gallery images

საჭიროა 266 ხელმოწერა

734
1000

ადრესატი:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

აამუშავე კანონი ცხოველთა წამებისა და მოკვლის წინააღმდეგ!

ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ კანონი გამკაცრდა. 

სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად: 

  

1. ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, −

ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) არაერთგზის;

გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, –

ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

 

 სამწუხაროდ კანონი არ მუშაობს!!! ყოველდღიურად გვესმის ცხოველებზე ძალადობის შესახებ. მაგალითად ჰასკი, რომელსაც კვერცხის ქურდობის გამო ყბის ძვლები ჩაუმტვრიეს ცემით დღეს სიკვდილს ებრძვის, ძაღლი, რომელსაც კიდურები მოაჭრეს და ცეცხლი წაუკიდეს გურჯაანში და მსგავსი ფაქტი არა ერთი, არა ასი არამედ ათასზე მეტია საქართველოში! აღნიშნულ ფაქტებზე დამნაშავე არ დასჯილა!

მოვითხოვთ კანონის სრული სიმკაცრით ამუშავებას რათა აღიკვეთოს ცოცხალი არსებების წამება, მათთვის ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის მიყენება და  მოკვდინება!