gallery images

გამარჯვებული

3000
3000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა

აბიტურიენტების 2%-ს, რომლებმაც 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარეს 4-ვე საგანი, მაგრამ ვერ გააკეთეს შესაბამისი არჩევანი, უფლება მიეცეთ ჩაირიცხონ იმ უნივერსიტეტებში, სადაც აკმაყოფილებენ საკონკურსო ქულებს

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტს, განათლების სამინისტროს და სსიპ შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, მოგმართავთ თხოვნით: ჩვენი აბიტურიენტების 2% -მა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარა 4-ვე საგანი და გადალახა კონკრეტულ საგანმანათლებო პროგრამაზე მითითებული კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, თუმცა ახალგაზრდული გამოუცდელობის გამო ვერ გააკეთეს შესაბამისი არჩევანი - უნივერსიტეტების ჩამონათვალში ვერ მიუთითეს შედარებით დაბალრეიტინგული საგანმანათლებლო პროგრამები, რაც, სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში საკონკურსო ქულების დაკლების შემთხვევაში, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის საშუალებას მისცემდათ. აღნიშნული მიზეზის გამო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების აღნიშნული 2% უმაღლესი სასწავლებლების გარეთ დატოვა, რაც უსამართლობაა. ჯერ ერთი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ( naec.ge) გამოქვეყნებულ 2019 წლის საგამოცდო ცნობარში საერთოდ არ არის მოცემული რეგულაცია, თუ რა შედეგი უნდა მოჰყვეს, როცა აბიტურიენტი ვერ გააკეთებს შესაბამის არჩევანს სარეიტინგო ჩამონათვალში და დააკლდება საკონკურსო ქულები. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება კანონის განსაზღვრულობის პრინციპს. მეორეც, დაბალი საკონკურსო ქულების მქონე ვაკანსიებზე ჩარიცხვით მოგებული იქნება ყველა მხარე - აღნიშნული 2% სტუდენტებისა, რომელთაც გამოცდები ჩააბარეს, აკადემიურ სწავლას გააგრძელებენ, ასევე უნივერსიტეტები და სახელმწიფო, რომელიც დამატებით შემოსავლებს მიიღებს ბიუჯეტში. გთხოვთ აღნიშნული აბიტურიენტების 2%-ს მისცეთ შესაძლებლობა იმავე ან სხვა დაწესებულებაში გააგრძელონ სწავლა აბიტურიენტსა და დაწესებულებას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. პატივისცემით, დავით ბესტავაშვილი