gallery images

საჭიროა 999976 ხელმოწერა

24
1000000

ადრესატი:

საქართველოს მთავრობა
ენერგეტიკის სამინისტრო
ყაზტრანსგაზი

უნიფორმა და უსაფრთხოება !

ჩააცვას  ყაზტრანსგაზმა  უნიფორმები აღმრიცხველებსა და სხვა თანამშრომლებს ! 

ქართულ რეალობაში,   კერძო თუ სახელმწიფოს კუთვნილ შენობებში  გაზიფიცირება უცნაურადაა შესრულებული,ბევრგან  ის  დღევანდელ ნორმებთან და კანონებთან შეუსაბამობაშია. მრიცხველების გარეთ გატანა  დროში გაწელილი პროცესი. შეუსაბამობები ხშირად იწვევს კონფლიქტს მაცხოვრებელსა და  გაზის მაჩვენებლების ასაღებად მოსულ ყაზტრანსგაზის თანამშრომელს შორის.

 არ არის განსაზღვრული არც დღეები დ არც საათები, როდის შეიძლება მოგადგეს აღმრიცხველი. 

ილახება მოქალაქის უფლება - ის საკუთარ სახლშიც კი არ არის  კომფორტში.  კარზე უდროო დროს მომდგარ აღმრიცხველს კი არაფერი გამოარჩევს რიგითი გამვლელისაგან. 

კომუნიკაცია რთულდება. ცალკე მოქალაქე და ცალკე აღმრიცხველი შედიან კონფლიქტში და ასეთ სურათს ყოველდღიური ხასიათი ეძლევა. მოქალაქე იცავს საკუთრებას და საკუტარ ტერიტორიას, აღმრიცხველი ემსგავსება თავდამსხმელს. 

უმეტესად უნიფრომა არ აცვიათ არც ყაზტრანსგაზის  იმ თანამშრომლებს, რომლებიც გაზის შესაძლო გაჟონვის თაობაზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში ადგილზე გადიან. 

თუკი უნიფორმა აცვიათ პოლიციის თანამშრომლებსს, მესაზღვრეებს, ექთნებს, საგზაო და 

წყალმომარაგების კომპანიებს, რატომ გვყავს გაზს პრივილიგებულ მდგომარობაში?!. 

- უფორმო თანამშრომლები ხშირად  გადიან კანონის ჩარჩოდან  და მოქალაქეებს ამის გამო ერთიანად და განურჩევლად  გაზის კომპანიებზე უჩნდებათ აგრესია.