gallery images

საჭიროა 4658 ხელმოწერა

342
5000

ადრესატი:

თბილისის მერია
თბილისის საკრებულო

დავიცვათ ჩვენი სტადიონი! დიდი პარკი დიდ დიღომს! პარკი კორპუსების ნაცვლად!

ჩვენ, დიდი დიღმის მოსახლეობა , მოვითხოვთ მე-3 მიკრორაიონის სტადიონის დაბრუნებას და დიდი პარკის გაშენებას ამ ტერიტორიაზე!

არა!  სტადიონის ჩაბეტონებას!

არა!  საეჭვო ვითარებაში გაყიდული რეკრეაციული ზონის ბეტონის ჯუნგლებად გადაქცევას! 

არა! თქვენს  გამდიდრებას ჩვენი  ჯანმრთელობის ხარჯზე! 

მოსახლეობა მოვითხოვთ  საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების დაცვას!  საქართველოს .კონსტიტუცია.  მუხლი #29 . გარემოს დაცვის უფლება : " ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცეებით..." 

იმ სივრცეებით, რომელიც უკანონო გზით იქნა გასხვისებული  კონკრეტულ არაკეთილსინდისიერ პირებზე! 

არა! კორპუსებს სტადიონებზე და სარეკრეაციო (მწვანე)  ზონებში !!!

დაგვიტოვეთ სუნთქვის საშუალება! დაგვიტოვეთ სუფთა ჰაერი!  მოგვეცით საშუალება გავზარდოთ ჯანმრთელი შვილები! ნუ მოგვიკლავთ ნაადრევად მშობლებს და შვილებს!

ნუ ჩაგვაბეტონებთ!

დიდი დიღომი. 21.09.2019