gallery images

გამარჯვებული

200
200

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მიწების დაწვის წინააღმდეგ „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები.

 

გთხოვთ „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილები

მუხლი 4 

(ნიადაგის დაცვის მიზნით დაწესებული აკრძლვები)

არსებულ ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი პუნქტები 

ო) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, საქარველოს მთელს ტერიტორიაზე, აიკრძალოს სასოფლო სამეუნნეო კულტურების ნარჩენების, ბალახის, აალებადი და სხვა სახის ნივთიერებების დაწვა ან/და ქიმიური უტილიზაცია.

პ)სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების მიწებზე, მოსავლის აღებიდან, შემდეგი სეზონის თესვის პერიოდამდის, მიწის გადაწვის შემთხვევა ჩითვალოს გარემოზე მიყენებულ ზიანად.

რ) მიწის ფართობზე, წინასწარ განზრახულად ცეცხლის გაჩენით, გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება მოხდეს, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით. 

ს) ერთსა და იმავე საკუთრებაზე ( მესაკუთრისა და სარეგისტრაციო კოდის ცვლილებების მიუხედავად) განმეორებით მიწაზე მიყენებული ზიანი, ხელოვნურად გამოწვეული ხანძრის მიზეზით, დაკვალიფიცირდეს მიწის დეგრადაციად. შემუშავებულ იქნას მიწებისათვის მიყენებული ზიანისა და დეგრადაციის შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) წესი და მეთოდიკა“ 

მუხლი 9

  1. წინასწარგანზრახვით, სასოფლო სამეურნეო მიწაზე გაჩენილი ხანძრით გამოწვეული ნიადაგის გაუვარგისებისათვის, ნიადაგისათვის მიყენებული ზიანის გამო პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

(3.ა) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზეზიანის მიყენებისას განსახორციელებელი ღონისძიებები

სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზეზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:

ა) გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის უწყებას ცხელი ხაზის მეშვეობით და მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია;

ბ) განახორციელოს საჭირო ღონისძიებები სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზემიყენებული ზიანის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად;

გ) საკუთარი ხარჯებით და პასუხისმგებლობით განახორციელოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილი პრევენციული და გამასწორებელი ღონისძიებები; 

დ) სრულად აანაზღაუროს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზედაზიანების შეფასების, მონიტორინგის, ზედამხედველობისა და დეპარტამენტის მიერ გაწეული სხვა ადმინისტრაციული ხარჯები.

ე) საჯარიმო ღონისძიებების დადგენილი წესით დამტკიცებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ხაზინაში ჩარიცხოს თანხა გამასწორებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღონისძიებების საერთო ღირებულების 100%-ის ოდენობით.

ვ) შესაბამისი სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია, ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირს: მოსთხოვოს ინფორმაცია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მიყენებული ზიანის შესახებ, განუსაზღვროს სავალდებულოდ შესასრულებელი ღონისძიებები ზიანის აღმოსაფხვრელად და დაუწესოს ზიანის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ვადები; 

ზ) შესაბამისი სახელმწიფო ორგანო ვალდებულია, მიწის მფლობელის ხარჯით, ნიადაგის აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჩაატაროს მიწის ანალიზი, მოახდინოს მიწის შეფასება, რის შესახებაც მეპატრონესთნ გააფორმოს შესაბამისი აქტი.

თ) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წინასწარგანზრახვით ხანძრის გამოწვევა ისჯება ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის წესით, გამომდინარე მიყენებული ზიანის ოდენობიდან.

ი)სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზეხანძრის გარდაუვალი საფრთხის ან გარემოზე, წინასწარ განზრახვით გამოწვეული ხანძრით მიყენებული, ზიანის შესახებ შეუტყობინებლობა. გარემოზე ზიანის გარდაუვალი საფრთხის ან გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ შეუტყობინებლობა– გამოიწვევს, ხანძრის საშიშროების ან/და ხანძრის შემსწრე მესამე პირის დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე. 

3.ა.) წინასწარგანზრახვით გაჩენილი ხანძრით, ნიადაგისათვის მიყენებული ზიანის დათვლას, ნიადაგის აღდგენის სამუშოების ჩამონათვალის შედგენას, მიწის მესაკუთრისათვის წარსადგენად ანხორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულება.

3.ბ.) წინასწარგანზრახვით გაჩენილი ხანძრით, ნიადაგისათვის მიყენებული ზიანის ანაზღურების გადახდის შემდგომ დაზიანებული მესაკუთრე ვალდებულია საკუთარი ხარჯებით განახორციელოს არემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულების მიერ დადგენილი აგროტექნიკური ღონისძიებები, ნიადაგის რეაბილიტაციისა და გაჯანსაღებისათვის. კონტროლს ნიადაგის გაჯანსაღების სამუშოების მიმდინარეობაზე ახორციელებს, არემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულება.

 

კანონის მიღებამდის განსახორციელებელი სასწრაფო შესატანი ცვლილებები საქართველოს მთვრობის დადგენილება # 54 2014 წლის 14 იანვარი

ტექნიკური რეგლამენტის- „გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ.

მუხლი 4. მიწების დეგრადაციის შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) წესი 

პუნქტი6. დაცული ტერიტორიის, ისტორიულ-კულტურული დანიშნულების, რეკრეაციული დანიშნულების მიწების ფარგლებში დეგრადაციის შემთხვევაში დეგრადაციის ხარისხის ცვლილებების გადასაყვანი კოეფიციენტის (D) ნაცვლად დგინდება შემდეგი მნიშვნელობები: (ჩამონათვალს დაემატოს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები) ასევე კოეფიციენტი (D) ნაცვლად დადგინდეს მნიშვნელობა და დაემატოს ჩმონათვალს პუნქტი

ვ) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების მიწებზე მოსავლის აღებიდან, შემდეგი სეზონის თესვამდის პერიოდში, მიზანმიმართულად გადაწვის გზით მიწის დეგრადაციის შემთხვევაში – 3,0;

ასევე პუნქტი 10 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების მიწებზე მოსავლის აღებიდან, შემდეგი სეზონის თესვამდის პერიოდში, გადაწვის შემთხვევაში, დეგრადაციის შედეგად გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება ათი ათასი (10 000) ლარით ყოველ ჰექტარზე და მის ზევით თუ ხანძარი გავრცელდა ქარსაფარ ზოლებსა ან მომიჯნავე საკუთრებაზე.

(http://extwprlegs1.fao.org/docs/pdf/geo167600.pdf)

http://moe.gov.ge/res/images/file-manager/garemosdacviti_pasukhismgeblobis_sajaro/122_04_2018.pdf