gallery images

საჭიროა 3414 ხელმოწერა

1586
5000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

გახდეს რუსული ენა არჩევითი საგანი სკოლებში

2008 წლის აგვისტოს შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში რუსული ენა ქართულ სკოლებში აკრძალული იყო, თუმცა გაურკვეველია ის მიზეზი, რატომ დაბრუნდა კვლავ აუცილებელ საგანთა შორის. არავის დაუბრუნებია ჩვენთვის ოკუპირებული ტერიტორიები, არავის მოუხდია ბოდიში ჩვენი ქვეყნისთვის და არავის უღიარებია საკუთარი დანაშაული ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე.

იმ ფონზე, რომ ამ ქვეყანაში ვერ ნახავთ მოსწავლეს, რომელმაც სკოლაში ისწავლა რუსული, მგონი, მარტივად გასააზრებელია ის ფაქტი, რომ ამ ენასთან წვდომა მხოლოდ და მხოლოდ რუსი წარმომავლობის მქონე მოსწავლეებს აქვთ. თუ გერმანული, ფრანგული და სხვა ენები არჩევითია, რუსული ენის ცოდნა რატომ არის აუცილებელი კრიტერიუმი მოსწავლისთვის ატესტატის მინიჭებისა?!