gallery images

საჭიროა 1943 ხელმოწერა

57
2000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პროკურატურა

დაუშვან თავდაცვითი ცეცხლასროლი იარაღის ტარების უფლება

მოგეხსენებათ თავდაცვითი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის მიზნობრიობა სწორედ რომ თავდაცვაა და მხოლოდ შენახვისთვის, როდესაც შეძენის შემდგომ მხოლოდ და მხოლოდ საცხოვრებელ მისამართზე უნდა აშევინახოთ არ არის საკმარისი. თავდასხმის რისკი სწორედ რომ არა საცხოვრებელ მისამართზე არამედ უმეტეს წილად სახლის გარეთ ქუჩაში, მანქანაში, მგზავრობისას ხდება. 

გარდა იმისა რომ კონსტიტუციით თავდაცვის უფლება ადამიანს მოქალაქეს გააჩნია არა მხოლოდ საცხოვრებელ მისამართზე არამედ ნემისმიერ ადგილას. არსებული კანონით კი არა მხოლოდ საკუთარი საკუთრების განკარგვაა შეზღუდული, თავდაცვის უფლებაც შეზღუდულია.

მსოფლიოში ზოგადად და როგორც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული სიმწვავით საქართველოშიც გამოიკვეთა - ხშირია ძალადობიას და ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები. განსაკუთრებით ქალების მიმართ გამოჩენილი ძალადობა, რაც გამოწვეულია არა მხოლოდ მოძალადეთა მენტალურ-ინტელექტუალური დონით არამედ იმითიც, რომ პოტენციურ მსხვერპლს არ შეუძლია თავდაცვის უფლების სრულფასოვნად გამოყენება. 

ცნობილია, რომ კრიმინალებს არ სჭირდებათ არანაირი ნებართვა იარაღის ტარების უფლების მოსაპოვებლად. კანონიც საკმაოდ მკაცრია და ნასამართლევ და არაჯანსაღ პირებს ისედაც არ შეუძლიათ შესაბამისი უფლების მოპოვება. კანონმორჩილი მოქლაქეები კი ვიმყოფებით დაკნინებულ მდგომარეობაში, როცა ერთის მხრივ არ ვარღვევთ კანონს და არ ვცდილობთ უკანონო გზით იარაღის შეძენას და მეორეს მხრივ არ გვაქვს არც საკუთრების უფლების სრულფასოვანი გამოყენების და არც თავდაცვის სრულფასოვანი უფლება. 

ერთადერთი გამოსავალი მოძალადეთა შესაჩერებლად არის ადექვატური ძალის გამოყენება რაც თუ არ გააჩნია მოძალადეზე უფრო სუსტ მსვერპლს მაშინ ამ სისუსტის კომპენსირება შეიძლება სწორედ თავდაცვითი იარაღით, რომლის მიმართ შიში იქნება უპირობო შემაკავებელი არგუმენტი ნებისმიერი მოძალადისთვის რადგან, როცა პოტენციურმა მოძლადემ იცის, რომ შესაძლოა მისმა პოტენციურმა მსხვერპლა თავი შეიძლება დაიცვას ცეცხლასროლი იარაღით ის უბრალოდ ვერ გადავა შეტევაზე.