარდეს და დარწმუნებული ვარ, ახალი რეგულაცია უფრო დაასტიმულირებს ახალი კანონპროექტების მიღებას. მოვაწეროთ ხელი და მივაწვდინოთ ხმა ქალაქის მერიას!